მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანიის Vision Air-ის შემოსვლა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და მგზავრებისთვის მეტი არჩევანის შექმნას - ლევან მოსეშვილი

news image

კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანიის Vision Air-ის შემოსვლა ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას და მგზავრებისთვის მეტი არჩევანის შექმნას, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი აკეთებს.

მისი თქმით, საქართველოს მიესალმება ყველა ახალ პარტნიორს, რომელიც ქვეყნის აეროპორტებში ოპერირებას იწყებს.

„Vision Air-ი მოლდოვური ავიაკომპანიაა, რომელმაც ოპერირება უკრაინულ SkyUp Airlines-თან პარტნიორობით 2025 წლის ზაფხულიდან დაიწყო. მისი შემოსვლა ქართულ ბაზარზე პოზიტიური სიგნალია. ეს არის ახალი კავშირი კიშინაუ—თბილისს შორის. ჯერჯერობით კვირაში ერთხელ, შაბათობით. თუმცა, ავიაკომპანია ეტაპობრივად, წლის ბოლომდე, სიხშირეების კვირაში 3-მდე გაზრდას განიხილავს.

Vision Air-ის ოპერირების დაწყება მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის, ისე ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ასევე, კონკურენციის კუთხით, ეს არის უკვე რიგით მეორე ავიაკომპანია Flyone-ის შემდეგ, რომელიც მოლდოვასა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ასრულებს“, - აცხადებს ლევან მოსეშვილი.

მისივე განმარტებით, 2025 წელი ნამდვილად გამორჩეულია ქართული საავიაციო ბაზრისთვის.

„მხოლოდ წელსვე საქართველოს ბაზარზე ოპერირება დაიწყო ხუთმა ახალმა ევროპულმა ავიაკომპანიამ. რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მგზავრთნაკადისა და რეისების ზრდის რეკორდულობაში. მხოლოდ 9 თვეში საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტი რეკორდული რაოდენობის მგზავრსა და რეისებს მოემსახურნენ. იანვარ-სექტემბრის განმავლობაში განხორციელებული  ფრენების რაოდენობა ჯამურად, (28 681) 18%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ფრენების (24 348) რაოდენობას.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენცია, რადგან ის მიუთითებს ქვეყნისადმი მზარდ ნდობასა და ბაზრის პოტენციალზე. ახალი გადამზიდავების შემოსვლამ გააფართოვა მიმართულებების გეოგრაფია — დაემატა როგორც დასავლეთ ევროპის, ისე ცენტრალური ევროპის ახალი ფრენები, რაც პირდაპირ აისახა მგზავრთნაკადზე. წელს ჩვენს ბაზარზე შემოვიდნენ: ბრიტანეთი ფლაგმანი - British Airways, ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet, Air Serbia, Transavia France, შვეიცარიული Edelweiss“, - აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Business Insider Georgia-ს ეკონომიკური კალენდარი | 10 - 14 ნოემბერი

10.11.2025.01:26

რა ეკონომიკურ სიახლეებს გაეცნობით მიმდინარე კვირის განმავლობაში | Business Insider Georgia 10 - 14 ნოემბრის კალენდარს გიზიარებთ: 

საქსტატის კალენდარი

10 ნოემბერი | გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა (2025 წლის III კვარტალი)

10 ნოემბერი | სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსი (2025 წლის ოქტომბერი)

11 ნოემბერი | სტატისტიკური პუბლიკაცია „ქალი და კაცი საქართველოში 2025“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე, ელექტრონული ვერსია)

13 ნოემბერი | საგარეო ვაჭრობის ექსპრეს-მონაცემები (2025 წლის ოქტომბერი)

14 ნოემბერი | ბრუნვის მოცულობის ინდექსი (2025 წლის სექტემბერი)

14 ნოემბერი | საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების სიგრძის გამოკვლევის შედეგები (2024 წლის ბოლოსათვის)

14 ნოემბერი | ბიზნეს დემოგრაფიის მაჩვენებლები (2024 წელი)

14 ნოემბერი | რესურსებისა და გამოყენების ცხრილები მიმდინარე ფასებში (2024 წელი, დაზუსტებული)

14 ნოემბერი | მთლიანი შიდა პროდუქტი წარმოების, დანახარჯების და შემოსავლების მიხედვით; ეროვნული შემოსავალი და ეროვნული ანგარიშების სხვა აგრეგატული მაჩვენებლები (2024 წლის წლიური, დაზუსტებული)

14 ნოემბერი | დანახარჯებისა და გამოშვების ცხრილი მიმდინარე ფასებში (2024 წელი, დაზუსტებული)

სებ-ის კალენდარი

10 ნოემბერი | ცენტრალური ბანკის მიმოხილვა

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა