ინვესტორს ნავთობისა და გაზის ძებნა-მოპოვებასთან ერთად ბუნებრივი წყალბადის ძიების უფლებაც მიენიჭება - ინიციატივის დეტალები
საქართველოს პარლამენტი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს, რომლის ინიციატორიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.
ცვლილებით, კანონით დადგენილი პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებით და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ინვესტორს მიენიჭება უფლება ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასთან და მოპოვებასთან ერთად განახორციელოს ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების ოპერაციები. ამისათვის „ნავთობისა და გაზის“ შესახებ საქართველოს კანონში ხორციელდება რიგი ცვლილებები, კერძოდ, განიმარტება ბუნებრივი წყალბადის და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების ცნებები. ფართოვდება/ზუსტდება პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების და მის საფუძველზე გასაცემი ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ცნებები. კერძოდ, დგინდება, რომ ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების წარმოების უფლება შესაძლებელი იქნება სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების ფარგლებში. შესაბამისი დებულებების პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებაში შეტანა შესაძლებელი იქნება ტენდერში გამარჯვებული ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში, სააგენტოსა და ინვესტორს შორის ამ ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებების წარმოების პროცესში. ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების წარმოების უფლების მოპოვებას შეძლებენ ასევე ის ინვესტორები, რომლებსაც სააგენტოსთან უკვე გაფორმებული აქვთ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება მასში შესაბამისი ცვლილებების შეტანის საფუძველზე. ორივე შემთხვევაში, ინვესტორზე გაიცემა ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია, რომელიც დაადასტურებს ინვესტორისათვის ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებასთან ერთად ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების წარმოების უფლებასაც. კანონპროექტში ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებთან დაკავშირებული სხვა ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და ემსახურება ინვესტორის მიერ სწორად ამ უფლებების საკანონმდებლო დონეზე შეუფერხებლად გამოყენების შესაძლებლობას. აგრეთვე, საკანონმდებლო დონეზე დგინდება ნავთობის ეროვნული კომპანიის მიერ თავისუფალ სალიცენზიო ბლოკებზე, სახელმწიფოს სახელით, ნავთობისა და გაზის ძებნა ძიებისა და მოპოვების ოპერაციების და ბუნებრივი წყალბადის ძებნა ძიებისა და მოპოვების ოპერაციების განხორციელებისათვის აუცილებელი ნორმატივები. წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, აღნიშნული შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებისა და მოპოვების განსახორციელებლად შემუშავებულ პროექტს მიენიჭება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტის სტატუსი. ასეთი სტატუსის მინიჭების საკითხს გადაწყვეტს საქართველოს მთავრობა - განკარგულებით. აღნიშნული ცვლილების ფარგლებში, ნავთობის ეროვნული კომპანია ნავთობისა და გაზის ოპერაციებს და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციებს განახორციელებს სააგენტოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების და მის საფუძველზე გაცემული ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის შესაბამისად, ანუ იმოქმედებს როგორც ინვესტორი.
განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირების არარსებობის პირობებში შეუძლებელია ბუნებრივი წყალბადის (წიაღში აკუმულირებული ბუნებრივი წყალბადის) მოპოვებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება. ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ბუნებრივი წყალბადის მოპოვება ნავთობისა და გაზის მოპოვების ანალოგიურ პროცედურებს გულისხმობს და ხშირ შემთხვევაში მოიპოვება ნავთობისა და გაზის გამოფიტული ან მიტოვებული საბადოებიდან. შესაბამისად, ინვესტორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია, რათა მან განახორციელოს წიაღის შესწავლა, ბურღვითი სამუშაოებები და ბუნებრივი წყალბადის მოპოვება, შენახვა და ა.შ. ასეთ ცოდნას, კვალიფიკაციას და გამოცდილებას, რასაკვირველია ფლობენ ნავთობისა და გაზის კომპანიები, მათ შორის საქართველოში მოღვაწე კომპანიები. აქედან გამომდინარე, სავსებით ლოგიკურია, ბუნებრივი წყალბადის მოპოვების უფლება მიენიჭოს ნავთობისა და გაზის კომპანიებს მათთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ფარგლებში. რასაკვირველია, აღნიშნული სიახლეების „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში დანერგვის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება საქართველოს მიერ ენერგოეფექტურობის, მწვანე და განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მიმართ მსოფლიოში არსებული ტენდენციები და მიდგომები.
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის არსებული რედაქცია არ აკონკრეტებს, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფოს მიერ ამავე ნავთობისა და გაზის ან/და ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიება და მოპოვება, რაც საკანონმდებლო ხარვეზს წარმოადგენს და აუცილებელია დადგინდეს პროცედურა, რაც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს განახორციელოს საქმიანობა თავისუფალ სალიცენზიო ბლოკზე.
კანონპროექტის მიღების შედეგად, პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებისა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ფარგლებში ინვესტორს და სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების ოპერაციები. ასევე, ცალკე განისაზღვრება ნავთობის ეროვნული კომპანიისათვის სახელმწიფოს სახელით ნავთობისა და გაზის ოპერაციების ან/და ბუნებრივი წყალბადის ოპერაციების წარმოების უფლებების მინიჭების პროცედურული საკითხები იმ სალიცენზიო ფართობზე, რომელზეც არცერთ ინვესტორს არა აქვს მინიჭებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების უფლება. ამასთან, კანონპროექტის მიღებით აღმოიფხვრება ნავთობისა და გაზის მოპოვების, გადამუშავების, შეგროვების, მომზადების, შენახვის და ტრანსპორტირების განხორციელების პროცესში არსებული საკანონმდებლო და ნორმატიული ხასიათის ხარვეზები, რომლებიც აფერხებს ნავთობმრეწველობის სფეროში ინვესტიციების მოზიდვას და დარგის განვითარებას.
ამასთან, კანონპროექტის მიღებით აღმოიფხვრება ნავთობისა და გაზის მოპოვების, გადამუშავების, შეგროვების, მომზადების, შენახვის და ტრანსპორტირების განხორციელების პროცესში არსებული საკანონმდებლო და ნორმატიული ხასიათის ხარვეზები, რომლებიც აფერხებს ნავთობმრეწველობის სფეროში ინვესტიციების მოზიდვას და დარგის განვითარებას.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
13.06.2025.11:00
სასაქონლო ნიშნების შესახებ მომართვიანობა გაზრდილია, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქპატენტის ხელმძღვანელმა სოსო გიორგაძემ განაცხადა. რომელმაც აღნიშნა, რომ სასაქონლო ნიშნების შესახებ მომართვიანობის ზრდა პირდაპირ კავშირშია ეკონომიკურ ზრდასთან.
„ვფიქრობ, რომ საზოგადოებას კარგად ესმის ინტელექტუალური საკუთრების სხვადასხვა ფორმების ფასი, რომელიც ერთგვარი მაჩვენებელია ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის. მაგალითად, თუ ავიღებთ სასაქონლო ნიშნების შესახებ მომართვიანობას, რომელიც გაზრდილია და პრაქტიკულად გადააჭარბა ნიშნულს, რომელიც იყო პანდემიამდე პერიოდში. მოგეხსენებათ, რომ პანდემიამ ეს პროცესი შეანელა, როგორც ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი. სასაქონლო ნიშნების მომართვიანობა რატომ არის საინტერესო ეკონომიკური თვალსაზრისით, როგორც ქვეყნის შიდა, ასე საერთაშორისო განაცხადები ასახავს ბიზნესის ინტერესს, საქართველოში დაიცვას თავისი კომპანიის სახელი. რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის საინტერესოა საქართველოს ბაზარი, აპირებს აქ საქმიანობას, აპირებს წარმოების დაწყებას, გაზრდას ან პროდუქციის შემოტანას. ამ ნაწილში სასაქონლო ნიშნების მომართვიანობა გაზრდილია, რაც ერთმანეთს ემთხვევა დაწყებული სსფ-ს ანგარიშებით და დამთავრებული უშუალოდ კონკრეტული სტატისტიკები, რომელიც აისახება ჩვენთან ან სამეწარმეო ინდექსში.
სხვა ფორმებზე ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ, რომ საქპატენტი საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან ერთად, მათი ხელმძღვანელობით აგრძელებს საკანონმდებლო ინიციატივებს. ბოლო 2 წლის განმავლობაში ყველა კანონი ან ძირეულად შეიცვალა ან სრულად ახალი დაიწერა. დარჩენილი იყო ერთი ნაწილი ეს არის „დიზაინის შესახებ“ კანონი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია, როგორც ინტელექტუალური საკუთრება. საქპატენტმა მოამზადა თანამედროვე ინიციატივები, რომელიც უკვე მოიწონა საქართველოს მთავრობამ და წარდგენილია საქართველოს პარლამენტში შემდგომი განხილვებისთვის. პრაქტიკულად ამით დასრულდება ერთი ციკლი ინტელექტუალური საკუთრების მარეგულირებელი აქტების, ცვლილების და ახალი აქტების შემოღებისა. ვარაუდობთ, რომ კანონპროექტი პირველი მოსმენით საშემოდგომო სესიაზე გავა და იმედი გაქვს, რომ 2026 წლის საგაზაფხულო სესიაზე საბოლოო დასრულდება ამ ცვლილების განხილვა და მიღება“, - აღნიშნა სოსო გიორგაძემ.