მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7113.1
0.0048
flag
AZN 1.5847
-0.0003
flag
CNY 38.684
0.0039
flag
EUR 3.1607
0.011
flag
GBP 3.6448
0.0222
flag
KZT 53.59
0.0034
flag
TRY 0.0621
-0.0001
flag
USD 2.6941
-0.0005

„ხუდონჰესის“ პროექტი შესაძლოა სახელმწიფოს თანამონაწილეობით განხორციელდეს

news image

დღეს არ არის გამოკვეთილი არც ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ის იქნება დაკავებული „ხუდონჰესის" პროექტით, დღეს ეკონომიკის სამინისტრო უშუალოდ ამუშავებს ამ პროექტს, მათ შორის იმისათვის, რომ გაამზადოს წინადადებები ინვესტორებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ხუდონჰესი" არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი, რომელიც მაქსიმალურად სწრაფი ტემპით განხორციელდება.

„დღეს არ არის გამოკვეთილი არც ერთი კონკრეტული ინვესტორი, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ ის იქნება დაკავებული „ხუდონჰესის" პროექტით. დღეს ეკონომიკის სამინისტრო უშუალოდ ამუშავებს ამ პროექტს, მათ შორის იმისათვის, რომ გაამზადოს წინადადებები ინვესტორებისთვის. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პროექტი, რომელიც მაქსიმალურად სწრაფი ტემპით განხორციელდება. ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი დავალება, რაზეც აქტიურად მუშაობს ეკონომიკის სამინისტროს მთელი გუნდი, მათ შორის პირველ რიგში ენერგეტიკის სფეროში მომუშავე გუნდი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კითხვაზე, „ხუდონჰესს" სახელმწიფო ააშენებს თუ ინვესტორი, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკებების საფუძველზე პოტენციურ ინვესტორებთან.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ სახელმწიფოს თანამონაწილეობასაც ამ პროექტის განხორციელებაში, ფინანსურ ნაწილს ვგულისხმობ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2025 წელს საქართველომ ოქროს ექსპორტიდან $122,3 მილიონის შემოსავალი მიიღო

26.01.2026.13:00

2025 წელს საქართველომ ოქროს ექსპორტიდან 122 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, რაც არსებული სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით რეკორდული მაჩვენებლებია. 

როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წელს საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 1.9 ტონა ოქრო გადაზიდა, რაც 2024 წლის მაჩვენებლებზე 30%-ით ნაკლებია. თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი მზარდია და ღირებულებით ნაწილში ექსპორტი 2025 წელს 2024 წელთან შედარებით 17%-იან ზრდას აჩვენებს. 

უფრო კონკრეტულად, 2025 წელს საქართველომ ექსპორტზე 122 349.2 ათასი დოლარის ღირებულების 1,9 ტონა დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქრო გაიტანა, 2024 წელს კი 104 699.4 ათასი დოლარის ღირებულების 2,7 ტონა ოქრო.

ბაზრები, სადაც საქართველო დაუმუშავებელ ან ნახევრადდამუშავებულ ოქროს ყიდის:

შვეიცარია  - 1.7 ტონა;

თურქეთი - 0.2 ტონა;

არაბთა გაერთიანებული საამიროები - 0.1 ტონა;

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა