კომისიამ დღეს მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში მომხმარებელს სამომხმარებლო ტარიფი არ გაეზრდება - ენერგოომბუდსმენი
ძალიან დადებითად არის შეფასებული ჩვენი სამსახურის მიერ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სამომხმარებლო ტარიფის შენარჩუნებას, - განაცხადა სემეკის სხდომის დასრულების შემდეგ ენერგოომბუდსმენმა ნინო გულეიშვილმა.
მისი თქმით, სემეკმა დღევანდელ სხდომაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც დადასტურდა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში მომხმარებელს სამომხმარებლო ტარიფი არ გაეზრდება.
„რა თქმა უნდა, ძალიან დადებითად არის შეფასებული ჩვენი სამსახურის მიერ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სამომხმარებლო ტარიფის შენარჩუნებას. კომისიამ დღეს მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურდა, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში მომხმარებელს არ გაეზრდება სამომხმარებლო ტარიფი. ეს ეხება როგორც ბუნებრივი გაზის მომხმარებლებს, ასევე ელექტროენერგიის მომხმარებლებს. მოცემულ შემთხვევაში საუბარია სამ თვეზე, თუმცა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, რათა შემდგომშიც შენარჩუნდეს აღნიშნული ტარიფი. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლები გადასახადს გადაიხდიან არსებული ტარიფის მიხედვით და სამომხმარებლო ტარიფი არ გაიზრდება. ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც დადებითად ფასდება ჩვენი სამსახურის მიერ და, რა თქმა უნდა, ძალიან დადებითად აისახება თითოეულ მომხმარებელზე. აქვე დავძენ, რომ მიუხედავად ტარიფის შენარჩუნებისა, კომპანიები ინარჩუნებენ ვალდებულებას, შეთანხმებული საინვესტიციო გეგმების ფარგლებში განახორციელონ ყველა ის მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაო, რომელიც ქსელის გაუმჯობესებას ემსახურება და საბოლოო ჯამში დადებითად აისახება მომსახურების ხარისხზე“, - აღნიშნა ნინო გულეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სემეკის სხდომაზე ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფები უცვლელი დატოვეს. დროებითი ტარიფები ძალაში სამი თვის ვადით დარჩება.
სხვა სიახლეები
აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში პირადი მომართვისა და მოსამართლის ბრძანების საფუძველე რეგისტრირებულია 36 115 ფიზიკური პირი - შემოსავლების სამსახური
29.12.2025.16:36
“ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აზარტულ და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 577 247 პირის შესახებ ინფორმაცია.
ამასთან, 2022 წლის 1 მარტიდან დღემდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 36 115 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 62 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 36 053.
დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა რეესტრს (დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა) აწარმოებს შემოსავლების სამსახური.
დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია, როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონულად - ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან - „დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემის შეტანა“.
თუ პირი არ არის რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge მას შეუძლია ონლაინ ფორმატში მიიღოს აღნიშნული მომსახურება videocall.rs.ge - ვებგვერდის საშუალებით.
ვიდეო ზარით რეგისტრაციის მომსახურების მიღება შესაძლებელია, როგორც საკუთარი სახელით, ასევე მინდობილი პირის მეშვეობითაც, სამუშაო დღეების განმავლობაში - 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ვიდეო ზარის სერვისის გამოყენების შესახებ, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
https://videocall.rs.ge/
დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად. ოჯახის წევრს უფლება აქვს („ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად) განცხადებით მიმართოს სასამართლოს პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის თაობაზე და აღნიშნული მოთხოვნა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან.
პირის მონაცემების აკრძალულ პირთა სიაში ასახვის გარემოებების გარკვევის მიზნით, გთხოვთ, მიმართოთ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებს.
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორებს (მათ შორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით) შესაძლებლობა აქვთ თავად გადაამოწმონ ამ სიაში ფიზიკური პირის არსებობა შემოსავლების სამსახურის გადამხდელის პორტალიდან ჩანართით – ,,სათამაშო ბიზნესი”
https://eservices.rs.ge/ClientApp/dist/Gambling
სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული: https://www.rs.ge/LawNewsArchive?newsId=574