ხელოვნურმა ინტელექტმა დაგვაახლოვა ტექნოლოგიებთან და მას ჩვენ როგორ გამოვიყენებთ ადამიანებზეა დამოკიდებული - სოსო გიორგაძე
ხელოვნურ ინტელექტს ყველაზე მეტად გამოიყენებენ იქ, სადაც ინვესტირების ყველაზე მეტი ინტერესი არსებობს, - აცხადებს საქპატენტის ხელმძღვანელი.
სოსო გიორგაძის თქმით, არ არსებობს სფერო, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი არ გამოიყენონ, „მაგრამ ყველაზე მეტი ინტერესი აქვთ ბუნებრივია იმათ, სადაც ყველაზე დიდი კონკურენციაა“.
„რომ ავხსნათ, რა არის მისი არსი და მისი ძალა? პირველი - ეს არის ერთად თავმოყრილი უზარმაზარი ინფორმაცია. ინფორმაცია ყველაფრის შესახებ, ინფორმაცია ლიტერატურის შესახებ, მუსიკის შესახებ, კრიტიკის შესახებ, სამხედრო ინდუსტრიის შესახებ, ფიზიკის შესახებ, ქიმიის შესახებ, ყველა ტიპის გამოგონების შესახებ. ეს ინფორმაცია ერთად თავმოყრილი ჩვენ შეგეძლო გვენახა ინტერნეტში მაგალითად GOOGLE-ში, მაგრამ იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია მოგვეძიებინა საჭირო იყო კონკრეტული კითხვის დასმა, კონკრეტული სტატიის მოძებნა, შემდგომ ამ სტატიის ანალიზი და ჩვენ საჭიროებასთან მისადაგება“, - განაცხადა საქპატენტის ხელმძღვანელმა.
სოსო გიორგაძე ამბობს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე მოახერხა, რომ მას შეუძლია წვდომა ჰქონდეს უზარმაზარ ინფორმაციაზე და არამხოლოდ წვდომა ჰქონდეს, არამედ სწორად დასმული კითხვის შემთხვევაში მან გააკეთოს ამ ინფორმაციის ანალიზი და ეს ინფორმაცია მიუსადაგოს ჩვენს საჭიროებას.
„მაგალითად, როდესაც მეცნიერი ცდილობს კონკრეტული საკითხის გადაწყვეტას, მაგალითად მექანიკაში მას ხელოვნური ინტელექტი ვერაფერს ვერ შესთავაზებს ისეთს, რაც არავის გამოუგონია. სამაგიეროდ, შესთავაზებს ყველაზე ოპტიმალურ გზას იმ ამოცანის ამოსახსნელად, რომელიც მან დაუსახა, კომპლექსურ კომბინაციას. ანუ მან პირველი შეასრულა, რომ სწრაფად მოუძებნა, რომლისთვისაც შესაძლოა მას დღეები დასჭირვებოდა და მეორე, მან მოუძებნა უკვე დამუშავებული ინფორმაცია იმ ამოცანის გადასაწყვეტად, რომელიც მას უშუალოდ სჭირდებოდა.
რაც მთავარია მეცნიერებისთვის რატომ არის ეს მომგებიანი? მეცნიერს, რომელიც მუშაობს გამოთვლებში, მაგალითად, რაღაც მიზნისკენ მიისწრაფვის, რომ თეორემა უნდა დაამტკიცოს, ამ თეორემის დასამტკიცებლად მას პრაქტიკულად ის დრო ანაზღაურებული აქვს, რომელიც მას უნდა გამოეყენებინა სხვადასხვა ინფორმაციის მოძიებაში, გამოთვლებში და ამ ყველაფერს უკვე ხელოვნური ინტელექტი ასრულებს და მეცნიერისთვის მიზნის მიღწევა, ახალი გამოგონება უფრო გახდა ადვილი და ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შორის ეკონომიკის თვალსაზრისითაც ჩვენ უფრო მეტად დაახლოებული ვართ ახალ ტექნოლოგიებთან.
ხელოვნურმა ინტელექტმა ჩვენ დაგვაახლოვა ტექნოლოგიებთან. ამ ტექნოლოგიებს ჩვენ როგორ გამოვიყენებთ ეს ადამიანებზეა დამოკიდებული.
XX საუკუნე იყო უზარმაზარი პროგრესის ეპოქა. XXI ალბათ კიდევ უფრო დიდი იქნება და ხელოვნური ინტელექტი ამ ყველაფერს კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ხელოვნური ინტელექტი დაგვეხმარება ახალი ტექნოლოგიების მოძიებაში, ხელოვნური ინტელექტი დაგვეხმარება ახალი მედიკამენტების შექმნაში, მაგრამ ხელოვნური ინტელექტი ასევე დაგვეხმარება ახალი ტიპის იარაღის შექმნაში. ამ იარაღს ჩვენ ვესვრით თუ არა ერთმანეთს, ეგ უკვე ადამიანების გადასაწყვეტია, როგორც ყოველთვის ჩვენ ვზრდით შესაძლებლობების, მაგრამ საკითხავია ვართ თუ არა მზად ამ შესაძლებლობებისთვის“, - აღნიშნა სოსო გიორგაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.06.2025.17:00
დღეისათვის ქვეყანაში ოფიციალურად 56 792 ერთეული Mitsubishi-ს მარკის ავტომობილია რეგისტრირებული. არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, Mitsubishi-ს მარკის ავტომობილების ყველაზე დიდი თავმოყრა ფიქსირდება დედაქალაქში.
ქვეყნის მასშტაბით Mitsubishi-ს მარკის ავტომობილების გადანაწილება:
MITSUBISHI-ს მოდელების განაწილება საქართველოში (2025)