მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7041
-0.0044
flag
AZN 1.5894
-0.0012
flag
CNY 37.664
0.0158
flag
EUR 3.1254
0.0382
flag
GBP 3.5905
0.0299
flag
KZT 50.04
0.0023
flag
TRY 0.0664
-0.0001
flag
USD 2.7029
-0.0021

ივლისში წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

news image

2025 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაცია, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 2.2 პროცენტით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 4.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ტანსაცმლის (-5.2 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-1.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.14 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-6.6 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-0.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-0.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-0.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (3.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.9 პროცენტი), თევზეული (1.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.2 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (0.2 პროცენტი);

ტრანსპორტი: ფასები გაიზარდა 1.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებასა (2.5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.4 პროცენტი).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.45 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (17.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (13.6 პროცენტი), თევზეული (9.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (8.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (8.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (8.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.5 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.8 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10.5 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.2 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 3.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.48 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-6.1 პროცენტი).

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image TOP 5 საექსპორტო ბაზარი, სადაც საქართველო მოცვს ყიდის

04.08.2025.19:00

2025 წლის პირველ ნახევარში ექსპორტზე 30 233.3 ათასი დოლარის ღირებულების მოცვი გავიდა. როგორც საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტირებულია 4 392.1 ტონა ახალი შტოში, მოცვი და Vaccinium გვარის სხვა კენკრა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 3 953.9 ტონას შეადგენდა. ზრდა 11%-ია. 

მიმდინარე მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში მოყვანილი მოცვისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის საქართველოდან მოცვის ექსპორტის 93%-ი.

TOP 5 ბაზარი, სადაც საქართველო მოცვს ყიდის:

რუსეთი - 4 077.8 ტონა;

პოლონეთი - 86.3 ტონა;

ნიდერლანდები - 63.2 ტონა;

სომხეთი - 61.5 ტონა;

გერმანია - 52.1 ტონა;

აღსანიშნავია, რომ წელს მოცვის ექსპორტი 8 ქვეყანაში დაფიქსირდა. საქართველოდან მოცვის ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2024 წლის მაჩვენებლებით საზღვარგარეთ 4 988.4 ტონა მოცვი გადაიზიდა, რომლის საერთო ღირებულებაც 28 206.0 ათას დოლარს შეადგენდა. 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა