მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმედოვნებთ რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე - ნათია თურნავა

news image

„ინვესტორების მხრიდან ინტერესი მზარდია და ვიმეოვნებთ, რომ ბევრ ახალ ინვესტორს ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე", - ამის შესახებ ნათია თურნავამ ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საერთაშორისო ინვესტორებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ინვესტორებისთვის მიმზიდველია საქართველოს სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა, მართვადი ინფლაციური პროცესები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა.

,,მიუხედავად ყველა გეოპოლიტიკური გამოწვევისა, რაც მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში ხდება, საქართველო წლების განმავლობაში ავლენს ეკონომიკურ მდგრადობას. ჩვენი მაკროეკონომიკური პარამეტრები სტაბილური და მზარდია, ეკონომიკა ძლიერი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. სწორედ ეს არის ის, რაც ინვესტორებს განსაკუთრებით აინტერესებთ, რადგან მათი ინვესტიცია იყოს უკუგებადი და დაცული", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას განმარტებით, დღევანდელი გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური რისკების პირობებში საქართველო მაკროეკონომიკურ ბალანსს გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის დამსახურებით ინარჩუნებს, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებიც ადასტურებს. 

სებ-ის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ინტერესია საფინანსო სექტორის მიმართ, რაც საქართველოს საბანკო სისტემის სიმტკიცესა და განვითარების პოტენციალზე მიუთითებს.

„ჩვენ მუდმივად ვიყენებთ ასეთ მნიშვნელოვან პლატფორმებს, რათა მოვიზიდოთ ახალი ინვესტორები და გავაღრმავოთ ურთიერთობები უკვე არსებულ პარტნიორებთან", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ინვესტორებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის, ევროპის და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელმა. მხარეებმა განიხილეს საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური პარამეტრები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ბაზარზე არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს, მათ შორის უძრავი ქონების სექტორს, ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) მიმართულებას, ტრანსპორტირებასა და ლოჯისტიკას, ასევე საფინანსო სექტორს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის შექმნა არ ითვალისწინებს საერთაშორისო საჰაერო ტრასების გაუქმებას - ეკონომიკის სამინისტრო

16.04.2026.21:08

საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვეხმიანებით განზრახ შეცდომაში შემყვანი არასწორი და გადაუმოწმებელი ცნობების გავრცელებას აბასთუმნის ობსერვატორიის მიმდებარედ შემზღუდველი ზონის შექმნის მიზნობრიობასთან დაკავშირებით. 

განვმარტავთ, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში სანავიგაციო მონაცემების განახლების  ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები არ წარმოადგენს არსებით სიახლეს ან მნიშვნელოვან გადახრას არსებული პრაქტიკიდან და სრულად შეესაბამება როგორც ქვეყნის ინტერესებს, ისე  საერთაშორისო საავიაციო პრაქტიკას და სტანდარტებს და არ ეწინააღმდეგება თავისუფალი საჰაერო მარშრუტების სივრცის (FRA) პრინციპებს. მსგავსი ტიპის შეზღუდული ზონები საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული და ფართოდ გამოყენებული მექანიზმია.

აბასთუმნის ობსერვატორიამ შესაბამის უწყებას რამდენიმე წლის წინათ მიმართა და შეზღუდული ზონის ამოქმედების ინიციატივით გამოვიდა. ობსერვატორიის მიმართვებში კვალიფიციურად იყო დასაბუთებული, რატომ მოქმედებს უარყოფითად დატვირთული საჰაერო მოძრაობა და თვითმფრინავების საკონდენსაციო კვალი ასტროკლიმატსა და დაკვირვებების ხარისხზე. ამჟამადაც, მიღებული გადაწყვეტილება, პირველ რიგში, დაეფუძნა აბასთუმნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების ინტერესებს, რაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო ეკოლოგიური პირობების შექმნით და ფრენის უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.  

ამასთან, მიმდინარე ცვლილება არ ითვალისწინებს საერთაშორისო საჰაერო ტრასების გაუქმებას. სრულად არის შენარჩუნებული საჰაერო მოძრაობის უსაფრთხო და ეფექტიანი მართვის არსებული პარამეტრები. შესაბამისად, არ არსებობს წინაპირობა, რომ აღნიშნულმა ცვლილებამ გავლენა მოახდინოს საერთაშორისო ავიაკომპანიების ოპერირებაზე ან საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებაზე.

ვაზუსტებთ, რომ აღნიშნული შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ მაღალ სიმაღლეზე, სახელსაწყო ფრენის წესებით (IFR) შესრულებულ ფრენებზე, სადაც შესაძლებელია საკონდენსაციო კვალის წარმოქმნა, დაბალ სიმაღლეზე შესრულებული ვიზუალური ფრენები კი (VFR) შეზღუდვას არ ექვემდებარება.

ცვლილება ემსახურება ობსერვატორიის მიზნებს, ისევე როგორც ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას, რაც აბასთუმანის მსოფლიო ტურისტულ რუკაზე პოზიციონირებას გააძლიერებს.

აბასთუმანი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული კურორტია, სადაც ბუნებრივი და სამკურნალო რესურსები ორგანულად ერწყმის ერთმანეთს და ქმნის უნიკალურ, მრავალფუნქციურ სივრცეს. თანამედროვე გლობალური ტურიზმის ტენდენციების შესაბამისად, მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება ისეთ კურორტებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სუფთა ჰაერს, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოსა და ბუნებრივ სიმშვიდეს. სწორედ ამ მოთხოვნებს სრულად პასუხობს აბასთუმანი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ბუნებრივი პირობებითა და გამაჯანსაღებელი გარემოთი.

კურორტის კლიმატო-ბალნეოლოგიური პოტენციალი, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, ფიჭვნარი, მინერალური წყლები და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან სიახლოვე ერთობლიობაში განაპირობებს მის მაღალ ღირებულებას როგორც სამკურნალო, ისე რეკრეაციული ტურისტული მიმართულების თვალსაზრისით.

 

აბასთუმანის კურორტის მდგრადი და კომპლექსური განვითარება ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს სტრატეგიული დაგეგმვითი პროცესები, რომლებიც მიზნად ისახავს კურორტის გრძელვადიან, დაბალანსებულ და კონკურენტუნარიან განვითარებას.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ცვლილება ხელს შეუწყობს აბასთუმანში ტურისტული და სამეცნიერო შესაძლებლობების გაძლიერებას. ასევე აღვნიშნავთ, რომ განხორციელებული ცვლილება არ წარმოადგენს ბარიერს საქართველოს საჰაერო სივრცის განვითარებისთვის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შპს „საქაერონავიგაციასთან" ერთად, აგრძელებს მუშაობას საჰაერო სივრცის უსაფრთხო, ეფექტიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მართვის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა