მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.5
0.001
flag
AZN 1.5848
-0.0003
flag
CNY 39.479
-0.0022
flag
EUR 3.1771
0.0037
flag
GBP 3.6439
-0.0046
flag
KZT 57.5
0.0021
flag
TRY 0.06
-0.0002
flag
USD 2.6936
-0.001

ის მიდგომები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ უკვე დაინერგა, კალაპოტში სვამს ენერგეტიკის დარგს და ძალიან მნიშვნელოვანია - მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი

news image

მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი მარგებაძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოს მიერ დანერგილი მიდგომები მნიშვნელოვანია დარგის განვითარებისთვის. ამის შესახებ გიორგი მარგებაძემ „ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში ენერგეტიკის საკითხებზე გამართული დისკუსიის შეფასებისას ისაუბრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

„ის მიდგომები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ უკვე დაინერგა, ჩარჩოში და კალაპოტში სვამს ენერგეტიკის დარგს და ძალიან მნიშვნელოვანია. სხვადასხვა საკითხებთან ერთად განვიხილეთ საკანონმდებლო თემები - კანონში შესატანი ცვლილება ქონების გადასახადის საკითხთან დაკავშირებით, ყველა სადგურს თავად მოუწევს სერიოზული კონტრიბუციის გაკეთება რეგიონებში და შესაბამისად, ეს კანონმდებლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, - აღნიშნა მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა.

ამასთან, გიორგი მარგებაძის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შედგა სახელმწიფოს გადაწყვეტილებაზე ენერგეტიკის სექტორში ჯარიმების პატიების თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც დარგის განვითარებას წაადგება.

ასევე მან ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტსა და მის აუცილებლობაზე.

„გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი მნიშვნელობის პროექტი იქნება განხორციელებული, მის აუცილებლობაზე, თანმდევ საკითხებზე ვისაუბრეთ, რომელიც მოიცავს ელექტროქსელების და ინფრასტრუქტურის განვითარებას, გაჯანსაღებას და ზოგადად ახალი გენერაციების ექსპლუატაციაში შეყვანას", - აღნიშნა გიორგი მარგებაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image TOP 3 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ფორთოხლის იმპორტს ახდენს

17.04.2026.19:00

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ უცხოეთის ბაზრებიდან 1 951.2 ათასი დოლარის ღირებულების 3 447.2 ტონა ფორთოხალი იყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ორ თვეში ფორთოხლის იმპორტი 3 010.3 ტონა იყო. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით საქართველოში ფორთოხლის იმპორტი 15%-ით არის გაზრდილი.

საქართველოში იმპორტირებული ფორთოხლის 64% ქვეყანაში ირანიდან შემოდის.

TOP 3 ბაზარი, საიდანაც საქართველო ფორთოხლის იმპორტს ახდენს:

  • ირანი - 2 193.9 ტონა;
  • თურქეთი - 1 003.0 ტონა;
  • ეგვიპტე - 250.3 ტონა;

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა