მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

კომპანია Eagle Hills - ის პროექტს უმნიშვნელოვანესი გავლენა ექნება საქართველოს ყოველწლიურ ეკონომიკურ ზრდაზე - მარიამ ქვრივიშვილი

news image

"კომპანია „Eagle Hills" - ის პროექტს უმნიშვნელოვანესი გავლენა ექნება საქართველოს ყოვეწლიურ ეკონომიკურ ზრდაზე. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული პროექტით ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე აუცილებლად იამაყებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა Eagle Hills - ის მასშტაბური პროექტის შეფასებისას. 

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, Eagle Hills - ის საინვესტიციო პროექტის მიმართ საქართველოს ოპოზიციური სპექტრი თავიდანვე ნეგატიურად იყო განწყობილი.
"თავდაპირველად მოლაპარაკების წარმატებით დასრულება და საქართველოს ბაზარზე ისეთი მსხვილი კორპორაციის შემოსვლა, როგორიც კომპანია Eagle Hills - ია, ილუზიად მიაჩნდათ. ახლა კი, როდესაც ინვესტორთან ერთობლივი საწარმო დაფუძნდა, საერთოდ პროექტი აღმოჩნდა მათთვის მიუღებელი.  რეალურად კი თითოეული ქართველი უნდა იყოს ამაყი, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ და ზოგადად, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და ისტორიული მაქსიმუმის - 6,5 მლრდ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნება ათასობით  ახალი სამუშაო ადგილი გონიოსა და დედაქალაქში, ასევე ეს იქნება განახლებული ბიძგი დეველოპერული და ტურიზმის სექტორისთვის.  თავად ბიზნეს სექტორი ძალიან დადებითად აფასებს აღნიშნულ ინვესტიციას"- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 
 
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და Eagle Hills - ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული 33 %-იანი წილის საკითხზე. 
 
„ეს არის რეალურად ქართული პროექტი, რადგან ჩვენ გავხდით პროექტის თანამესაკუთრეები და თანადამფუძნებლები. პროექტი სრულად შეთანხმდება სახელმწიფოსთან და პროექტის განვითარების ყველა ეტაპზე, გათვალისწინებული იქნება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები, სახელმწიფო ფლობს 33 %-ს ამ საერთო საწარმოში, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მფლობელია  როგორც ქართული მიწების, ასევე  იქნება თანამესაკუთრე იმ მნიშვნელოვანი დეველოპერული პროექტისა, რომელიც წლების განმავლობაში ასეულობით მილიონ დოლარს მოგების სახით დააგენერირებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
 
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა პროექტის საერთაშორისო მნიშვნელობას და განმარტა რომ მსოფლიოს არაერთი ქვეყანა, მათ შორის, ევროპული სახელმწიფოები ცდილობდნენ და ახლაც აქტიურად მუშაობენ, რათა Eagle Hills - ი დააინტერესონ, მათ ბაზრებზეც შევიდეს. 
 
„ასეთი მსხვილი კორპორაციები და ინვესტორები თითოეული ქვეყნისთვის უდიდესი ღირებულების მომტანია. აღნიშნულმა ინვესტიციამ ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესი ძალიან გაზარდა, მათ შორის, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან. ეს არის ერთგვარი მესიჯი საერთაშორისო ინვესტორებისთვისაც, რადგან, როდესდაც ასეთი მსხვილი და რეპუტაბელური ინვესტორი გამოარჩევს საქართველოს ყველა სხვა ქვეყანასთან მიმართებაში, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მათ შორის იმასაც, რომ საქართველოს ეკონომიკა მდგრადად ვითარდება, ქვეყანაში არის პროგნოზირებადი გარემო, საქართველოში კვლავ ვინარჩუნებთ მშვიდობას, სტაბილურობას და ბიზნესისთვის  ხელსაყრელ  გარემოს," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

07.11.2025.17:04

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1272 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7075 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7075 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს 2.7089  ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1272 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1193 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0079 ლარი შეადგინა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა