კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მაღალი კლასის სავაჭრო და ბიზნეს ცენტრებისკენ ინაცვლებს - TBC Capital
კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მაღალი კლასის სავაჭრო და ბიზნეს ცენტრებისკენ ინაცვლებს, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ სექტორულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
პუბლიკაციის თანახმად, საქართველოში ბიზნეს აქტივობა ძირითადად კონცენტრირებულია თბილისში, სადაც ქვეყნის დამატებული ღირებულების ნახევარი იქმნება და კომერციული უძრავი ქონებაც ძირითადად თბილისშია კონცენტრირებული.
„2024 წელს თბილისის სავაჭრო ცენტრებში საშუალო იჯარამ კვ. მ.-ზე $24.1 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 7.4%-ით მაღალია.
2024 წელს თბილისის სავაჭრო ცენტრებში ვაკანტურობის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი 4.7%-მდე შემცირდა, რაც წინა წელთან შედარებით 3.3 პროცენტული პუნქტით დაბალია.
2024 წელს თბილისის ბიზნეს ცენტრებში საშუალო ფაქტობრივი იჯარა წლიურ ჭრილში 6%- ით გაიზარდა და კვ.მ.-ზე $23.4-ს გაუტოლდა.
2024 წელს თბილისის ბიზნეს ცენტრებში ვაკანტურობის კოეფიციენტის საშუალო მაჩვენებელი 12%-ს შეადგენდა, დატვირთულობის გაუმჯობესება განსაკუთრებით შესამჩნევია A კლასის ბიზნეს ცენტრებში“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში „სექტორული მიმოხილვა“.
სხვა სიახლეები
06.10.2025.19:00
EBRD-მა თურქეთის 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გააუმჯობესა.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) თურქეთის 2025 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 3.1%-მდე აუმჯობესებს. თუმცა აღნიშნულის მიუხედავად ბაზრის არასტაბილურობა და გაზრდილი გაურკვევლობა კვლავ რისკებად რჩება.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 2025 წელს თურქეთის ეკონომიკის 3.1%-იან ზრდას მოელის, რაც მაისში დაფიქსირებული 2.8%-იანი პროგნოზის ზრდის მიმართულებით გადახედვაა. რაც შეეხება 2026 წელს ამ მიმართულებით EBRD-მა მაჩვენებელი უცვლელად 3.5%-იან დონეზე დატოვა.
EBRD-მა 2024 წელს თურქეთში რეკორდული 2.6 მილიარდი ევროს ინვესტიცია ჩადო, რაც განპირობებული იყო კერძო სექტორის მიერ მწვანე ინვესტიციებისადმი ლტოლვით და ბანკის მიერ 2023 წლის თებერვლის მიწისძვრებით დაზარალებული რეგიონების მხარდაჭერით.
ცნობისთვის, ბანკის ჯამური ინვესტიცია ქვეყანაში 22.4 მილიარდ ევროს აჭარბებს, ხოლო მისი ამჟამინდელი პორტფელი ქვეყანაში დაახლოებით 8 მილიარდ ევროს შეადგენს.