მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.2
-0.0111
flag
AZN 1.5858
-0.0002
flag
CNY 38.474
-0.0016
flag
EUR 3.1747
-0.003
flag
GBP 3.637
-0.0112
flag
KZT 53.96
0.011
flag
TRY 0.0628
-0.0001
flag
USD 2.6959
-0.0007

კომისიამ იმსჯელა არსებული გარემოებების გათვალისწინებით და დატოვა სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი - დავით ნარმანია

news image

ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი რჩება. გადაწყვეტილება სემეკის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

როგორც სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, გადაწყვეტილება კომისიამ არსებული გარემოებებიდან გამომდინარე მიიღო.

„კომისიამ იმსჯელა არსებული გარემოებების გათვალისწინებით და დატოვა სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი. სამომხმარებლო ტარიფები შედგება ორი კომპონენტისგან - ერთი არის ელექტროენერგიის განაწილების ტარიფი და მეორე - უშუალოდ ენერგიის ტარიფი. ამ ყველაფერს საფუძვლად დაედო ის, რომ დაზუსტდება სხვადასხვა გენერაციის ობიექტების მიერ მომდევნო პერიოდში მისაღები ენერგიის მოცულობები და შესაბამისი ღირებულებები. ამიტომ, იმისათვის, რომ შემდგომი დაანგარიშება უფრო ზუსტი ყოფილიყო, კომისიისთვის მნიშვნელოვანია, ეს პარამეტრები დაზუსტებული ფორმით მივიღოთ. ასევე, კომპანია „ენერგო-პროს“ ნაწილში საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მცირედით დაკორექტირდეს მათი წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმა. აღნიშნულ მოცემულობებზე დაყრდნობით, ჩვენ გამოვიყენეთ კანონით ჩვენთვის მინიჭებული უფლებამოსილება და დროებით, სამი თვის ვადით, არსებული ტარიფები უცვლელი დავტოვეთ“, - აცხადებს დავით ნარმანია.

სემეკის თავმჯდომარის თქმით, მთავრობასთან კონსულტაციები ჰქონდათ გენერაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც საჭიროებდა დაზუსტებას, ასევე იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც რეგიონებში უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირადი მომართვისა და მოსამართლის ბრძანების საფუძველე რეგისტრირებულია 36 115 ფიზიკური პირი - შემოსავლების სამსახური

29.12.2025.16:36

“ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,   აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 577 247 პირის შესახებ ინფორმაცია. 

ამასთან, 2022 წლის 1 მარტიდან დღემდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში  რეგისტრირებულია 36 115  ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 62 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 36 053.

დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა რეესტრს (დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა) აწარმოებს შემოსავლების სამსახური.  

დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია, როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონულად - ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან - „დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემის შეტანა“. 

თუ პირი არ არის რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge მას შეუძლია ონლაინ ფორმატში მიიღოს აღნიშნული მომსახურება videocall.rs.ge - ვებგვერდის საშუალებით. 

ვიდეო ზარით რეგისტრაციის მომსახურების მიღება შესაძლებელია, როგორც საკუთარი სახელით, ასევე მინდობილი პირის მეშვეობითაც, სამუშაო დღეების განმავლობაში - 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. 

ვიდეო ზარის სერვისის გამოყენების შესახებ, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
https://videocall.rs.ge/ 

დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად. ოჯახის წევრს უფლება აქვს („ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად) განცხადებით მიმართოს სასამართლოს პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე და აღნიშნული მოთხოვნა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან.   

პირის მონაცემების აკრძალულ პირთა სიაში ასახვის გარემოებების გარკვევის მიზნით, გთხოვთ, მიმართოთ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებს. 
 
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორებს (მათ შორის  სისტემურ-ელექტრონული ფორმით) შესაძლებლობა აქვთ თავად გადაამოწმონ ამ სიაში ფიზიკური პირის არსებობა შემოსავლების სამსახურის გადამხდელის პორტალიდან ჩანართით – ,,სათამაშო ბიზნესი”
https://eservices.rs.ge/ClientApp/dist/Gambling

სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  იხილეთ ბმული: https://www.rs.ge/LawNewsArchive?newsId=574

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა