მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7200.1
-0.0029
flag
AZN 1.527
-0.0002
flag
CNY 38.917
0.0026
flag
EUR 2.9145
-0.0053
flag
GBP 3.4935
-0.0056
flag
KZT 57.64
0.0022
flag
TRY 0.0519
0
flag
USD 2.5955
-0.0003
news banner

ყაზახეთში ექსპორტი 20%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 30%-ით

news image
mbc image

ყაზახეთში ექსპორტი 20%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 30%-ით. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ექსპორტზე 176,154.37 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 147,004.47 ათასი დოლარის. შესაბამისად ზრდა 19.8%-ია. საქართველოდან ყაზახეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია, სწორედ მასზე მოდის ამ ქვეყანაში ექსპორტის 83%-ი.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ყაზახეთში ყიდის:

  • მსუბუქი ავტომობილები - 146,698.83 ათასი დოლარი;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 7,833.62 ათასი დოლარი;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 5,308.20 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 2,837.91 ათასი დოლარი;
  • ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 1,387.70 ათასი დოლარი;

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ყაზახეთიდან 17,478.17 ათას დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13,405.29 ათასი დოლარის. ზრდა 30,4%-ია. ყაზახეთიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი ხორბალი და მესლინი, რომლის იმპორტიც საქართველოში მიმდინარე წლიდან განახლდა.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ყაზახეთიდან ყიდულობს:

  • ხორბალი და მესლინი - 4,840.19 ათასი დოლარი;
  • საშუალებები თმებისათვის - 1,231.82 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 967.04 ათასი დოლარი;
  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 840.55 ათასი დოლარი;
  • ხახვი თავიანი, ხახვი-შალოტი, პრასი, ნიორი და სხვა ხახვის მაგვარი ბოსტნეული - 733.96 ათასი დოლარი;
banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ჩინურ ავიამწარმოებელ კომპანიაში Commercial Aircraft Corporation of China (COMAC) შეხვედრა გამართა

05.11.2026.20:24

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა ჩინურ ავიამწარმოებელ კომპანიაში Commercial Aircraft Corporation of China (COMAC) შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა სამოქალაქო ავიაციის სექტორში. აღინიშნა, რომ ამჟამად რეგულარულ ფრენებს ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ჩინეთის სამი ავიაკომპანია კვირაში 13 სიხშირით ასრულებს. ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჩინურ ავიაკომპანიებთან მიმართულებებისა და სიხშირეების დამატების მიზნით.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოში საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. აღინიშნა, რომ თბილისში 2032 წლისთვის 20 მლნ მგზავრზე გათვლილი ახალი საერთაშორისო აეროპორტი აშენდება, მანამდე კი დედაქალაქის ამჟამინდელი აეროპორტი გაფართოვდება. გარდა ამისა, მიმდინარე წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა, რომლის შედეგადაც ქუთაისში შეძლებენ ყველა ზომის სატვირთო თუ სამგზავრო ხომალდის მომსახურებას.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, აეროპორტებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, როგორც საავიაციო ჰაბის როლს რეგიონში.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების პერსპექტივები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა