მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

სადაზღვევო სექტორში განსაკუთრებით პრობლემაა საბანკო კონკურენცია - ნინა კობახიძე

news image

დღეს განსაკუთრებით პრობლემური შეიძლება იყოს ჯანდაცვის სექტორში ფარმაცევტული და სამედიცინო ჰოლდინგების ერთობლიობა, - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია Global Benefits Georgia-ს და “ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოების თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ განაცხადა, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში Business Insider Georgia-სთან განაცხადა. 

„პირდაპირი შეხება მაქვს ორივე მიმართულებასთან: დაზღვევა, ჯანდაცვის სექტორი, პრაქტიკულად ორივე მხარეს ვარ. ჩვენ ვიმუშავეთ ამასთან დაკავშირებით, იყო კონკურენციის სააგენტოს სერიოზული დასკვნა. დღეს განსაკუთრებით პრობლემური შეიძლება იყოს ჯანდაცვის სექტორში ფარმაცევტული და სამედიცინო ჰოლდინგების ერთობლიობა. რაზეც ალბათ უნდა ერთობლივად ვიმუშაოთ, რადგან დაზღვევა აზღვევს ხარჯების, დანახარჯების ეფექტურობას და ყველაზე ნაკლებად პრობლემური შეიძლება იყოს ინტერესთა კონფლიქტში. 

ჯანდაცვის სექტორში განსაკუთრებით პრობლემაა საბანკო კონკურენცია. მაგალითისთვის, სადაზღვევო და ბანკი - ბანკი ითხოვს დაზღვევას და ხდება მომხმარებელზე სადაზღვევო პროდუქტების „იძულებით“ შეძენა, განსაკუთრებით კრედიტებთან მიმართებაში. გვქონდა დაპირება, თუ საბანკო კონცენტრაცია შემცირდება, მაშინ ფარმაცევტული კომპანიები გავლენ ამ მიმართულებიდან და ეს საკითხი შეიძლება გაცოცხლდეს იმ კონკურენციის დასკვნის საფუძველზე თუ მივაღწიეთ იდეალურ კონკურენციის ბაზარს.

დღეს 18 სადაზღვევო კომპანია ვართ ბაზარზე. რეალურად ჯანდაცვის სფეროში ვოპერირებთ 5 კომპანია და ალბათ სტატისტიკა აჩვენებს იმას, რომ პირიქით ჩვენ უფრო კონცენტრირებულები ვართ იმაზე რომ ნაკლები მედიკამენტი დაინიშნოს, ბრუნვა იყოს შემცირებული, ვიდრე რა თქმა უნდა ფარმაცევტული და სამედიცინო სფერო“, - განაცხადა ნინა კობახიძემ. 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2032 წლისთვის ₾7 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგელობის განახლების პროექტებში - მარიამ ქვრივიშვილი

13.12.2025.02:33

"სამინისტროში შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2032 წლისთვის დაახლოებით 7 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება სტრატეგიული ობიექტებისა და პროექტების განვითარებისთვის, რომლებიც სრულად მოემსახურება მთავარ მიზანს - საქართველომ გააძლიეროს თავისი ტრანზიტული როლი რეგიონში და გააგრძელოს, იყოს დამაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 7 მლრდ ლარი გადანაწილდება ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში, საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლება, მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სხვ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა