მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
შაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7029.3
-0.0405
flag
AZN 1.5873
-0.0034
flag
CNY 37.706
0.0028
flag
EUR 3.1536
0.017
flag
GBP 3.6399
0.0124
flag
KZT 50.38
0.0006
flag
TRY 0.0658
-0.0002
flag
USD 2.6984
-0.0067

ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორი TOP-5 კომპანია - ვინ არიან მფლობელები

news image

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად 2025 წლის პირველ კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP - 5 ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია გამოიკვეთა:

  • შპს ლუკოილ-ჯორჯია
  • შპს რეპსოლი
  • სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია
  • შპს რომპეტროლ საქართველო
  • შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია

(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

ვინ არიან მფლობელები: 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს ლუკოილ-ჯორჯიას რეგისტრაციის თარიღია 28/02/2002. დღეისათვის ლუკოილ-ჯორჯიას 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება LUKOIL INTERNATIONAL GMBH, FN 134399X /ავსტრია/. კომპანიის დირექტორია რომან პეტრაშოვი,/რუსეთის ფედერაცია/.


შპს რეპსოლი: რეგისტრაციის თარიღია 04/12/2014. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია უჩა ლურსმანაშვილი. ის ასევე არის კომპანია რეპსოლის დირექტორიც.


სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია: რეგისტრაციის თარიღია 11/04/2000. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა სამსონ ფხაკაძე, წევრი: ნუგზარ აბრამიშვილი, წევრი: ლევან ფხაკაძე. კომპანიის გენერალური დირექტორია ვასილი ხორავა.


შპს რომპეტროლ საქართველო: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 05/12/2005. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ქეიემჯი ინტერნეიშნალ ენ.ვი. /ნიდერლანდები/


დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე: ერიკ საგიევი /ყაზახეთი/, წევრი: აბი ზივსილატვია/, წევრი: ადრიან ტოჰანეან /რუმინეთი/.


შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია: კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 26/11/2010. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია Energy Investment Venture Holdings /აშშ/.  სან პეტროლიუმ ჯორჯიას დირექტორია ქრეიგ სთივენ ქრამერი /აშშ/.

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ქვეყანაში შაქრის იმპორტი 19%-ით არის გაზრდილი

25.08.2025.13:00

ქვეყანაში შაქრის იმპორტი 19%-ით არის გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 43 957.1 ათასი დოლარის ღირებულების 77 965.5 ტონა შაქარი იყიდა. მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 65 503.6 ტონას შეადგენდა. 

საქართველოში იმპორტირებული შაქრის 28%-ი ქვეყანაში ბრაზილიიდან შემოვიდა. შესაბამისად ბრაზილია შაქრის უმსხვილესი იმპორტიორია. 

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო შაქარს ყიდულობს:

  • ბრაზილია - 21 500.0 ტონა;
  • საფრანგეთი - 14 964.7 ტონა;
  • პოლონეთი - 14 073.3 ტონა;
  • ნიდერლანდები - 10 487.5 ტონა;
  • უკრაინა - 7 153.6 ტონა;

ბოლო წლების სტატისტიკის თანახმად, საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობით შაქარი 2018 წელს იყიდა, სულ 162 772.1 ტონა.

2024 წელს კი ქვეყანაში შაქრის იმპორტმა 135 233.5 ტონა შეადგინა, რომლის ჯამური ღირებულებაც 87 677.0 ათას დოლარს შეადგენდა. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა