მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7072.9
0.0023
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 38.298
-0.0009
flag
EUR 3.1619
-0.0107
flag
GBP 3.5966
-0.0244
flag
KZT 52.45
0.0013
flag
TRY 0.0631
-0.0001
flag
USD 2.6979
0.0001

კაპიტალის ბაზრისთვის წლევანდელი წელი განსაკუთრებით წარმატებულია - წელს გამოშვებულმა კორპორატიული ობლიგაციების ჯამურმა მოცულობამ 1,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა - ნათია თურნავა

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის" 200 მილიონი ლარის ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში, რომელიც კაპიტალის ბაზრის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანია „ფორსაით ბროკერსის" და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, „რიკო ექსპრესმა" 200 მილიონი ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა. ემისიის მიზანს 2023 წელს გამოშვებული 130 მილიონი ლარის ობლიგაციების რეფინანსირება და კომპანიის სასესხო პორტფელის ზრდა წარმოადგენს.

აღნიშნული ემისია ლარში დენომინირებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განთავსებაა საქართველოს კაპიტალის ბაზარზე და განხორციელდა კომერციული ბანკებისგან სრულად დამოუკიდებელი ფინანსური ინსტიტუტის - „ფორსაითის" მხარდაჭერით.

ღონისძიებაზე ნათია თურნავამ კორპორაციული ობლიგაციების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კაპიტალის ბაზარი სულ უფრო მნიშვნელოვან ალტერნატიულ ფინანსურ წყაროდ ყალიბდება.

„კორპორატიული ობლიგაციების გამოშვება კომპანიებს საშუალებას აძლევს, გააუმჯობესონ ლიკვიდობა, გაზარდონ პორტფელი და განავითარონ საქმიანობა. ეს ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს კაპიტალის ბაზარი ვითარდება. მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებულია. უკვე გამოშვებული კორპორატიული ობლიგაციების ჯამურმა მოცულობამ 1,5 მილიარდ ლარს გადააჭარბა და წლის ბოლომდე კიდევ რამდენიმე განთავსებაა მოსალოდნელი", - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა.

დღესდღეობით, „რიკო ექსპრესი" მიკროსაფინანსო სექტორის ერთ-ერთი მსხვილი მონაწილეა. 2025 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, კომპანიის აქტივები 1 მილიარდ ლარს აღწევს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 70 ფილიალს აერთიანებს და მომხმარებლებს მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება.

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს არასაბანკო დაფინანსების წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას და ფინანსური ბაზრის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image თამთა სოფრომაძე - IMF-ის მხრიდან აღნიშნულია, რომ ეროვნულმა ბანკმა სათანადოდ შეინარჩუნა ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა

17.12.2025.18:50

საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი თამთა სოფრომაძე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტეტის (მპკ) 17 დეკემბრის გადაწყვეტილებას აფასებს და განმარტავს, რომ კომიტეტმა ცენტრალურ სცენართან ერთად განიხილა როგორც მაღალინფლაციური, ისე დაბალინფლაციური რისკების სცენარები და გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღო სხვადასხვა მიმართულებით მოქმედი რისკები.

,,მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რომ კვლავაც შევინარჩუნოთ ფრთხილი მონეტარული პოლიტიკა და 8%-ზე შევინარჩუნეთ განაკვეთი. ეროვნული ბანკი ფრთხილ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს და ამის მიზეზი არის ინფლაციური ტენდენციები და რისკების ანალიზი. ინფლაცია ბოლო მდგომარეობით 4.8% შეადგენს, რაც შედარებით მაღალი არის ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან, თუმცა აქვე აღვნიშნავ რომ ეტაპობრივად ინფლაციამ ნორმალიზაცია უკვე დაიწყო, რაც იყო ეროვნული ბანკის პროგნოზი", - აღნიშნა თამთა სოფრომაძემ.

თამთა სოფრომაძემ ასევე ისაუბრა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი და ყურადღება გაამახვილა სსფ-ს მიერ ეროვნული ბანკის გატარებულ მონეტარულ პოლიტიკაზე.

,,გუშინდელ გამოქვეყნებული ფონდის შეფასებაში აღნიშნული არის რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სათანადოდ შეინარჩუნა ფრთხილი მონტარული პოლიტიკა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ეს ასევე უკავშირდება იმასაც რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში და ბოლო წლების განმავლობაში გაცილებით უფრო დიდი ყურადღებით და სიფრთხილით ვეპყრობით რისკების ანალიზის. ამ მიდგომაზე ჩვენ წლის დასაწყისიდან გადავედით და ეს უკვე ტრანსპარენტულად ყველასთვის არის ხელმისაწვდომი”, - განმარტა თამთა სოფრომაძემ.

თამთა სოფრომაძის განმარტებით ინფლაციის მდგრადად შემცირების ტენდენციის არსებობა მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაციას შესაძლებელს გახდის, რაც გულისხმობს განაკვეთის 7%-მდე შემცირებას.

,,ის ფაქტი რომ ინფლაცია მიმდინარე პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით მაღალია არის მხოლოდ ერთჯერადი და გარდამავალი ფაქტორებიდან გამომდინარე, ასევე ეგზოგენური და საერთაშორისო ბაზრებიდან მომდინარე. ჩვენი შეფასებით ამას ექნება ერთჯერადი გავლენა. მას შემდეგ, რაც დავინახავთ ინფლაციას მდგრადად შემცირების ტენდე ნციას გვექნება შესაძლებლობა მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია გავაგრძელოთ, რაც გულისხმობს რომ ეტაპობრივად განაკვეთი დაუახლოვდება 7%-ს. თუ დავინახავთ რომ ინფლაციური რისკები რეალიზდა მზად ვართ რომ უფრო გამკაცრებული პოზიცია ხანგრძლივად შევინარჩუნოთ. ამასთან არსებობს, რისკები რომლებმაც შესაძლოა ინფლაცია მოსალოდნელზე უფრო სწრაფად შეამციროს სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან ახლოს. მიმდინარე ტენდენციები მეტწილად თანხვედრაშია ეროვნული ბანკის ცენტრალურ სცენართან, ინფლაციამ ნორმალიზაციის ნიშნები გამოავლინა, ერთჯერადი ფაქტორების გავლენა ეტაპობრივად მიილევა, როდესაც აღნიშნულის მდგრად ტენდენციას დავინახავთ სებ-ს ექნება შესაძლებლობა პოლიტიკის ნორმალიზება გააგრძელოს“, - აღნიშნა თამთა სოფრომაძემ.

ცნობისთვის, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი სხდომა 2026 წლის 11 თებერვალს არის ჩანიშნული.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა