მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

ხელოვნურმა ინტელექტმა დაგვაახლოვა ტექნოლოგიებთან და მას ჩვენ როგორ გამოვიყენებთ ადამიანებზეა დამოკიდებული - სოსო გიორგაძე

news image

ხელოვნურ ინტელექტს ყველაზე მეტად გამოიყენებენ იქ, სადაც ინვესტირების ყველაზე მეტი ინტერესი არსებობს, - აცხადებს საქპატენტის ხელმძღვანელი. 

სოსო გიორგაძის თქმით, არ არსებობს სფერო, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი არ გამოიყენონ, „მაგრამ ყველაზე მეტი ინტერესი აქვთ ბუნებრივია იმათ, სადაც ყველაზე დიდი კონკურენციაა“. 

„რომ ავხსნათ, რა არის მისი არსი და მისი ძალა? პირველი - ეს არის ერთად თავმოყრილი უზარმაზარი ინფორმაცია. ინფორმაცია ყველაფრის შესახებ, ინფორმაცია ლიტერატურის შესახებ, მუსიკის შესახებ, კრიტიკის შესახებ, სამხედრო ინდუსტრიის შესახებ, ფიზიკის შესახებ, ქიმიის შესახებ, ყველა ტიპის გამოგონების შესახებ. ეს ინფორმაცია ერთად თავმოყრილი ჩვენ შეგეძლო გვენახა ინტერნეტში მაგალითად GOOGLE-ში, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია მოგვეძიებინა საჭირო იყო კონკრეტული კითხვის დასმა, კონკრეტული სტატიის მოძებნა, შემდგომ ამ სტატიის ანალიზი და ჩვენ საჭიროებასთან მისადაგება“, - განაცხადა საქპატენტის ხელმძღვანელმა.
სოსო გიორგაძე ამბობს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე მოახერხა, რომ მას შეუძლია წვდომა ჰქონდეს უზარმაზარ ინფორმაციაზე და არამხოლოდ წვდომა ჰქონდეს, არამედ სწორად დასმული კითხვის შემთხვევაში მან გააკეთოს ამ ინფორმაციის ანალიზი და ეს ინფორმაცია მიუსადაგოს ჩვენს საჭიროებას. 

„მაგალითად, როდესაც მეცნიერი ცდილობს კონკრეტული საკითხის გადაწყვეტას, მაგალითად მექანიკაში მას ხელოვნური ინტელექტი ვერაფერს ვერ შესთავაზებს ისეთს, რაც არავის გამოუგონია. სამაგიეროდ, შესთავაზებს ყველაზე ოპტიმალურ გზას იმ ამოცანის ამოსახსნელად, რომელიც მან დაუსახა, კომპლექსურ კომბინაციას. ანუ მან პირველი შეასრულა, რომ სწრაფად მოუძებნა, რომლისთვისაც შესაძლოა მას დღეები დასჭირვებოდა და მეორე, მან მოუძებნა უკვე დამუშავებული ინფორმაცია იმ ამოცანის გადასაწყვეტად, რომელიც მას უშუალოდ სჭირდებოდა. 
რაც მთავარია მეცნიერებისთვის რატომ არის ეს მომგებიანი? მეცნიერს, რომელიც მუშაობს გამოთვლებში, მაგალითად, რაღაც მიზნისკენ მიისწრაფვის, რომ თეორემა უნდა დაამტკიცოს, ამ თეორემის დასამტკიცებლად მას პრაქტიკულად ის დრო ანაზღაურებული აქვს, რომელიც მას უნდა გამოეყენებინა სხვადასხვა ინფორმაციის მოძიებაში, გამოთვლებში და ამ ყველაფერს უკვე ხელოვნური ინტელექტი ასრულებს და მეცნიერისთვის მიზნის მიღწევა, ახალი გამოგონება უფრო გახდა ადვილი და ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შორის ეკონომიკის თვალსაზრისითაც ჩვენ უფრო მეტად დაახლოებული ვართ ახალ ტექნოლოგიებთან. 
ხელოვნურმა ინტელექტმა ჩვენ დაგვაახლოვა ტექნოლოგიებთან. ამ ტექნოლოგიებს ჩვენ როგორ გამოვიყენებთ ეს ადამიანებზეა დამოკიდებული. 

XX საუკუნე იყო უზარმაზარი პროგრესის ეპოქა. XXI ალბათ კიდევ უფრო დიდი იქნება და ხელოვნური ინტელექტი ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ხელოვნური ინტელექტი დაგვეხმარება ახალი ტექნოლოგიების მოძიებაში, ხელოვნური ინტელექტი დაგვეხმარება ახალი მედიკამენტების შექმნაში, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი ასევე დაგვეხმარება ახალი ტიპის იარაღის შექმნაში. ამ იარაღს ჩვენ ვესვრით თუ არა ერთმანეთს, ეგ უკვე ადამიანების გადასაწყვეტია, როგორც ყოველთვის  ჩვენ ვზრდით შესაძლებლობების, მაგრამ საკითხავია ვართ თუ არა მზად ამ შესაძლებლობებისთვის“, - აღნიშნა სოსო გიორგაძემ.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების 35.9% თბილისზე მოდის - საქსტატი

30.07.2025.19:00

2025 წლის 6 თვეში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების 35.9% თბილისზე მოდის. ორი კვარტალის სტატისტიკის მიხედვით, წელს ყველაზე ცოტა ობიექტია მიღებული ექსპლუატაციაში რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში. სწორედ ამ რეგიონზე მოდის მთლიანი მაჩვენებლების 0,5%-ი. 

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 603.5 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტი) 1 540 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.5 პროცენტით ნაკლები). 


ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 35.9 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.6 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.0 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 8.7 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე.

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 424 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტით ნაკლები) 5 188.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით ნაკლები). ნებართვების დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.1 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.3 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.5 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 6.8 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა