კანონში ცვლილებით გაჩნდება სამართლებრივი საფუძველი, მთავრობის დადგენილებით დამტკიცდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობები - ნინო ენუქიძე
პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა მხარი დაუჭირა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წესს ადგენს.
მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის თქმით, კანონში ცვლილების შედეგად, გაჩნდება სამართლებრივი საფუძველი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაცვლის ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობები.
სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის გელა სამხარაულის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა დროული და სწორი გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, ქონების განკარგვის პროცესის ოპტიმიზაციის შედეგად გაიზრდება სახელმწიფოს ეფექტიანობა, რაც დადებით გავლენას მოახდენს კერძო სექტორის საქმიანობაზეც.
„რაც უფრო გამჭვირვალე იქნება ურთიერთობები სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურებს შორის, მით უფრო ეფექტიანად გახდება შესაძლებელი სახელმწიფო ქონების გამოყენება“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა.
სხვა სიახლეები
09.10.2025.17:00
საქსტატის მიერ Business Insider Georgia-სთვის ოფიციალური წერილის საფუძველზე მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის მეორე კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP - 5 ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია გამოიკვეთა:
(იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.)
ვინ არიან მფლობელები:
შპს ლუკოილ-ჯორჯია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 28/02/2002. დღეისათვის ლუკოილ-ჯორჯიას 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება LUKOIL INTERNATIONAL GMBH, FN 134399X /ავსტრია/. კომპანიის დირექტორია რომან პეტრაშოვი.
შპს რომპეტროლ საქართველო - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 05/12/2005. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ქეიემჯი ინტერნეიშნალ ენ.ვი. /ნიდერლანდები/. დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე - ერიკ საგიევი, წევრი - აბი ზივსი, წევრი- ადრიან ტოჰანეან. ფინანსური დირექტორი - კურმანგაზი ტურლიკოვი, გენერალური დირექტორი - ნურჟან ტაშიმოვ.
სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 11/04/2000. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა სამსონ ფხაკაძე, წევრი: ნუგზარ აბრამიშვილი, წევრი: ლევან ფხაკაძე. კომპანიის გენერალური დირექტორია ვასილი ხორავა.
შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 26/11/2010. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია Energy Investment Venture Holdings /აშშ/. სან პეტროლიუმ ჯორჯიას დირექტორია ქრეიგ სთივენ ქრამერი /აშშ/.
შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 22/09/2006. მისი 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სოკარ ენერჯი ჯორჯია. დირექტორი - ნოდარ ყანჩაველი.