ჯანსაღია ეკონომიკა და მაკროეკონომიკური მაჩვენებლები - სებ-ის პრეზიდენტი
სებ-ის პრეზიდენტის ნათია თურნავას განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკა ჯანსაღია და როგორც ოპონენტები განმარტავდნენ ლარის კურსი 3.1-3,5-ზე არ ასულა.
„ნამდვილად არ ასულა. ამ ეტაპზე ამის ნიშნები არ იკვეთება. არა იმიტომ, რომ ჩვენ მზად ვართ ინტერვენციისთვის, ინტერვენციით ამას ვერ გააჩერებ. იმიტომ, რომ ჯანსაღია ეკონომიკა და ჯანსაღია მაკროეკონომიკური მაჩვენებლები“, - განაცხადა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, საერთო კონტექსტია მნიშვნელოვანი. „მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა არის მნიშვნელოვანი, ფინანსთა სამინისტროს მხრიდან ის, რომ ხდება ბიუჯეტის კონსოლიდაცია, არაინფლაციური ბიუჯეტია, შემცირება ბიუჯეტის დეფიციტის გეგმაზომიერად, საგარეო ვალის, დედოლარიზაციის შემცირება გეგმაზომიერად ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანობაში და გვიმარტივებს ამოცანას“, - აღნიშნა თურავამ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
07.07.2025.19:15
2025 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 103.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, ხოლო მაისში 245.4 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორდიელდა, ჯამურად 2025 წლის იანვარ-მაისში წმინდა შესყიდვებმა 613.5 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ივნისის სტატისტიკა კი 25 ივლისს გამოქვეყნდება.
2025 წლის ივნისის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.1% (754.4 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 254.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 6 აგვისტოს გამოაქვეყნებს.