ინვესტორის შერჩევის მიმართულებით გვაქვს პროგრესი - ლევან დავითაშვილი ანაკლიის ნავსადგურის პროექტზე
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის შერჩევის მიმართულებით გაქვს პროგრესი, - ამის შეახებ Business Insider Georgia-ს კითხვის პასუხად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, გარკვეული პროცესები მიმდინარეობს, რომლის შესახებაც საზოგადოებას მალე ეცნობება, ხოლო რაც შეეხება პორტის მშენებლობისთვის ჯერ კიდევ 2024 წელს დაწყებულ სამუშაოებს, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
„რაც შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს თვის ბოლომდე მედიას ექნება დეტალური ინფორმაცია სამშენებლო სამუშაოების პროგრესის შესახებ. აქაც ძალიან სწრაფი ტემპით მივდივართ. მე ვთქვი, რომ როდესაც მოხდა კონტრაქტორის შერჩევა ასევე ამ კონსორციუმში იყო წამყვანი დიზაინ კომპანია „როიალ ჰასკონინგი“, რომელიც ნომერი ერთია და მათთან ერთად მოხდა დაზუსტება საპროექტო პირობების და დეტალების. ამიტომ პროექტი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, ეფექტიანი იქნება განხორციელებისას და უფრო სწრაფად განხორციელებადიც. სამუშაოები მიდის პარალელურად, მათ შორის ხდება ძირითადი მასალის მობილიზება ტერიტორიაზე. პარალელურად მიმდინარეობს ის ლაბორატორიული კვლევები, რომელიც საჭიროა. თვის ბოლომდე დანიაში დაგეგმილია ძირითადი ტალღების ზემოქმედების კვლევების ჩატარება, რომელიც თებერვლამდე დასრულდება. შესაბამისად სამშენებლო სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიდის. პირიქით, უფრო ეფექტურად და სწრაფად განხორციელდება დროში.
რაც შეეხება ინვესტიციებთან დაკავშირებით. ჩვენ ინვესტორის შერჩევის სამუშაოებში გაქვს პროგრესი. იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მნიშვნელოვან საკითხებზე ჯერჯერობით მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით.
კონსორციუმის გაძლიერება ხდება. თავად კონსორციუმში ხდება დამატებითი მოთამაშეების გაჩენა. ანუ უფრო სოლიდური იქნება კონსორციუმის შემადგენლობა, რაც ამყარებს ამ პროექტს და ამის შესახებ ინფორმაციას უკვე თებერვალში მოგაწვდით. თუმცა ჩვენ აპრილი განვსაზღვრეთ წინადადებების დაზუსტების მორიგ თარიღად. მოლაპარაკებაში ბევრი საკითხი დაისვა პრეტენდენტის მხრიდან, რომელზეც ჩვენ პასუხები გავეცით და ასევე მოვითხოვეთ დაზუსტებები. ეს არის სამუშაო პროცესი, რომელიც პარალელურად მიმდინარეობს. დროში ეს არანაირად არ ცვლის პროექტის განხორციელებას. როგორც ვთქვით 2028 წლის ბოლოს და შეიძლება 2028 წლის დასაწყისშიც იქნება სრულად ოპერირებაში. ჩვენ მივიღებთ პირველ გემებს და პირველი ტვირთი შევა ანაკლიის პორტში. ანუ ინვესტორის შერჩევა მაქსიმალური პასუხისმგებლობით მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობას, კერძოდ ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის დაღრმავებას და ,,ტალღმტეხელის“ მოწყობის სამუშაოებს ბელგიური კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ასრულებს, რომელიც სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული და არაერთი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული მთელ მსოფლიოში.
Jan De Nul Group (იან დე ნულ ჯგუფი)-ის გამოცდილება ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ოფშორული ელექტროსადგურების მოწყობა, ზღვის ფსკერის დაღრმავება და საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - მათ შორის ნავსადგურების მშენებლობა, სამოქალაქო მშენებლობა და გარემოსდაცვითი პროექტების განვითარება. კომპანიის ძირითადი ოპერირების გეოგრაფიული არეალებია: ევროპა, სპარსეთის ყურე, აზია, აფრიკა, ამერიკა, და სხვ.
კომპანია საერთო ჯამში 7 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რომლებიც ყოველწლიურად 200-ზე მეტ პროექტს ახორციელებენ. კომპანიის ფლოტი შედგება 230-ზე მეტი გემისაგან და 430 ერთეული მძიმე ტექნიკისაგან. კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, მათი წლიური ბრუნვა 2.5 მილიარდ ევროს შეადგენს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.19:00
საქართველოდან ლუდის ექსპორტი გაზრდილია. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანამ ექსპორტზე 3 670.4 ათასი დოლარის ღირებულების 3 139 555 ლიტრი ლუდი გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 2 483 426 ლიტრს შეადგენდა. შესაბამისად მიმდინარე წლის პირველი ნახევრის სტატისტიკით ლუდის ექსპორტი წლიურად 26,4%-იაა გაზრდილი.
საქართველოში ჩამოსხმული ლედისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ყაზახეთია. სწორედ ყაზახეთზე მოდის საქართველოდან ექსპორტირებული ლუდის 32%-ი.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ლუდის ექსპორტს ახდენს:
ბოლო წლებში საქართველოდან ლუდის ექსპორტი მზარდია. 2024 წელს ქვეყანამ საექსპორტო ბაზრებზე სულ 5 875 035 ათასი დოლარის ღირებულების 7 048.4 ლიტრი ლუდი გაყიდა.