ჯანდაცვის პოლიტიკა საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა - შოთა ბერიკაშვილი
ჯანდაცვის პოლიტიკა საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა, განსაკუთრებით გამოვყოფდი საყოველთაო დაზღვევას, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ეკონომიკური ფორუმის რიგით მე-19 დისკუსიის შემდეგ განაცხადა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, ასევე მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსის სწორად გამოყენება.
„ძალიან საინტერესო ფორუმი იყო. როგორც მოგეხსენებათ ჯანდაცვის პოლიტიკა საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. განსაკუთრებით გამოვყოფდი საყოველთაო დაზღვევას, რომელიც სრულად ფარავს ჩვენი მოქალაქეების პირველად მოთხოვნას. იყო საუბარი ახალ გეგმებზე, გამოწვევებზე, რაც არის სექტორში. მოვისმინეთ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის პოზიცია და საბოლოო ჯამში მსგავსი დისკუსიები ძალიან ეხმარება სექტორის გაუმჯობესებას და დახვეწას“, - განაცხადა შოთა ბერიკაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ფორუმი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. დისკუსიის თემა „ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა საქართველოში | შესაძლებლობები და გამოწვევები " იყო.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა სს „არდი დაზღვევის“, გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე და სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
2026 წელი არსებითად მნიშვნელოვანია განათლების რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით - გივი მიქანაძე
სხვა სიახლეები
2026 წელი არსებითად მნიშვნელოვანია განათლების რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით - გივი მიქანაძე
19.01.2026.17:34
2026 წელი არსებითად მნიშვნელოვანია განათლების რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით, - აცხადებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძე, რომელიც დღეს გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი განმარტებით, რეფორმის თვალსაზრისით სწორედ 2026 წელს არის მნიშვნელოვანი ეტაპები განსახორციელებელი.
„წლევანდელი წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი ორივე რეფორმისთვის და განსაკუთრებით უმაღლესის ნაწილში. იმიტომ, რომ კონცეფცია უკვე დამტკიცებულია, პირველი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა, რომლითაც ჩვენ თითქმის 80% მიმართულებებში გადავდივართ 3 წლიან საბაკალავრო პროგრამაზე. ასევე შემოგვაქვს სამაგისტრო სტანდარტული 1 წლიანი, ხოლო ვისაც უნდათ მესამე საფეხურზე, ანუ რაც დოქტორანტურაში გააგრძელონ სწავლა კიდევ დამატებით ერთ წლიანი. იმიტომ, რომ მინიმუმ 120 კრედიტის მოთხოვნა არის. თავდაპირველად იყო 3+1 მოდელზე საუბარი, შემდგომში როდესაც დისკუსიების შედეგად ჩვენ ვნახეთ, რომ კიდევ 1 წლის დამატება გვჭირდება იმისთვის, რომ ის სტანდარტი დავაკმაყოფილოთ რაც აუცილებელია, რომ მესამე საფეხურის სასწავლო პროცესისთვის იყოს უზრუნველყოფა და შესაბამისი კრედიტების, რა თქმა უნდა ჩვენ ეს გავითვალისწინეთ და იმ დოკუმენტში აისახა, რომელიც მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა. ჩვენ ძალიან ინტენსიურად მივყვებოდით პროცესს, მთელი 2-3 კვირის განმავლობაში სამინისტროში ცხრამეტივე სახელმწიფო უნივერსიტეტთან გვქონდა შეხვედრა, სადაც დეტალურად გავიარეთ ყველა ის პროგრამები, ყველა ის მიმართულებები, საერთაშორისო ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამები და ასე შემდეგ, რომელიც თითოეულ უნივერსიტეტს აქვს, ახლა მიმდინარეობს ამ ინფორმაციის განზოგადება და შეჯერება და იანვრის ბოლოსთვის ჩვენ უკვე გვექნება წარმოდგენილი კონკრეტული სურათი, იმისა თუ რომელ უნივერსიტეტში, რა ფუნქციური მიმართულება გადანაწილდეს. თქვენ იცით, რომ არის ასეთი პრინციპი ამ რეფორმის ფარგლებში „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი“. ეს ხარისხის ამაღლების და კონცენტრაციის კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამასთანავე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ჩვენი ჩართულობითა და ბიზნეს სექტორის აქტიური მონაწილეობით ჩაატარა ძალიან მნიშვნელოვანი ბაზრის კვლევა, თუ რა პროფესიების მიმართულებით, რა რაოდენობის სპეციალისტების მოთხოვნილება არის ბაზარზე. დეკემბრის ბოლოს ამ კვლევის პირველადი სურათი უკვე გამოკვეთილი იყო და ახლა უკვე მიმდინარეობს ამ კვლევის საბოლოო სახის მიცემა, რომელსაც ჩვენ ამ თვის ბოლომდე შევაჯერებთ და ამ კვლევიდან გამომდინარე, ბაზრის მოთხოვნილებიდან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენ ბაზრის მოთხოვნილებაზე, პულსზე ხელი უნდა გვეჭიროს და მუდმივად, ყოველწლიურ რეჟიმში ამ საკითხს ვიკვლევდით, იმისთვის, რომ ვიცოდეთ რა მოთხოვნებზე გავდივართ და სწორედ ამას მივაბათ სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის მიცემული დაკვეთა. შესაბამისად ჩვენ გვექნება წარდგენა მთავრობისათვის თუ რომელი მიმართულებით, რა რაოდენობის ადგილებზეა საუბარი. თუმცა ჩვენი პოლიტიკური ხედვაა არის, რომ ამ ადგილების რაოდენობა საერთო ჯამში არ უნდა აღემატებოდეს და არ უნდა იყოს განსხვავებული იმისა, რაც წინა წლებში 31 ათასი სტუდენტის ჩარიცხვას ეხებოდა. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებულები ვართ, რომ ეს პროპორციები სწორედ ბაზრის კვლევიდან გამომდინარე გადანაწილდეს და ვფიქრობთ, რომ იანვრის ბოლო, განსაკუთრებით თებერვლის პირველი ნახევარი იქნება ძალიან აქტიური, როდესაც ჩვენ დამატებითი ცვლილებების პაკეტს წარვადგენთ პარლამენტში, როდესაც ჩვენ მთავრობას წარვუდგენთ კონკრეტულ ხედვებს, რომელიც დადგენილებით უნდა დამტკიცდეს, რისი მიღების და დამტკიცების შემდეგაც კონკრეტულ აქტიურ ფაზაში გადავალთ, რომ მიმდინარე 2026 წელი არსებითად მნიშვნელოვანია ამ რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპები ამ წელს არის განსახორციელებელი“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.