მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7042.3
0.0048
flag
AZN 1.5877
0.0011
flag
CNY 37.623
0.0043
flag
EUR 3.145
-0.008
flag
GBP 3.6437
-0.0049
flag
KZT 50.14
0.0001
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.7
0.0019

ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.02%-ით გაიზარდა - საქსტატი

news image

2025 წლის ივლისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.02 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 3.6 პროცენტიანი მატება.

2025 წლის ივნისთან შედარებით ფასები 1.2 პროცენტით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.08 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (-0.3 პროცენტი), რამაც -0.21 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება კვების პროდუქტებზე (-0.7 პროცენტი). გარდა ამისა, ფასების 3.0 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.31 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

• სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 13.9 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 0.87 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (19.3 პროცენტი);

• დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 2.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 1.66 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (3.9 პროცენტი) და სასმელებზე (4.5 პროცენტი);

• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 10.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 1.03 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში წარმოებული წვენების ექსპორტი იზრდება - გერმანია კვლავ წამყვან ბაზარად რჩება

20.08.2025.17:00

საქართველოში წარმოებულ ხილისა და ბოსტნეულის წვენებზე მოთხოვნა კვლავ მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ექსპორტზე 14 218.5 ათასი დოლარის ღირებულების ნატურალური წვენები გავიდა, რომლის საერთო მოცულობაც 8 739.2 ტონა იყო. 2024 წლის 7 თვეში კი ქვეყნიდან ექსპორტირებულია 8 653.7 ტონა წვენები, რომლის ღირებულებაც 12 973.0 ათასი დოლარი იყო. 

მიმდინარე მაჩვენებლებით, საქართველოში დამზადებული ნატურალური წვენებისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი გერმანიაა, სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის წვენების ექსპორტის 28%-ი მოდის. 

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ნატურალური წვენების ექსპორტს ახდენს:

  • გერმანია - 2 455.5 ტონა;
  • აშშ - 2 002.5 ტონა;
  • ავსტრალია - 1 073.3 ტონა;
  • ისრაელი - 726.4 ტონა;
  • აზერბაიჯანი - 526.1 ტონა;
  •  

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა