მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.6
-0.0064
flag
AZN 1.589
-0.0004
flag
CNY 37.587
-0.0077
flag
EUR 3.1184
-0.007
flag
GBP 3.5906
0.0001
flag
KZT 50.21
0.0017
flag
TRY 0.0664
0
flag
USD 2.7013
-0.0016

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულია 12 ემისია, რომელთა მოცულობაც ჯამში 450.3 მლნ ლარია - ირაკლი გაბრიაძე

news image

კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა კომპანიებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობაში ეხმარება, - ამის შესახებ  სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილემ ირაკლი გაბრიაძემ კომპანია „ალმას“ მიერ ობიგაციების გამოშვების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისათვის პროგრამის ფარგლებში 12 ემისიაა განხორციელებული.

„მოხარული ვართ, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხდა მორიგი ემისიების განხორციელება. ვულოცავთ კომპანია ალმას სადებიუტო ობლიგაციების გამოშვებას და მასთან ერთად ჩვენს პარტნიორებს - გალტ & თაგარტს და თიბისი კაპიტალს. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა მხარს უჭერს კომპანიების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. აღსანიშნავია, რომ ამჟამად პროგრამის ფარგლებში განხორციელებულია 12 ემისია, რომელთა მოცულობაც 450.3 მლნ. ლარს შეადგენს“, - ირაკლი გაბრიაძე, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე.

გარე სარეკლამო სექტორის წამყვანმა კომპანია ალმამ, გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, სააგენტოს აწარმოე საქართველოში „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სადებიუტო ობლიგაციების გამოშვება წარმატებით განახორციელა.

კომპანიის მიერ დამტკიცებული 40 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, ორი ტრანშის გამოშვება განხორციელდა:

• აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციები – 30 მილიონი დოლარი, 2 წლიანი ვადით, წლიური კუპონის განაკვეთით [8.50%], კუპონის ნახევარწლიური გადახდით.

• ევროში დენომინირებული ობლიგაციები – 8.5 მილიონი ევრო, 2 წლიანი ვადით, წლიური კუპონის განაკვეთით [7.25%], კუპონის ნახევარწლიური გადახდით.

აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე მაღალი ინტერესი დაფიქსირდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და განთავსებაში მონაწილეობა 150-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა მიიღო.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ექსპორტი 108%-ით, ხოლო იმპორტი 3%-ითაა გაზრდილი - TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიაში ყიდის

06.08.2025.13:00

იტალიაში ექსპორტი 108%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 3%-ით. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ იტალიაში 40 610.6 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 19 549.9 ათასი დოლარის. შესაბამისად საქართველოდან იტალიაში ექსპორტი 107,7%-ითაა გაზრდილი. 

როგორც არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, საქართველოდან იტალიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიაში ყიდის:

  • ფეროშენადნობები - 14 472.8 ათასი დოლარი;
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 9 571.4  ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 6 937.8 ათასი დოლარი;
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 4 681.6 ათასი დოლარი;
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 1 341.8 ათასი დოლარი;

რაც შეეხება იტალიაში იმპორტს, აქ ზრდა 3,2%-ის დონეზეა. 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ იტალიიდან 207 588.4 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 201 093.7 ათასი დოლარის. იტალიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 14 853.9 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 11 436.7 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 7 114.0 ათასი დოლარი;
  • სხვა ცოცხალი მცენარეები, კალმები და გადანაწვენები; სოკოს მიცელიუმი - 6 471.6 ათასი დოლარი;
  • საშუალებები თმებისათვის - 5 148.8 ათასი დოლარი;

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა