ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მოწვევით ბაქოში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური 24 ნოემბერს ქალაქ ბაქოში SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის") ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ მთავრობის მეთაურთა სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა. ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.
SPECA-ს დაარსებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ფორუმი წელს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით იმართება.
დღის ტოპ 10 სიახლე
STEM ოლიმპიადაზე 150-ზე მეტი სკოლა დარეგისტრირდა - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
სხვა სიახლეები
საქართველოში სუნამოების იმპორტი მზარდია - TOP 5 იმპორტიორი ქვეყანა
11.12.2025.19:00
საქართველოში სუნამოების იმპორტი მზარდია. 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ქვეყანამ 38 979.3 ათასი დოლარის ღირებულების იმპორტი განახორციელა, მაშინ როდესაც 2024 წლის 10 თვეში საქართველოში სუნამოების იმპორტი 33 579.5 ათას დოლარს შეადგენდა. შესაბამისად წლიურ ჭრილში საქართველოში სუნამოების იმპორტი (ღირებულებით ჭრილში) 16%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მეტი ღირებულების სუნამოების იმპორტი საფრანგეთიდან დაფიქსირდა.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო სუნამოებს ყიდულობს: