ეკონომიკური ფორუმი კარგი საშუალებაა სამომავლო პერსპექტივების დანახვის, რომელიც როგორც ბიზნესს, ასევე სახელმწიფოს ხელს უწყობს ეფექტური განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებაში - ირაკლი კვერღელიძე
ასეთი ფორუმები არის კარგი საშუალება დისკუსიის, აზრთა გაცვლის და შემდეგი პერსპექტივების დანახვის, - ამის შესახებ „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ განაცხადა, რომელიც ეკონომიკური ფორუმის მე-20 დისკუსიაში იღებდა მონაწილეობას და რომლის თემაც „საქართველოს საფინანსო და საინვესტიციო პოლიტიკა“ იყო.
რიგით მეოცე ეკონომიკური ფორუმი ფინანსთა მინისტრმა გახსნა, რომლის ერთ-ერთი სპიკერიც იყო ასევე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.
ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ორგანიზატორებს დღევანდელი ფორუმისთვის, რადგანაც ასეთი ფორუმები არის კარგი საშუალება დისკუსიის, აზრთა გაცვლის, შემდეგი პერსპექტივების დანახვის, რომელიც როგორც ბიზნესს ასევე სახელმწიფოს ხელს უწყობს შემდეგი კიდევ უფრო ეფექტური განვითარების, სტრატეგიის ჩამოყალიბებაში. ამიტომ რა თქმა უნდა დადებითად ვაფასებ. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, სტუმრებს, სპიკერებს, რომლებმაც საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია გამართეს დღეს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ საკითხებზე, გამოწვევებზე და სამომავლო პერსპექტივებზე“, - აღნიშნა ირაკლი კვერღელიძემ.
დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
სხვა სიახლეები
სემეკმა რეგულირებადი საწარმოებისთვის ახალი საფასურები და ტარიფები დაადგინა
05.12.2025.17:47
საქართველოს ენერგეტიკისა და წყლმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საჯარო სხდომაზე შპს „ ჯიფაუერს“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციას“, შპს „მტკვარი ენერჯის“ და შპს „გარდაბნის თბოსადგურს“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი საფასური დაუდგინა.
სხდომაზე კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ასევე სს „ხრამჰესი I“ და სს „ხრამჰესი II“-ისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის და სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის“ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ.
კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „ჯიფაუერისთვის“ საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი საფასური განისაზღვრა 40,266 ლარით დღეზე, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ - 58,096 ლარით დღეზე, შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ - 76,319 ლარით დღეზე, ხოლო შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“ - 325,793 ლარით დღეზე.
რაც შეეხება სს „ხრამჰესი I“ და სს „ხრამჰესი II“-ისთვის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს, სს „ხრამჰესი I“-ის ტარიფი განისაზღვრა 4.764 თეთრით კვტ.სთ.-ზე, სს „ხრამჰესი II“-ისთვის - 4.259 თეთრით კვტ.სთ.ზე, ხოლო სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის“ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასური დარჩა უცვლელი.