მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7054.4
0.0075
flag
AZN 1.6163
0.0003
flag
CNY 37.788
-0.0009
flag
EUR 3.1167
0.0029
flag
GBP 3.6566
0.0041
flag
KZT 53.11
-0.0012
flag
TRY 0.0712
-0.0001
flag
USD 2.7477
-0.0006

კარგი შესაძლებლობა მქონდა საქართველოს ფინანსთა მინისტრისგან მიმეღო უახლესი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ქვეყანამ აზიის განვითარების ბანკისგან - რეიჩელ ტომპსონი

news image

კარგი შესაძლებლობა მქონდა საქართველოს ფინანსთა მინისტრისგან მიმეღო უახლესი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს თქვენმა ქვეყანამ აზიის განვითარების ბანკისგან, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, რეიჩელ ტომპსონმა. 

 

მისი თქმით, საუბარი შეეხო საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხებს.

 

„დიდი პატივია, საქართველოს დელეგაციის მასპინძლობა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 58-ე წლიურ შეხვედრაზე. კარგი შესაძლებლობა მქონდა საქართველოს ფინანსთა მინისტრისგან მიმეღო უახლესი ინფორმაცია საქართველოს შესახებ, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს თქვენმა ქვეყანამ აზიის განვითარების ბანკისგან. ვისაუბრეთ იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაძლიერდეს. ჩვენი პარტნიორობა უკვე რამდენიმე ათწლეულს ითვლის და მოიცავს ეროვნული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას. ახლა ხდება ამ თანამშრომლობის დივერსიფიცირება სხვადასხვა მიმართულებით, რათა დაკმაყოფილდეს ქვეყნის ახალი საჭიროებები", - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, რეიჩელ ტომპსონმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში იმპორტირებული მარწყვის 97%-ი თურქეთიდან შემოდის

05.05.2025.19:00

2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 913.03 ათასი დოლარის ღირებულების 645.85 ტონა მარწყვი იყიდა. ეს მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ მარწყვის იმპორტი 34%-ითაა შემცირებული. 2024 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკით ქვეყანაში 982.11 ტონა მარწყვი შემოვიდა.

მიმდინარე წელს საქართველოში მარწყვის იმპორტი საბერძნეთიდან და თურქეთიდან განხორციელდა. სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში იმპორტირებული მარწყვის 97%-ი ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა, ხოლო 3%-ი საბერძნეთიდან.

  • თურქეთი - 628.17 ტონა
  • საბერძნეთი - 17.68 ტონა

საქართველოში მარწყვის იმპორტმა რეკორდულს მაჩვენებლებს 2023 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 3,690.07 ტონა მარწყვი იყიდა. 2024 წლის სტატისტიკით კი იმპორტმა 2,957.72 ტონა შეადგინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა