ივნისში სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ 275.31 მლნ ლარი შეადგინა - ფინანსთა სამინისტრო
2025 წლის ივნისში ჩატარდა 6 გამოშვებისა და 1 გაცვლის აუქციონი. სახაზინო ფასიანი ქაღალდების ჯამურმა გამოშვების მოცულობამ შეადგინა 275.31 მლნ ლარი. საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 9.092% შეადგინა.
გამოშვებულ იქნა 6 და 12 თვის ვადიანობისა და 3, 5, 7 და 11 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციები. დაიფარა 90 მლნ ლარის მოცულობის სახაზინო ვალდებულებები.
2025 წლის 30 ივნისისათვის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელის 43.2% ფორმირებულია იმ ფასიანი ქაღალდებით, რომელთა დაფარვის ვადა დგება მომავალი 1-3 წლის განმავლობაში. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პორტფელში ასევე დიდი წილი უკავია 3-5 წლის ვადიანობის მქონე ობლიგაციებს (დაახლოებით 25%).
მოთხოვნის კოეფიციენტი გასული თვის მაჩვენებელთან (მაისი 1.98) შედარებით გაიზარდა და 2.22 შეადგინა.
ივნისში სახაზინო ფასიანი ქაღალდების დარჩენილი საშუალო შეწონილი ვადიანობა უცვლელია და 3.74 წელზე შენარჩუნდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
08.07.2025.19:00
წინასწარი შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკური ზრდა იყო 9.4 პროცენტი, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში ზრდა დაფიქსირდა 9.8 პროცენტზე. პირველ კვარტალში 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 42.0 პროცენტიან ზრდას აქვს ადგილი.
2025 წლის პირველ კვარტალში მშპ-ს რეალური ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: