კიდევ უფრო გაორმაგდება ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით სახელმწიფოს მუშაობა - ლევან ჟორჟოლიანი
დღეს შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ კავკასია არის ამ მშვიდობის კუნძული, - აღნიშნა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა. მან თურქეთში გამართულ კონფერენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკმაოდ საინტერესო პანელი იყო, ვინაიდან ერთად ისხდა საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის წარმომადგენლები.
„ალბათ ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო, როცა ამ ფორმატში მოხდა განხილვა. საუბარი იყო ძირითადად ეკონომიკურ მიმართულებაზე, სატრანსპორტო ჰაბად ტრანსფორმაციაზე. შეიძლება დღეს ითქვას, რომ გლობალურ გამოწვევებს თუ შევხედავთ, რაც ხდება ჩვენს გარშემო მსოფლიოში - სერიოზული პრობლემები გვაქვს, ხომ, ზოგადად მსოფლიოში სტაბილურობის თვალსაზრისით, მიმდინარეობს ისევ უკრაინაში ომი, ასევე არის ირანში სამხედრო ოპერაციები მიმდინარეობს და აქაც სერიოზული პრობლემებია - რაც რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხელს უშლის დაკავშირებადობას, მიწოდების ჯაჭვები, რომლებზეც არის აგებული, შეიძლება ითქვას, მთელი რიგი ქვეყნების ეკონომიკები. ეს იქნება სასურსათო უსაფრთხოების ნაწილში თუ ნებისმიერი სხვა, იგივე საწვავის მიმართულებით, სერიოზული გამოწვევებია. დღეს შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ კავკასია არის ამ მიმართულებით რაღაც მშვიდობის კუნძული, სადაც ჩვენი მეზობლების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ მოახერხეს მშვიდობის დამყარება ერთმანეთში, მათ შორის ჩვენი დიდი ჩართულობითაც. იცით, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ინიციატორი, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზე პირველი კონტაქტი მოხდა ზუსტად საქართველოში - სომხეთსა და აზერბაიჯანს, საქართველოს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა და ერთ-ერთი პირველი კონტაქტი ჩვენთან მოხდა. ჩვენ ამ მიმართულებით ძალისხმევას არ ვიშურებდით იმ ფარგლებში, რა რესურსიც ქვეყანას აქვს და ვგულშემატკივრობდით ამ ყველაფერს“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, საქართველოს როლი რეგიონში და „შუა დერეფნის“ განვითარებაში ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდა. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა. საქართველო მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის თურქეთთან და აზერბაიჯანთან, მჭიდრო თანამშრომლობით რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური კავშირების გამაძლიერებელ ჰაბად ყალიბდება, რაც ხელს უწყობს აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ნაკადების განვითარებას.
„ჩვენ მეზობლებს დღეს აქვთ მშვიდობა, რაც რასაკვირველია სამეზობლოზე აისახება. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო ურთიერთობები მათ შორის სამმხრივ ფორმატში აზერბაიჯანთან და თურქეთთან, საქართველო ფაქტობრივად აერთიანებს, შეიძლება ითქვას, ამ სამ ქვეყანას, რაღაც ერთ-ერთი გამაერთიანებელია, იმიტომ რომ ჩვენ ყველასთან გვაქვს ძალიან კეთილმეზობლური და მათ შორის ეკონომიკურად ძალიან აქტიურები ვართ. დღეს ეს რეგიონი არის რაღაც მშვიდობის კუნძული, სადაც შეგიძლია, რომ თავისუფლად ააშენო სერიოზული ლოგისტიკური ჰაბი. ის უზრუნველყოფს აღმოსავლეთ-დასავლეთის დაკავშირებადობას. იცით, რომ უმნიშვნელოვანესი არის დასავლეთისთვის ჩინური ტვირთები და პირიქით, და საქართველო ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამ მიმართულებით ძალიან დიდი ინვესტიციებიც ისხმება, სახელმწიფო ინვესტიციებზე მაქვს საუბარი - ეს არის ინფრასტრუქტურა, მათ შორის მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს, ამასაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. ასევე გვაქვს ისეთ დიდ პროექტებზე მიდის მუშაობა, როგორიც არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ეს არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ასევე აეროპორტის პროექტი, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს ამ ბოლო ორ პროექტთან ერთად. და ეს ყველაფერი რას უკავშირდება? უკავშირდება ენერგოუსაფრთხოებას, უკავშირდება ეკონომიკას, უკავშირდება დაკავშირებადობის კონცეფციას და ზოგადად ამ შუა დერეფნის განვითარებას და იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელიც ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს აღებული, რომ ვიქნებით კარგი პარტნიორი და ამ მიწოდების ჯაჭვში ჩვენ უზრუნველვყოფთ კომპანიებისთვის, რომ ვიყოთ ერთგვარი ლოჯისტიკური ჰაბი, სადაც შესაძლებელი არის ტვირთის გატარება, ამ ბიზნეს წარმოება, ბიზნეს პროცესების წარმოება კომფორტულად, კარგი სერვისებით და ასე შემდეგ. პლუს ამას, სტაბილურობა ქმნის ძალიან კარგ საფუძველს იმისთვის, რომ ასევე ინვესტიციები მოვიზიდოთ ქვეყანაში და ამ მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო ძალიან ბევრს აკეთებს და რეფორმებსაც გეგმავს ამ მიმართულებით, კონკრეტული ორგანიზაციული ცვლილებებიც იგეგმება. შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო გაორმაგდება ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით სახელმწიფოს მუშაობა. ვგულისხმობ ეკონომიკის განვითარების კორპორაციას, რომელიც ძალიან საინტერესო პროექტი არის, რომელიც კონსოლიდირებას ახდენს იმ პროდუქტების, რომელიც ზოგადად ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა და ეს რასაკვირველია კიდევ უფრო მეტად ხელს შეუწყობს, რომ გვქონდეს ძალიან სტაბილური ეკონომიკური ზრდა და პოლიტიკური სტაბილურობა მათ შორის, რომელიც არის დღეს ქვეყანაში და მშვიდობა გამოვიყენოთ და გადავთარგმნოთ იმაში, რომ ქვეყანამ მიიღოს მეტი შემოსავალი და ეს რასაკვირველია შემდეგ უნდა აისახოს მოსახლეობაზე და მოსახლეობამ უნდა იგრძნოს ეს ყველაფერი“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი ხელს უწყობს საქართველოს, როგორც პროგნოზირებადი და სანდო პარტნიორის როლის გაზრდას შუა დერეფანში - თამარ იოსელიანი
24.04.2026.12:16
„რკინიგზა არის შუა დერეფნის ხერხემალი და ამ კუთხით მას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი, რადგან სატრანზიტო ფუნქციის მატარებელია" - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
მისი თქმით, მთავრობა საქართველოს რკინიგზის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს.
„დასრულდა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რაც გულისხმობს იმას, რომ გაიზარდა გამტარუნარიანობა, ასევე შემცირდა ქვეყნის გადაკვეთის დრო, რაც ცალსახად გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენი როლი შუა დერეფნის კონტექსტში იზრდება, მათ შორის იმ კუთხით, რომ ვხდებით პროგნოზირებადი, სანდო პარტნიორი შუა დერეფანში. ძალიან მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომელსაც მთავრობამ საქართველოს რკინიგზაში რეფორმის სახით დაგეგმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკკვე დააანონსა ის ახალი პროექტები, რომელსაც საქართველოს რკინიგზა განახორციელებს. ეს არის ახალი სალოკომოტივო პარკის შეძენა, როგორც სატვირთო, ასევე სამგზავრო მიმართულებით", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ საქართველოს რკინიგზა სატვირთო და სამგზავრო მიმართულებების გაძლიერებას გეგმავს და კომპანია დაახლოებით 50 ახალ ლოკომოტივს შეიძენს, განაახლებს სავაგონო პარკს, მოხდება 1500 ვაგონის შეძენა, დანერგავს ახალ ელექტრონულ სერვისებს, ასევე შეიძენს 10 სამგზავრო მატარებელს და განაახლებს არსებულ შემადგენლობას, რაც ახალი რეისების დამატების შესაძლებლობას შექმნის.