მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7265
0.0505
flag
AZN 1.6129
0.011
flag
CNY 39.774
0.0287
flag
EUR 3.1833
0.0138
flag
GBP 3.658
0.0149
flag
KZT 55.7
0.0094
flag
TRY 0.0623
0.0003
flag
USD 2.7419
0.0185

იტალიის გამოცდილება ინჟინერიის, დიზაინისა და პროექტების მართვის სფეროში იდეალურად შეესაბამება საქართველოს მიმდინარე ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესებს და მის ამბიციას გახდეს რეგიონული სატრანზიტო ჰაბი - მასიმილიანო დ'ანტუონო

news image

იტალიის გამოცდილება ინჟინერიის, დიზაინისა და პროექტების მართვის სფეროში იდეალურად შეესაბამება საქართველოს მიმდინარე ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესებს და მის ამბიციას გახდეს რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში იტალიის ელჩი.

მასიმილიანო დ'ანტუონოს განმარტებით, ამ მიმართულებით მზარდი პოტენციალი არსებობს IT სერვისებში, მსუბუქ მრეწველობასა და წარმოებაში.

„ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მნიშვნელოვან სექტორებს წარმოადგენს ინფრასტრუქტურა და მშენებლობა, განახლებადი ენერგია, აგროსასურსათო გადამუშავება, ტურიზმი და სტუმართმოყვარეობა, ლოგისტიკა და წარმოება. ამ კონტექსტში, იტალიის გამოცდილებამ ინჟინერიის, დიზაინისა და პროექტების მართვის სფეროში იდეალურად შეესაბამება საქართველოს მიმდინარე ინფრასტრუქტურული განვითარების პროცესებს და მის ამბიციას გახდეს რეგიონული სატრანზიტო ჰაბი.

მზარდი პოტენციალი არსებობს IT სერვისებში, მსუბუქ მრეწველობასა და  წარმოებაში, სადაც იტალიური ტექნოლოგიური ცოდნა და მცირე და საშუალო საწარმოების გამოცდილება ეფექტურად შეიძლება გაერთიანდეს საქართველოს კონკურენტულ სამუშაო ძალასთან. დამატებით, თანამშრომლობა განათლების, პროფესიული მომზადებისა და ინოვაციების ეკოსისტემებში კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის შორის გრძელვადიან, მდგრად პარტნიორობას.

ამ ხედვის გათვალისწინებით, იტალიის საელჩომ, იტალიური სავაჭრო სააგენტოს ოფისთან მჭიდრო კოორდინაციით, 2024 და 2025 წლებში თბილისში წარმატებით მოაწყო ორი ბიზნეს-ფორუმი, რომლებმაც შეკრიბეს იტალიური კომპანიები და საქართველოს ორგანიზაციები და შესაბამისი უწყებები, რომლებიც აგროსასურსათო სექტორში და ინფრასტრუქტურის სფეროში მოქმედებენ, რაც მიზნად ისახავდა თანამშრომლობის გაღრმავებას ამ პერსპექტიულ მიმართულებებში“, - აცხადებს იტალიის ელჩი. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა - ADB-ის პრეზიდენტი

06.03.2026.13:12

სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა — ეს საუკეთესო „დაზღვევაა" გარე შოკების წინააღმდეგ - წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა სოციალურ ქსელ X-ზე, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ. 

მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკი კვლავ რჩება საქართველოსთვის ერთ-ერთ უმსხვილეს განვითარების პარტნიორად. 

„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ფინანსთა მინისტრთან და ADB-ის მმართველთა საბჭოს წევრთან, ლაშა ხუციშვილთან. 2007 წელს ADB-ში გაწევრიანების შემდეგ, საქართველოს, დაახლოებით, 6 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური დახმარება გავუწიეთ და დღემდე ვრჩებით ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს განვითარების პარტნიორად. სასიხარულო იყო საქართველოს რეფორმების მნიშვნელოვანი შედეგებისა და ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შესახებ მოსმენა — ეს საუკეთესო „დაზღვევაა" გარე შოკების წინააღმდეგ. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ საქართველოს პოზიციის გაძლიერების შესაძლებლობები შუა დერეფანში ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ციფრული კავშირების მიმართულებით. სიამოვნებით მოვისმინე ინოვაციურ და გარდამტეხ პროექტებზე, რომლებიც ADB-ის საქართველოში წამყვან საფინანსო განვითარების ინსტიტუტად აქცევს, მათ შორისაა, ადგილობრივ ვალუტაში გამოშვებული ობლიგაციები. ერთად გავაგრძელებთ ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს ეკონომიკური პროგრესისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესების მხარდასაჭერად", - წერს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასატო კანდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა