მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7248.6
-0.0068
flag
AZN 1.5702
-0.0009
flag
CNY 39.444
0.0054
flag
EUR 3.1079
0.0076
flag
GBP 3.5803
0.0041
flag
KZT 54.79
-0.0038
flag
TRY 0.0582
0
flag
USD 2.6693
-0.0015
news banner

ხელოვნური ინტელექტი ადამიანის მიერაა შექმნილი და მასზე ძლიერი არ არის - სოსო გიორგაძე

news image
mbc image

ხელოვნური ინტელექტი ადამიანის მიერაა შექმნილი და ის ადამიანზე ძლიერი არ არის, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქპატენტის ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ განაცხადა. ის დარწმუნებულია, რომ სამომავლოდ ხელოვნური ინტელექტის რეგულირება გახდება საჭირო.

„თანამედროვე მსოფლიოში საავტორო უფლებებთან მიმართებით ხელოვნურ ინტელექტზე გარკვეული რეგულაციები უკვე არსებობს. მაგალითად ჩინეთში. თუმცა საერთაშორისო ექსპერტები ამბობენ, რომ რეგულაციები, რომელიც შემოიღო ჩინეთმა უფრო იმ მოდელისაა, რომ ნაკლები შეფერხება შეუქმნას უშუალოდ იმ ჩინურ კომპანიებს, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობენ და შესაბამისად არ მოდის თანხვედრაში ევროპულ დირექტივებთან. საერთო ჯამში, აქ საუბარი იმაზე კი არ არის იქნება თუ არა რეგულაციები, გრძელვადიან პერიოდში. იქნება, ვფიქრობ, რომ იქნება, რადგანაც საავტორო უფლებები უნდა იყოს დაცული. ავტორმა, მათ შორის მეცნიერმა, მუსიკოსმა, მხატვარმა თუ სხვამ არ უნდა დაკარგოს მოტივაცია, რომ მან შექმნას ახალი. ადამიანის მიერ შექმნილი სიახლის რესპოდუცირებას ახდენს ხელოვნური ინტელექტი და არა თვითშემოქმედების - ჯერჯერობით. ხელოვნური ინტელექტი ადამიანის მიერაა შექმნილი და ის ადამიანზე ძლიერი არ არის. მას უბრალოდ უფრო მეტი ინფორმაცია შეუძლია დაიტიოს ფიზიკურად, ვიდრე ერთმა ადამიანმა. გარდა ამისა, რომ ინფორმაციას იტევს, ის აკეთებს ანალიზს და შეუძლია თუნდაც 1 %-ი ციტირების გარეშე დაწეროს. ეს უნიკალური მოვლენაა. წარმოიდგინეთ მას აქვს ბევრი ინფორმაცია, მაგრამ წერს მოთხრობას ისე, რომ არავის ციტირებას არ ახდენს, თუნდაც ერთ პროცენტში. მას შეუძლია განსხვავებულიც შექმნას. ეს არის მისი მთავარი ძალა. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ საფრთხეზე, დღეისათვის საფრთხე ის შეიძლება იყოს ადამიანის ხელში. ის დამოუკიდებლად დღეს საფრთხე არ არის. როდესაც ვლაპარაკობთ რა უფრო ძლიერია ადამიანი თუ ხელოვნური ინტელექტი? ამაზე იყო დისკუსია და ითქვა, რომ ვისაც უფრო ძლიერი შემოქმედი ჰყავს, ის უფრო მეტად ძლიერია და ადამიანის შემოქმედი ვიცით ვინც არის. ამიტომ ხელოვნური ინტელექტიც ადამიანია. ამიტომ ამ კონტექსტში რა თქმა უნდა ადამიანი უფრო ძლიერია. მაგრამ თუ კი შეძლებს და ხელოვნური ინტელექტი ავა იმ დონეზე მან მიიღოს და თვითონ შექმნას ისეთი პროდუქტები, განსხვავებული პროდუქტები, რომელიც ჯერ არავის არ გამოუგონია და უბრალოდ ანალიზი კი არ გააკეთოს ამ შემთხვევაში, ეს იქნება მაინც ადამიანური შემოქმედების პროდუქტი. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს კონკრეტულ ჩარჩოებში. ჩარჩოები და შეზღუდვები არ სჭირდება პროგრესს, მაგრამ მას სჭირდება კალაპოტი იმისთვის, რომ ეს კალაპოტი წავიდეს კაცობრიობისთვის საჭირო მიმართულებით“, - აღნიშნა სოსო გიორგაძემ.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ის ფაქტი, რომ მოთხოვნა 4.5-ჯერ აღემატებოდა გამოსაშვებ მოცულობას, არარეზიდენტი ინვესტორების მნიშვნელოვანი ინტერესით - მიუთითებს, რომ სხვადასხვა ტიპის ინვესტორები საქართველოს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში საინვესტიციო ღირებულებას ხედავენ l ენდრიუ ჯუველი

29.05.2026.22:40

Business Insider Georgia-სთან ენდრიუ ჯუველმა, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა ექსკლუზიურად, ფინანსთა სამინისტროს მიერ, სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული, 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება შეაფასა.

,,საქართველოს პირველი სინდიკაციის მეთოდით სახაზინო ობლიგაციების გამოშვება ადგილობრივი ბაზრის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის ერთ-ერთი მიზანი ინვესტორთა ბაზის დივერსიფიკაციაა. სინდიკაციის მეთოდის გამოყენებით, ფინანსთა სამინისტრომ შეძლო იმაზე უფრო მრავალფეროვანი ინვესტორების მოზიდვა, ვიდრე ამას ჩვეულებრივი სახაზინო აუქციონი უზრუნველყოფდა. ის ფაქტი, რომ მოთხოვნა 4.5-ჯერ აღემატებოდა გამოსაშვებ მოცულობას, არარეზიდენტი ინვესტორების მნიშვნელოვანი ინტერესით - მიუთითებს, რომ სხვადასხვა ტიპის ინვესტორები საქართველოს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში საინვესტიციო ღირებულებას ხედავენ. უფრო დივერსიფიცირებული ინვესტორთა ბაზა, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს მეორად ბაზარზე ლიკვიდურობის გაუმჯობესებას, რომელიც ამ ეტაპზე ადგილობრივი ბანკების გრძელვადიანი ფლობის სტრატეგიებით („buy-and-hold“) არის შეზღუდული”, - განაცხადა ენდრიუ ჯუველმა.

ცნობისთვის, წარმატებით დასრულდა 2026 წლის 21 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული, 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება. გამოშვებამ მაღალი დაინტერესება გამოიწვია, როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ინვესტორების მხრიდან - მთლიანმა მოთხოვნამ 1.8 მილიარდ ლარამდე შეადგინა, რაც გამოსაშვებ მოცულობას 4.5 ჯერ აღემატება. 5.9 წლიანი ვადიანობის 400 მილიონი ლარის სახაზინო ობლიგაციების საბოლოო განაწილებით, მთლიანი გამოშვების 65% გადანაწილდა არარეზიდენტ ინვესტორებზე, ხოლო 35% რეზიდენტებზე.ინვესტორთა ტიპების მიხედვით, საკმაოდ დივერსიფიცირებული შედეგი დადგა: 64% განაწილდა საერთაშორისო აქტივების მმართველ კომპანიებზე; 24% ადგილობრივ სადაზღვევო და საპენსიო ფონდებზე, 11% კომერციულ ბანკებზე, ხოლო 1% საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე. არარეზიდენტი ინვესტორების ინტერესი, ასევე, მნიშვნელოვნად დივერსიფიცირებული იყო გეოგრაფიულ ჭრილშიც და საბოლოო განაწილებით არარეზიდენტი ინვესტორების 76%-ს გაერთიანებული სამეფოს ინვესტორები შეადგენენ, 19%-ს აშშ-ის, ხოლო 5%-ს ევროკავშირის ინვესტორები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა