ქართულ კომერციულ ბანკებს რუსულ Точка ბანკთან კავშირი არ აქვთ - ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ქართულ კომერციულ ბანკებსა და პროვაიდერებს რუსულ Точка ბანკთან კავშირი არ აქვთ.
„ჩვენ რაც გამოვიკვლიეთ, არც ერთ კომერციული ბანკს და პროვაიდერს საქართველოში ამ ბანკთან კავშირი და საკორესპონდენტო ანგარიში არ აქვს. რაც შეეხება ლარით გადარიცხვებს, ეს არ ნიშნავს, რომ ის ჩაერთვება ჩვენს სისტემაში, მან შესაძლოა, სადმე თუ ეს მათი სურვილი იქნება, შეიძინონ ლარი ან სხვა კომერციულ ბანკებთან, მათ შორის რუსეთში, თუმცა ჩვენს სისტემაში ისინი არ იქნებიან ჩართულები“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.
მისივე თქმით, რუსული Точка ბანკის მიერ ლარის გადარიცხვებს ქვეყნის იმიჯზე გავლენა არ ექნება.
28 აპრილს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ სებ-ი რუსული Точка ბანკის შესახებ ინფორმაციას შეისწავლიდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსულმა Точка ბანკმა ლარში სავალუტო ოპერაციების განხორციელება დაიწყო. რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლარის გაგზავნა საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ ბანკში იქნება შესაძლებელი.
Точка რუსული ბანკია, რომელიც ოფისების გარეშე ოპერირებს. ის ორიენტირებულია „იურიდიული პირებისთვის მომსახურებების ეკოსიტემის შექმნასა“ და მეწარმეთა დისტანციურ მომსახურებაზე.
Точка-მ რუსეთის ცენტრალური ბანკის ლიცენზია 2023 წლის თებერვალში მიიღო.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.19:00
საქართველოდან ლუდის ექსპორტი გაზრდილია. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანამ ექსპორტზე 3 670.4 ათასი დოლარის ღირებულების 3 139 555 ლიტრი ლუდი გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 2 483 426 ლიტრს შეადგენდა. შესაბამისად მიმდინარე წლის პირველი ნახევრის სტატისტიკით ლუდის ექსპორტი წლიურად 26,4%-იაა გაზრდილი.
საქართველოში ჩამოსხმული ლედისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ყაზახეთია. სწორედ ყაზახეთზე მოდის საქართველოდან ექსპორტირებული ლუდის 32%-ი.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ლუდის ექსპორტს ახდენს:
ბოლო წლებში საქართველოდან ლუდის ექსპორტი მზარდია. 2024 წელს ქვეყანამ საექსპორტო ბაზრებზე სულ 5 875 035 ათასი დოლარის ღირებულების 7 048.4 ლიტრი ლუდი გაყიდა.