მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7073.8
0.0003
flag
AZN 1.5985
0.0001
flag
CNY 37.878
-0.0007
flag
EUR 3.1875
0.0004
flag
GBP 3.6909
-0.005
flag
KZT 52.32
0
flag
TRY 0.0679
-0.0001
flag
USD 2.7181
0.0001

ირაკლი ნადარეიშვილი ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დელეგაციას შეხვდა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილე ხან ძუნი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ჩინეთს შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის, ფრენების სიხშირეთა გაზრდისა და ახალი ავიამიმართულებების დამატების შესაძლებლობა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დადებითად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის, ისეთ სექტორებში, როგორიცაა სამოქალაქო ავიაცია, სადაც ზრდადია როგორც ფრენების სიხშირე, ასევე მგზავრთნაკადი. „ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩინეთთან ურთიერთობის მეტი გაღრმავებით სამოქალაქო ავიაციის სექტორში. როგორც ქართული, ისე ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან გამოხატულია მზარდი ინტერესი საქართველოსა და ჩინეთის საავიაციო ბაზრების ათვისების და ოპერირების გაფართოების კუთხით. ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადის ზრდას," - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა. მისი თქმით, ჩინეთთან სიხშირეებისა და ავიამიმართულებების დამატება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და ტურისტული ნაკადების ზრდას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2024 წელს ორ ქვეყანას შორის საჰაერო გზით გადაყვანილ იქნა 57,184 მგზავრი, რაც 2023 წელთან შედარებით 45%-იან ზრდას წარმოადგენს. რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებს, საქართველოსა და ჩინეთს შორის გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 29,212 შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 91%-ით მეტია. ამჟამად, საქართველოსა და ჩინეთს შორის რეგულარულ სამგზავრო რეისებს ახორციელებენ China Southern Airlines-ი და Air China ურუმჩი - თბილისი - ურუმჩის საჰაერო ხაზზე. ჯამში, სამგზავრო ფრენები კვირაში 10 სიხშირით ხორციელდება. ქვეყნები ასევე თანამშრომლობენ სატვირთო ავიაგადაზიდვების სფეროშიც, რომლებზეც მოთხოვნა არსებობს როგორც ქართული, ისე ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან.

მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ, შეხვედრა ორი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის უწყებებს შორის გაგრძელდა, სადაც განხილულ იქნა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა საავიაციო ბაზრების ეტაპობრივი ურთიერთგახსნა, მგზავრთნაკადისა და საჰაერო ტვირთბრუნვის ზრდა, ახალი ავიამიმართულებების დამატება და ა.შ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image I კვარტალში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეკონომიკის 42.0%-იან ზრდას აქვს ადგილი - ფინანსთა სამინისტრო

08.07.2025.19:00

წინასწარი შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკური ზრდა იყო 9.4 პროცენტი, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში ზრდა დაფიქსირდა 9.8 პროცენტზე. პირველ კვარტალში 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 42.0 პროცენტიან ზრდას აქვს ადგილი.
2025 წლის პირველ კვარტალში მშპ-ს რეალური ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია: 28.6 % (1.9 პ.პ.)
  • განათლება: 27.7% (1.7 პ.პ.)
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები: 12.9% (1.1 პ.პ.)
  • ტრანსპორტი და დასაწყობება: 9.5% (0.8 პ.პ.)
  • სახელმწიფო მმართველობა: 11.0 % (0.8 პ.პ.)
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა: 6.1 % (0.7 პ.პ.)
  • კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
  • შემდეგმა დარგმა:
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა: -4.6% (-0.2 პ.პ.)

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა