მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

ის, რომ დისტრიბუტორი გთავაზობს კონკრეტულ მაღალ „ქეშბექს“ კონკურენტის გაყვანის სანაცვლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია - „უნივერსამის“ დამფუძნებელი იოსებ ღუდუშაური

news image

ის, რომ დისტრიბუტორი გთავაზობს კონკრეტულ მაღალ „ქეშბექს" კონკურენტის გაყვანის სანაცვლოდ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ვფიქრობ, რომ ამას უფრო ჩაღრმავება სჭირდება. კონკრეტულ ქსელებში შეხვალთ და რომ ჩამოვთვალოთ 100 დასახელების პროდუქცია, 4 მაღაზიაში უნდა შევიდეთ, რომ ის პროდუქცია ვიყიდოთ, რასაც ჩვენს ქსელში ადგილი არ აქვს, - განაცხადა „უნივერსამის" დამფუძნებელმა, იოსებ ღუდუშაურმა.

მან ისაუბრა დიდი და პატარა ქსელების "ქეშბექებთან" და შეთავაზებებთან მიმართებით განსხვავებულ მიდგომაზე.

„გაიყვანს ერთი ქსელი, დავუშვათ, „კოკა-კოლას" და აქვს „პეპსი", მას „პეპსი" 50 პროცენტიან ფასდაკლებას აძლევს და იმას მე ფასში ვერასდროს გავეკიდები, მაგრამ მას უღირს, იმიტომ, რომ თვითღირებულება ისედაც ლარ-ნახევარი აქვს და 4 ლარად გვთავაზობს და 50 %-ს აძლევს 2 ლარად, ის ყიდის 3 ლარად, მე კი 4 ლარად ვიღებ, ბუნებრივია, მაჯობებს. ქსელებს შემცირებული აქვს გასაყიდი პროდუქცია 1000 SQ-მდე [შეთავაზება], უდევს ორი კარაქი და მიდის ახალი მომწოდებელი, ეუბნება რომ კარაქი მაქვს - [ქსელი] ეუბნება, თუ არ მომცემ 50 პროცენტს, სულ ორი კარაქი მჭირდება, ან გადამიხადე 50, ან არ მინდა საერთოდ შენი კარაქი, ან იგივე ალკოჰოლი. სულ იყიდება 30-40 SQ ძირითადად, მაგრამ, დისტრიბუტორებთან ამ ურთიერთბებიდან გამომდინარე, ხშირად გვაქვს პატარა ქასელებს, 200 და 300 SQ. დიდი ქსელი ამას არ იღებს - იღებს იმ 50-ს რომელიც ყველაზე ღრმა ფასდაკლებას აძლევს და ერთგვარ კონკურენციას აჩაღებს“, - აღნიშნა ღუდუშაურმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას - თამარ იოსელიანი

16.04.2026.21:51

„საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აბასთუმანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტია, რაშიც, მისი შეფასებით, დასასვენებელი თუ სამკურნალო რესურსების გარდა დიდი როლი აქვს მის სამეცნიერო მნიშვნელობას, ეს ყველაფერი ერთად კი უნიკალურ გარემოს ქმნის. ამასთან, თამარ იოსელიანი აქცენტს აკეთებს ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოსთან დაკავშირებით არსებულ გლობალური ტურიზმის ტენდენციებზე.

„გლობალური ტურიზმის ტენდენციების შესაბამისად, დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ძალიან მაღალი მოთხოვნაა ეკოლოგიურად ჯანსაღ, მშვიდ გარემოზე, და შესაბამისად, იმ კურორტებზე, რომლებიც ვიზიტორებს სწორედ ასეთ გარემოს სთავაზობს. ამ მოთხოვნებს სრულად პასუხობს აბასთუმანი, რაც მას კიდევ უფრო ღირებულ ტურისტულ ლოკაციად აქცევს", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, აბასთუმნის კურორტის მაღალ ღირებულებას კიდევ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა უზრუნველყოფს - მისი კლიმატო-ბალნეოლოგიური პოტენციალი, მინერალური წყლები, ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან სიახლოვე. თამარ იოსელიანის განცხადებით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე,  კურორტის შემდგომი,  კომპლექსური განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

„ამ მიზნით აქტიურად ვმუშაობთ - სტრატეგიული დაგეგმვითი პროცესი მიზნად ისახავს კურორტის გრძელვადიან და დაბალანსებულ განვითარებას, რაც მის კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის " - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აბასთუმნის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობაზე - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიაზე, რომელიც 1932 წლიდან ფუნქციონირებს, მნიშვნელოვანი სამეცნიერო დანიშნულების ობიექტია და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული გარემო პირობების დაცვაზე.მისი თქმით, ცვლილება ემსახურება ქვეყნისთვის პრიორიტეტული სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობა და შესაბამისად დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვების ხარისხი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა