მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7105.9
-0.0003
flag
AZN 1.607
-0.0003
flag
CNY 37.961
-0.0034
flag
EUR 3.12
0.0231
flag
GBP 3.6991
0.0145
flag
KZT 53.43
-0.0004
flag
TRY 0.0697
0
flag
USD 2.7328
-0.0006

სააგენტოს „აწარმოე საქართველოშის“ მიერ ჯამურად 5 მლრდ ლარის პროექტებია განხორციელებული და შედეგად დაახლოებით 70 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნა - ირაკლი ნადარეიშვილი

news image

სააგენტო “აწარმოე საქართველოში“, რომელიც 10 წლის წინ შეიქმნა, დღეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

სააგენტოს ძირითადი საქმიანობაა მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერა, ინვესტიციების მოზიდვა და ექსპორტის ხელშეწყობაა.

როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, სააგენტოს მიერ მხარდაჭერილია ჯამურად 5 მლრდ ლარის პროექტები და შედეგად დაახლოებით 70 ათასი სამუშაო ადგილია შექმნილი.

„ნამდვილად შეგვიძლია დღეს ვიმსჯელოთ, რომ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ არის ქართული ოცნების ერთ-ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც დაახლოებით 10 წლის უკან ნულიდან შექმნა. როდესაც ვსაუბრობ ნულიდან შექმნაზე აქ არ ვგულისხმობ მხოლოდ სააგენტოს და პროგრამების ინსტიტუციურ განვითარებას, არამედ იმასაც, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში უბრალოდ არ არსებობდა მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ხედვა. ამიტომ ერთის მხრივ სახელმწიფომ, საქართველოს მთავრობამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა პოლიტიკის დოკუმენტი, სტრატეგია, 5 წლიანი განვითარების გეგმა და მეორეს მხრივ დაიწყო კონკრეტული ინსტრუმენტების, ხელშემწყობი მექანიზმების განვითარება უკვე „აწარმოე საქართველოშის“ ბაზაზე და რა თქმა უნდა აქ თავი მოეყარა საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას და გასული წლის „ოისიდის“ ინდექსმა, რომელიც არის ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე შეფასების დოკუმენტი, რომელიც აფასებს ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის ხარისხს 10 კრიტერიუმიდან 11-ში საქართველომ უპირობოდ გაიმარჯვა. რატომ ვსაუბრობ მცირე და საშუალო ბიზნესზე? თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი წარმოადგენს ქართული ეკონომიკის ძირითად ნაწილს. ეს არის დასაქმების დაახლოებით 70%-ი, ეს არის მთლიანი გამოშვების დაახლოებით 65%-ი, ეს არის მთლიანი ბიზნეს სუბიექტების რაოდენობის 99%-ზე მეტი. რომ ვისაუბროთ კონკრეტულ რიცხვებზე ამ პერიოდის განმავლობაში, საუბარია დაახლოებით 11 ათას პროექტზე: მიკრო, საშუალო და მცირე ზომის პროექტებზე, რომელთა მხარდაჭერა განხორციელდა. ეს არის ჯამურად 5 მლრდ ლარის პროექტები და დაახლოებით 70 ათასი სამუშაო ადგილი, რომელიც შექმნა ამ პერიოდის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე პროგრამების ეფექტურობის შეფასება. ყოველთვის არის საუბარი, რა როლის აქვს ამ პროგრამებს და რამდენად განაპირობებს იმ ეკონომიკურ ზრდას. ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავნერგეთ კომპლექსური მეთოდოლოგია პროგრამების ეფექტურობის და ზეგავლენის შეფასების, როგორც თითოეული კონკრეტული პროგრამის, ასევე იზომება კონკრეტულ სექტორებზე ზეგავლენა და ჯამურად მაკრო ჭრილში პროგრამების ეფექტურობა. მაგალითად ვიცით, რომ სახელმწიფოს მხრიდან დახარჯულ 1 ლარზე 14 ლარის დამატებით შემოსავალს იღებს ბიზნესი. 1 დახარჯული ლარიდან მშპ-ში ხდება სახელმწიფოს მხრიდან 4,5 ლარის გენერირება. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ფისკალურად ეს პროგრამები არის მდგრადი, ვინაიდან დახარჯულ 1 ლარზე ერთ წლიან პერსპექტივაში ხდება დამატებით 1,5 ლარის გენერირება გადასახადების თვალსაზრისით. ანუ ყველა მიმართულებით, როგორც ეფექტურობის თვალსაზრისით, ასევე უშუალოდ ეკონომიკაზე ზეგავლენის თვალსაზრისით ამ პროგრამებმა დაამტკიცა, რომ არის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი და კიდევ ერთხელ „ოისიდის“ შეფასება ამას ადასტურებს. ეს არის საერთაშორისო აღიარება მცირე და საშუალო ბიზნესის პოლიტიკის წარმატებულობის“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ქვეყნები, საიდანაც საქართველომ ნესვი იყიდა

03.06.2025.17:00

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 34.40 ტონა ნესვი იყიდა, რაშიც 22.76 ათასი დოლარი გადაიხადა. მიმდინარე მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ნესვის იმპორტი 60%-ითაა შემცირებული, რადგანაც 2024 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებლებით ნესვის იმპორტმა 86.02 ტონა შეადგინა. 

მიმდინარე წელს საქართველოში იმპორტირებული ნესვის 65%-ი ქვეყანაში თურქეთიდან შემოვიდა. 2025 წლის ოთხ თვეში ნესვის იმპორტი სულ სამი ბაზრიდან მოხდა. 

თურქეთი - 22.35 ტონა;

ირანი - 6.74 ტონა;

ნიდერლანდები - 5.30 ტონა.

საგულისხმოა, რომ საქართველოში ნესვის იმპორტმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ 1,200.87 ტონა ნესვი შეიძინა, რაშიც 281.12 ათასი დოლარი გადაიხადა. 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა