„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ გამარჯვებულები ცნობილია- პროექტი ევროკავშირის, EBRD-ის, Galt & Taggart- ისა და BDO Georgia-ს მხარადჭერით განხორციელდა
კაპიტალის ბაზრების განვითარების მექანიზმის შემუშავებისა და დანერგვის მიზნით საქართველოში „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო. პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კაპიტალის და ფინანსური ბაზრების განვითარების გუნდის მიერ, ევროკავშირის ფინანსური ჩართულობით განხორციელდა. პროექტის საკონსულტაციო სამუშაოები Galt & Taggart-მა, BDO Georgia-სთან ერთად შეასრულა. 18 თვიანი პროგრამის დასრულების შემდეგ კი უკვე 7 გამარჯვებული გამოვლინდა. სია ასე გამოიყურება: საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია; კრისტალი; ემბისი; თიბისი ლიზინგი; რიკო ჯგუფი; თეგეტა ჰოლდინგი; „ენერჯი დეველოპმენთ ჯორჯია“. გამარჯვებულ კომპანიებს გადაეცათ გრანტები ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებითვის.
18 თვის განმავლობაში, პროგრამამ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. თანადაფინანსების სქემაში მონაწილეობის მისაღებად 13 სხვადასხვა სექტორიდან 21 აპლიკანტი დარეგისტრირდა. ეს ციფრი განსაკუთრებით აღსანიშნავია, რადგან 2021 წელს საქართველოში მხოლოდ 12 კორპორატიული ობლიგაციების ემიტენტი არსებობდა.
21 რეგისტრირებული კანდიდატიდან 11-მა წარმატებით განათავსა ფასიანი ქაღალდები ბაზარზე. 11-ივე კომპანიის მიერ გამოშვებულმა ფასიანი ქაღალდების მოცულობამ დაახლოებით 700 მილიონი ლარი შეადგინა.
მისია, პროექტის განხორციელებისას ქართულ ბაზარზე ახალი მოთამაშეები გაჩენილიყვნენ, რომლებიც ორიენტირებულები იქნებოდნენ ESG მიმართულებაზე, მიღწეულია. პროგრამის შედეგად 5 ახალი მოთამაშე გაჩნდა ბაზარზე, რომლებმაც 3 მწვანე და 1 სოციალური ბონდი ერთიც მდგრადობასთან დაკავშირებული (sustainability-linked) ობლიგაცია გამოუშვეს.
კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა“ რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა.
პროგრამის მნიშვნელოვან კომპონენტს მოიცავდა საგანმანათლებლო აქტივობები. 18 თვის განმავლობაში საერთო ჯამში ჩატარდა 8 შეხვედრა (ვებინარი და მასტერკლასი), რომელსაც 100-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. მათ შორის იყვნენ ეროვნული ბანკის, შესაბამისი სამინისტროების, საინვესტიციო ბანკებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლები.
დღის ტოპ 10 სიახლე
ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს საკუთარი ძლიერი შემოსავლების წყარო - რუსთავის მერი
სხვა სიახლეები
ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს საკუთარი ძლიერი შემოსავლების წყარო - რუსთავის მერი
10.03.2026.13:40
რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განცხადებით, ქალაქის განვითარებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორ ურბანულ დაგეგმარებას უკავშირდება, რადგან ამ მიმართულებით დაშვებული შეცდომები ქალაქს წლების განმავლობაში ეტყობა. როგორც მან ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ინვესტიციები სამუშაო ადგილების შექმნისთვის მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმას, რომ ქალაქის ურბანული განვითარება სწორად და გრძელვადიანი ხედვით განხორციელდეს.
„შეცდომებზეც ვსწავლობთ იმ ადამიანებისგან, ვისაც უკვე ჩვენზე ბევრად მეტი აქვს. ჩვენ რამდენიმე სპეციალისტიც გვყავდა მრჩევლად, რომ სწორი მიმართულებები აგვეღო. სულ ვამბობ - ვინც საქმეს აკეთებს სადღაც შეიძლება შეცდომაც დაუშვა. შეცდომა დაუშვა სოციალური მიმართულებით და გამოასწორო ინფრასტრუქტურით, თუმცა ურბანულ განვითარებაში დაშვებული შეცდომები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ქალაქს ეტყობა და აქ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. ახალი ინვესტიციები ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იგივე ახალი სამუშაო ადგილების კუთხით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქის ურბანული განვითარება უნდა მოხდეს სწორედ“, - აცხადებს ნინო ლაცაბიძე.
რუსთავის მერის განცხადებით, ქალაქის განვითარების მთავარ პრიორიტეტად სამუშაო ადგილების შექმნა რჩება. მისი თქმით, 2025 წელს განხორციელებული ინვესტიციების 68% სამშენებლო სექტორზე მოდიოდა, ხოლო ახალი მსხვილი პროექტები, მათ შორის „იგლ ჰილსის“ ინვესტიცია, ქალაქში ბიზნესის ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის და რუსთავს ინდუსტრიულის გარდა ეკონომიკურად უფრო მრავალფეროვან ცენტრადაც აქცევს.
„ისევ და ისევ სამუშაო ადგილები იქნება პრიორიტეტი ჩვენთვის. ბოლო პერიოდში, 2025 წლის მთლიანი საინვესტიციო ნაწილიდან 68% სამშენებლო მიმართულებით მოდიოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ინტერესი დიდია და „იგლ ჰილსი“ კიდევ გაზრდის ამ ინტერესს ქალაქთან მიმართებაში. სამუშაო ადგილები და ის მასშტაბური პროექტები, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით დღეს ქალაქში ვიწყებთ... ბევრიც გაკეთებული გვაქვს, თუმცა ამ ტიპის მასშტაბი არ გვქონია, რაც ძალიან მახარებს და ახალ ეკონომიკურ სიძლიერეს მისცემს ჩვენს ქალაქს და არ იქნება მხოლოდ ინდუსტრიულ ჭრილში საინტერესო, სადაც ძალიან დიდი საწარმოები გვაქვს, მათ შორის არის მძიმე მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა. ამას თავისი სირთულეებიც აქვს ეკოლოგიის ჭრილში, თუმცა რა თქმა უნდა ეს გავლენას ახდენს ქალაქზე, გავლენას ახდენს პოზიტიური ჭრილით და დღეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშიც სწორი ბალანსი, მათ შორის კერძო სექტორთან თანამშრომლობით, საინვესტიციო გარემოს შექმნით, აისახება ჩვენი ქალაქის შემოსულობებზე, საკუთარი შემოსავლის ზრდაზე, რაზეც ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ მუნიციპალიტეტს ჰქონდეს ძლიერი წყარო საკუთარი შემოსავლების, რაც შემდგომში მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა ის პროექტი დავგეგმოთ, რაზეც შეიძლება გულიც გვწყდება ხოლმე და ვთქვათ ფინანსები არ გვყოფნის. სწორი სტრატეგიით ვფიქრობ, რომ ეს მიღწევადია. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, თანადგომით ძალიან მნიშვნელოვან გზას გადის ქალაქი განვითარების ამ ეტაპზე“, - აცხადებს რუსთავის მერი.