მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.4
-0.0041
flag
AZN 1.5943
-0.0003
flag
CNY 37.783
0.0001
flag
EUR 3.1565
-0.0003
flag
GBP 3.6478
0.0018
flag
KZT 51.16
0.0027
flag
TRY 0.0671
-0.0001
flag
USD 2.7113
-0.0005

ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 3%-ით გაიზარდა

news image

2025 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.0 პროცენტიანი მატება.

2025 წლის მაისთან შედარებით ფასები 1.8 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.12 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (0.3 პროცენტი), რამაც 0.25 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე (0.7 პროცენტი). გარდა ამისა, ფასების 0.1 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.01 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 13.8 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.86 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (18.1 პროცენტი);

• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 1.6 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 1.31 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (3.7 პროცენტი) და სასმელებზე (2.5 პროცენტი);

• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 8.3 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.86 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებები განიხილა

21.07.2025.19:20

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვს შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ვრცელი სპექტრი განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ორმხრივ ვაჭრობას, ტრანსპორტის და ლოგისტიკის, ენერგეტიკის, სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებს. ყურადღება გამახვილდა ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის მნიშვნელობასა და ორი ქვეყნის ძალისხმევაზე ე.წ. შუა დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა საერთაშორისო ტვირთების აღნიშნულ დერეფანში მოზიდვის მნიშვნელობას და ამ კუთხით, ორივე ქვეყნის მთავრობათა ძალისხმევას. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განვითარებაც ხელს  შეუწყობს შუა დერეფნის შემდგომ განვითარებას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა ბოლო წლებში ზრდადი დინამიკით ხასიათდება - 2024 წელს ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 25 პროცენტით, ექსპორტი კი 22 პროცენტით გაიზარდა. ამ მაჩვენებლებით ყაზახეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულშია. მსგავსი დინამიკა 2025 წელსაც გაგრძელდა - იანვარი - მაისის პერიოდში, ბრუნვა 24 პროცენტით, ექსპორტი კი 20 პროცენტით გაიზარდა. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, ყაზახეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო - ეკონომიკური პარტნიორია. "ექსპორტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორივე ქვეყნის ეკონომიკაში, და, რა თქმა უნდა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ჩვენი პარტნიორობის არსებული ჩარჩოები კიდევ უფრო გაფართოვდება, და ჩვენ კიდევ უფრო მეტ ქართული წარმოების პროდუქტს ვიხილავთ ყაზახეთის ბაზარზე," - აღნიშნა მინისტრმა. 

მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს თანამშრომლობა ტურიზმისა და ავიაციის სფეროებში - აღინიშნა, რომ 2024 წელს ყაზახეთი საქართველოში ჩამოსული საერთაშორისო ვიზიტორების ტოპ-ათეულში მეექვსე იყო, ზრდამ კი წინა წელთან შედარებით 17 პროცენტი შეადგინა. ხაზი გაესვა თანამშრომლობას ავიაციის სფეროში - ითქვა, რომ წლევანდელ ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ყოველკვირეულად საქართველოსა და ყაზახეთს შორის 55 ფრენის შესრულებაა დამტკიცებული.

შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს დედაქალაქში 22-23 ოქტომბერს გაიმართება. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ყაზახეთის მხარე ფორუმზე მაღალ დონეზე იქნება წარმოდგენილი.

შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ყაზახეთის რესპუბლიკაში ირაკლი მესხელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა