მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7072.9
0.0023
flag
AZN 1.5868
0
flag
CNY 38.298
-0.0009
flag
EUR 3.1619
-0.0107
flag
GBP 3.5966
-0.0244
flag
KZT 52.45
0.0013
flag
TRY 0.0631
-0.0001
flag
USD 2.6979
0.0001

კამპანია უკვე ჩავარდნილია, ყველამ გაიგო, რომ არავითარი არაბიზაცია არ ხორციელდება - პრემიერი

news image

კამპანია Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ იყო ერთი ხელიდან კოორდინირებული, ზუსტად იგივე ხელი მართავს ამ პროცესებს, ვინც მართავდა მანამდე რევოლუციურ პროცესებს, თავიდან შემოიყვანეს სცენაზე „ლელო", მას დააწყებინეს კამპანია, ამ უპრეცენდენტო და უნაკლო ინვესტიციის წინააღმდეგ, შემდეგ თანდათანობით გასწიეს გვერდზე „ლელო" და გადააბარეს ეს კამპანია „ალტ ინფოს", „პატრიოტთა ალიანსს", „ნაცების" ახალგაზრდულ ფრთას - ამ შავბნელ ძალებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, პრაქტიკულად, არავითარი რეალური კითხვა არ არსებობს ამ პროექტთან დაკავშირებით, შესაბამისად, პროექტი განხორციელდება.
„ეს კამპანიაც იყო ერთი ხელიდან კოორდინირებული. ზუსტად იგივე ხელი მართავს ამ პროცესებს, ვინც მართავდა მანამდე რევოლუციურ პროცესებს. თავიდან შემოიყვანეს სცენაზე „ლელო", მას დააწყებინეს კამპანია, ამ უპრეცენდენტო და უნაკლო ინვესტიციის წინააღმდეგ, შემდეგ თანდათანობით გასწიეს გვერდზე „ლელო" და გადააბარეს ეს კამპანია „ალტ ინფოს", „პატრიოტთა ალიანსს", „ნაცების" ახალგაზრდულ ფრთას - ამ შავბნელ ძალებს. აქაც ჩანს მარტივი კოორდინაცია. ისინი პროექტის განხორციელებას ხელს ვერ შეუშლიან, მათ სურდათ ერთადერთი რამ, რომ ის პროექტი, რომელიც მართლაც უპრეცენდენტოა და რომელსაც შეუძლია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა, წარმოეჩინათ ნეგატიურად. გარკვეულწილად, ეს შეძლეს, მთელი კამპანია იყო ამისათვის მომართული, ეს ყველაფერი იყო გარედან დაფინანსებული და მხარდაჭერილი, თუმცა, ისინი ვერ მიაღწევენ მიზანს, პროექტი განხორციელდება, 11 მლრდ ლარით გამდიდრდება ჩვენი ეკონომიკა და ქართული ეკონომიკის გამდიდრება ნიშნავს ამ სიკეთის გავრცელებას ფართო საზოგადოებაზე. თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რას ნიშნავს 100 მილიარდიანი ეკონომიკისთვის 11 მილიარდის დამატება მხოლოდ ერთი პროექტის ხარჯზე. კამპანია უკვე ჩავარდნილია, ყველამ გაიგო, რომ არავითარი არაბიზაცია არ ხორციელდება. ჩვენ სრული ღიაობა გამოვხატეთ დისკუსიების კუთხით ამ თემასთან დაკავშირებით. პარლამენტშიც გვქონდა ამ საკითხის განხილვა. კითხვებიც კი ვერ დასვა რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პარტიამ ამ თემასთან დაკავშირებით. შეგიძლიათ ამოიღოთ კითხვები. პრაქტიკულად, არავითარი რეალური კითხვა არ არსებობს ამ პროექტთან დაკავშირებით. შესაბამისად, პროექტი განხორციელდება. ჩვენს ეკონომიკას შეემატება 11 მილიარდი ლარი, ჩვენს ბიუჯეტს წლიურად შეემატება საშუალოდ 700 მილიონი ლარი და ეს ყველაფერი მოხმარდება ფართო საზოგადოებას, უფრო მეტად შევსებული ბიუჯეტი ნიშნავს მეტ სოციალურ პროექტს, მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს", - განაცხადა პრემიერმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image კამპანია უკვე ჩავარდნილია, ყველამ გაიგო, რომ არავითარი არაბიზაცია არ ხორციელდება - პრემიერი

17.12.2025.20:51

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა