ისტორიაში პირველად - სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო ერთ სულზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2030 წლამდე პერიოდის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა.
ისტორიაში პირველად, სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო ერთ სულზე რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულშია და ამ ლიდერობას 2030 წლის ჩათვლით ინარჩუნებს.
საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზის სამი მიმართულებით მოხვდა 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულებში.
• ერთ სულზე რეალური მშპ-ს ზრდის ტემპი
• $GDP per capita მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ზრდის ტემპი
• $GDP per capita მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით მუდმივ ფასებში ზრდის ტემპი
1. სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს ეკონომიკა ერთ სულზე 2024 წელს 10,7%-ით გაიზარდა. რითაც მსოფლიოში გავიდა მეორე ადგილზე გაიანას შემდეგ, 21-ე საუკუნეში ერთ სულზე რეალური ეკონომიკის ისტორიული პროგრესით კი საქართველომ მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მოხვდა. სავალუტო ფონდის შეფასებით ჩვენი საუკუნის პირველ მეოთხედში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით ყველაზე მაღალ ზრდას გაიანას ეკონომიკა აჩვენებს. გაიანას რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა ერთ სულზე ამ 25 წლიან პერიოდში 876%-ს გადააჭარბებს, მეორე ადგილზე ჩინეთია 513%-იანი ზრდით, მესამეზე კი საქართველო გადის, რომლის რეალური ეკონომიკა ერთ სულზე 21-ე საუკუნის პირველ მეოთხედში 370 %-ით მოიმატებს. აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველო ასეთ ლიდერობას 2030 წლის ჩათვლით შეინარჩუნებს. 2030 წელს ერთ სულზე რეალური ეკონომიკის 30 წლიანი ზრდით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზე იქნება და ამ სამათეულწლიან პერიოდში ზრდა 500%-ს გადააჭარბებს.
2. მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე (GDP per capita PPP) ნომინალური ეკონომიკის ზრდით საქართველო 2024 წელს მსოფლიოში მეორე ადგილზე დაწინაურდა. სავალუტო ფონდის შეფასებით ზრდამ 13,3%-ს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ საქართველო ასევე მეორე ადგილზე გავიდა ამ მაჩვენებლის 12 წლიანი გაუმჯობესებითაც. 2012 წელთან შედარებით ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულზე საქართველოში 173%-ით გაიზარდა და 2024 წელს 28 258 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველო ამ მაჩვენებლის ისტორიული პროგრესითაც 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში მოხვდა. სავალუტო ფონდის შეფასებით, 21-ე საუკუნის პირველ მეოთხედში ერთ სულზე ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკის მაჩვენებელი საქართველოში 793%-ით გაიზრდება და 2025 წელს 30 749 საერთაშორისო დოლარს გაუტოლდება. ასეთ ლიდერობას საქართველო მომდევნო 5 წლის მანძილზე შეინარჩუნებს და 2030 წელსაც 30 წლიანი ზრდის ტემპით 21-ე საუკუნის საუკეთესო სამეულში იქნება. ერთ სულზე ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2030 წელს 43 434 საერთაშორისო დოლარს გადააჭარბებს.
3. ფონდის შეფასებით, საქართველოს ნომინალური ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით (GDP PPP, current prices) 2024 წელს უკვე გახდა 12 ნიშნა სიდიდე, გადააჭარბა 104 მილიარდ 403 მილიონ დოლარს და ისტორიაში პირველად გადაუსწრო ლუქსემბურგს, რომლის ეკონომიკა 2024 წელს 100 მილიარდ 527 მლნ დოლარს გაუტოლდა. 2024 წლიდან საქართველოს აქვს უფრო დიდი ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით ვიდრე ევროკავშირის და შენგენის ზონის 6 ქვეყანას _ ლუქსემბურგს, ლატვიას, ესტონეთს, კვიპროსს, მალტას და ისლანდიას. 2029 წლისთვის საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 149 მილიარდ საერთაშორისო დოლარს გადააჭარბებს, და პირველად გადაასწრებს სლოვენიას, რომლის ეკონომიკაც 2029 წლისთვის 147 მილიარდამდე გაიზრდება. 2030 წელს საქართველოს ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 159 მილიარდ 758 მილიონი საერთაშორისო დოლარი გახდება და 2025 წელთან შედარებით გაიზრდება 41%-ით. 2030 წელს საქართელოს ექნება უფრო დიდი ნომინალური მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ვიდრე ევროკავშირის და შენგენის ზონის 7 ქვეყანას: ლუქსემბურგს, სლოვენიას, ისლანდიას, მალტას, კვიპროს, ლატვიას და ესტონეთს.
სხვა სიახლეები
ელექტროენერგიის ექსპორტი აზერბაიჯანშიც დაფიქსირდა, თუმცა ესეც არ იყო კომერციული ტრანზაქცია | Galt & Taggart
23.07.2026.08:40
Galt & Taggart - ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოში - ივნისი 2026”-ს აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, 2026 წლის ექსპორტის შემცირება და გენერაციის შეზღუდვები საქართველოს ენერგოსისტემის სეზონურ გამოწვევებს ნათლად გვაჩვენებს 2026 წლის ივნისში ადგილობრივი მოხმარება წლიურად 0.3%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა, ხოლო ექსპორტი 84.3%-ით შემცირდა 0.004 ტვტ.სთ-მდე. შედეგად, ჯამურმა მოთხოვნამ 15.5%-ით იკლო 1.1 ტვტ.სთმდე.
,,ივნისში ელექტროენერგიის კომერციული ექსპორტი არ განხორციელებულა. ერთადერთი ექსპორტიორი იყო ესკო, რომელმაც დააბრუნა ძველი ვალი. ექსპორტის
შემცირების მიზეზი თურქეთში ჭარბი გენერაცია იყო, რის გამოც თურქეთმა შეზღუდა საქართველოდან იმპორტი. საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია წლიურად
16.3%-ით შემცირდა. შემცირებული მოთხოვნის ფონზე, საქართველოს ელექტროსისტემას მოუწია გენერაციის შეზღუდვა მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის დასაცავად, მაისის მსგავსად. ჩვენი მოლოდინით, ივლისში გენერაციის შეზღუდვის მოცულობა შემცირდება, სეზონურად შემცირებული ჰიდროგენერაციის და 6
ივლისიდან დაწყებული ექსპორტის გამო.
2026 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 7.3 ტვტ.სთ შეადგინა. იმპორტისა და
თბოგენერაციის წილი ჯამურ მიწოდებაში 31.1%-ს წარმოადგენდა (vs 25.8% 1H25).
გაზრდილია იმპორტ-დამოკიდებულება იანვარ-აპრილში და შემცირებულია ექსპორტი მაისი-ივნისში, რაც საქართველოს სეზონურ გამოწვევებს უსვამს ხაზს. აუცილებელი ხდება ისეთი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც უპასუხებს საქართველოს
სეზონურ გამოწვევებს. ესენია: რეზერვუარიანი ჰიდროსადგურები, ქარის სადგურები, ენერგიის დამაგროვებელი ბატარეები და საექსპორტო ინფრასტრუქტურა (შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ჩათვლით)”, - აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, Galt & Taggart - ის შეფასებით, ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა აფხაზეთში და გაიზარდა პირდაპირი და საცალო მომხმარებლებისთვის
ელექტროენერგიის მოხმარება 2026 წლის ივნისში წლიურად 0.3%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა. სეგმენტების მიხედვით:
• აფხაზეთის რეგიონი: -8.7% წ/წ
• პირდაპირი მომხმარებლები: +2.5% წ/წ
• საცალო მომხმარებლები: +1.5% წ/წ
მოხმარების ეს ტრენდი დაკავშირებულია კლიმატურ ფაქტორებთან და ენერგოინტენსიური საწარმოების სტაბილურ მუშაობასთან.
,,ივნისში გენერაცია შემცირდა სისტემის ოპერატორის მიერ დაწესებული გენერაციის შეზღუდვის გამო. ივნისში მოხმარების უმნიშვნელო ზრდას დაემთხვა ექსპორტის მინიმუმამდე შემცირება, რის გამოც ჯამური მოთხოვნა შემცირდა. მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის დასაცავად, სისტემის ოპერატორმა (ელექტროსისტემამ), მაისის თვის მსგავსად, მოითხოვა გენერაციის შეზღუდვა. ჩვენი ინფორმაციით, ივნისში კარგი ჰიდროლოგია იყო და რომ არა შეზღუდვები, გენერაცია წლიურად გაიზრდებოდა. შესაბამისად, გენერაციის წლიური კლება მეტწილად შეზღუდვებით აიხსნება.
2026 წლის ივნისში ადგილობრივი გენერაცია 16.3%-ით შემცირდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა, აქედან:
o ჰიდროგენერაცია: -16.1% წ/წ, მათ შორის:
o ენგურ-ვარდნილი: +3.3% წ/წ
o სხვა რეგულირებული ჰესები: -30.7% წ/წ
o დერეგულირებული ჰესები: -34.8% წ/წ
o ქარის და მზის გენერაცია: -14.0% წ/წ
o თბოგენერაცია: მინიმალური გენერაცია ტესტირების გასავლელად.
ელექტროენერგიის კომერციული იმპორტი არ განხორციელებულა”, - წერს Galt & Taggart - ი.
Galt & Taggart - ი გენერაციის შეზღუდვების გაგრძელებას ივლისის პერიოდში
არ მოველის, რადგან:
• ისტორიულად, ივლისის თვე ნაკლები გენერაციის სიჭარბით ხასიათდება - დასრულებულია წყალუხვობის პერიოდი მდინარეებში.
• საქართველოს კლიმატური პირობებისა და ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, მოსალოდნელია ადგილობრივი მოხმარების ზრდაც.
• თურქეთში ექსპორტი დაიწყო 6 ივლისიდან, რაც ენერგიაზე მოთხოვნას გაზრდის.
• ესკოს გაფორმებული აქვს თურქეთთან ბარტერის შეთანხმება, რომლის პირობებიც შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი მაისის თვის მიმოხილვაში. ბარტერის გამოყენება გაზრდის ექსპორტს და შესაბამისად მოთხოვნას ელექტროენერგიაზე.