ხელოვნური ინტელექტი აბსოლუტურად ექცევა ინტელექტუალური საკუთრების კომპეტენციის სფეროში - საქპატენტის თავმჯდომარე
ხელოვნური ინტელექტი აბსოლუტურად ექცევა ინტელექტუალური საკუთრების კომპეტენციის სფეროში, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქპატენტის ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ განაცხადა. რომელმაც აღნიშნა, დღევანდელი მდგომარეობით ხელოვნური ინტელექტი თუ კი რამეს ქმნის, ეს არის დაფუძნებული ცოდნაზე და უფრო მეტად ინტერნეტში განთავსებულ ინფორმაციის წვდომაზე.
საქპატენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტი გავლენას ახდენს ტექნოლოგიის ყველა სფეროზე.
„პირველ რიგში, როგორც ტექნოლოგია, საპატენტო მიმართულება, გამოგონება, სიახლე სწორედ ინტელექტუალური საკუთრებაა. მეორეს მხრივ, ხელოვნური ინტელექტის განხილვა, საავტორო უფლებების გარეშე წარმოუდგენელია. იმის გათვალისწინებით, რომ ხელოვნური ინტელექტის ძირითადი სისტემა შეიმეცნოს, მიიღოს და გაანალიზოს, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, ეს არის მისი მთავარი ძალაც და ინფორმაციული წყაროც. აქედან გამომდინარე წვდომა ამ ინფორმაციაზე ნიშნავს წვდომას სხვის საავტორო უფლებებზე. რომ ამის შემდეგ მისი ანალიზი ბუნებრივია ნიშნავს გამოყენებას, მე არ ვლაპარაკობ პლაგიატზე, თუმცა ფაქტია, რომ ეს საკითხი განხილვის საგანია მთელს მსოფლიოში და ასე გაგრძელდება ძალიან დიდხანს, სხვადასხვა კონტექსტში განიხილება, არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ სხვისი ნაწარმოების არა მხოლოდ მხატვრული ნაწარმოების, არამედ სამეცნიერო ლიტერატურის, რაც პრაქტიკულად მილიონობით დოკუმენტზე საუბარი, თუ არა მილიარდობით დოკუმენტზე, რაც ხელოვნურ ინტელექტს აქცევს ძლიერად, უნდა ხდებოდეს ანაზღაურება საავტორო უფლებების. ჰონორარის გადახდა უნდა ხდებოდეს. თუმცა მეორე მხარეა, რომელიც ამბობს, რომ თუ ჩვენ გვინდა ტექნოლოგიური პროგრესი და თუ ჩვენ გვინდა, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძინოს უფრო მეტი ძალა, მას ცხადია უნდა ჰქონდეს მეტ ინფორმაციაზე წვდომა. საქმე იმაშია, რომ რა თქმა უნდა დღევანდელი მდგომარეობით ხელოვნური ინტელექტი თუ კი რამეს ქმნის, ეს არის დაფუძნებული მის ცოდნაზე და უფრო მეტად წვდომაზე პრაქტიკულად ყველა ინფორმაციაზე, რაც კი ინტერნეტშია განთავსებული. მარტივ მაგალითს ვიტყვი, თუ კი ჩვენ დავავალებთ ხელოვნურ ინტელექტს დაწეროს მოთხრობა, ავიღოთ ერნესტ ჰემინგუეის ერთ წინადადებიანი მოთხრობას, მსოფლიოში ცნობილი ამბავია, როდესაც იყიდება ბავშვის ფეხსაცმელი, უხმარი, რომელიც ერთ წინადადებიან უნიკალურ მოთხრობად ითვლება, ამას თუ ჩავწერთ მას შეუძლია დაწეროს 100 გვერდიანი მოთხრობა. რა თქმა უნდა ის ჰემინგუეის გარდა გამოიყენებს, მაგალითად, ედგარ პოს, მარკ ტვენს ან სხვას და დაწერს მოთხრობას, მაგრამ საქმე იმაშია, რომ გარდა იმისა, რომ ის იყენებს სხვის საავტორო უფლებას აუცილებლად არის განსხვავებულიც. ის კოპირებას არ ახდენს. აბსოლუტურ კოპირებას ის არ ახდენს და ხელოვნური ინტელექტის უნიკალურობა, ის რაც ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ მას უზარმაზარი მომავალი აქვს და ეს ნამდვილად ასეა, მას შეუძლია დაწეროს მოთხრობა, გამოიყენოს სხვისი შინაარსი, მაგრამ არ მოახდინოს კოპირება.
რა თქმა უნდა ის სხვის საავტორო უფლებებს იყენებს, მაგრამ დარღვევის შეფასება ძალიან რთულია და გარდა ამისა ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ საავტორო უფლებების გარდა ხელოვნური ინტელექტი გავლენას ახდენს ტექნოლოგიის ყველა სფეროზე, მეცნიერების ყველა სფეროზე და არამხოლოდ ამ ნაწილში“, - ამბობს სოსო გიორგაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანია გავხდეთ საქართველოს წამყვანი სასტუმრო - Le Méridien Batumi-ს ახალი გენერალური მენეჯერი
სხვა სიახლეები
2021- 2025 წლებში ჩვენი ეკონომიკა, საშუალოდ, 9.3%-ით გაიზარდა, რაც საქართველოს ლიდერს ხდის როგორც ევროპის, ისე რეგიონის ქვეყნებს შორის - მარიამ ქვრივიშვილი
13.02.2026.17:56
„საქართველოს ეკონომიკა 2021- 2025 წლების პერიოდში, საშუალოდ, 9.3 პროცენტით გაიზარდა, რაც ჩვენს ქვეყანას ლიდერს ხდის ევროპის, ისევე როგორც რეგიონის ქვეყნებს შორის. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ სავალუტო ფონდის თანახმად, საშუალოვადიან, 2026 - 2030 წლების პერიოდში საქართველო კვლავ განაგრძობს, იყოს ლიდერი და ჰქონდეს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა - საშუალოდ, 5.1%-ის ოდენობით" - ამის შესახებ მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-ხორვატიის ბიზნესფორუმზე გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ზორან მილანოვიჩის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ასეთი ფორმატის შეხვედრები კარგი შესაძლებლობაა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის.
„2025 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო - ჩვენი ქვეყნისთვის რეკორდული მონაცემები დაფიქსირდა საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, კერძოდ, ექსპორტი 11%-ზე მეტით გაიზარდა, ასევე რეკორდული - 4.7 მლრდ. აშშ. დოლარი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმის ინდუსტრიიდან, რეკორდული იყო ტურისტული ნაკადების რაოდენობაც. ის პოლიტიკა, რასაც ჩვენ, მათ შორის, ტრანსპორტის სექტორში ვატარებთ, პირდაპირპროპორციულად აისახა ავიაციის სექტორის გაძლიერებაზე. ჩვენთვის პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში ასევე რეკორდული რაოდენობის მგზავრებისთვის გვემასპინძლა", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.