მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

ინვესტორების მხრიდან ინტერესი მაღალი იყო ამ შემთხვევაშიც - ნათია თურნავა აშშ-ს ვიზიტს აჯამებს

news image

ინვესტორების მხრიდან ინტერესი მაღალი იყო ამ შემთხვევაშიც, - ასე აფასებს სებ-ის პრეზიდენტი აშშ-ში გამართულ შეხვედრებს, სადაც ნათია თურნავა ეკონომიკურ გუნდთან ერთად იმყოფებოდა. აშშ-ში სხვადასხვა დონეზე შეხვედრებს მართავდა, როგორც თავად სებ-ის პრეზიდენტი, ასევე პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი. ცნობილია, რომ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა JPMorgan-ის ორგანიზებითაც გაიმართა.

„საინვესტიციო ბანკმა JPMorgan-მა ორგანიზება გაუწია ჩვენს შეხვედრას საინვესტიციო ფონდებთან. საინვესტიციო ფონდები ძირითადად მსხვილი და ინსტიტუციური, კერძო ინვესტორები ფონდების სახით იყვნენ წარმოდგენილები. ნაწილი ამ საინვესტიციო ფონდების აქტიურები არიან, უკვე ისედაც არიან ჩვენს ბაზარზე წარმოდგენილები. ძირითადად ფასიანი ქაღალდების ვაჭრობით არიან დაკავებულები, ჩვენი სახაზინო ობლიგაციების, ჩვენი ფასიანი ქაღალდებით ინტერესდებიან. ნაწილი ახალი ინვესტორები იყვნენ, ვინც ახლა სწავლობდნენ საქართველოს ბაზარს. ინტერესი მაღალი იყო ამ შემთხვევაშიც. რამდენიმე თვის წინაც მქონდა მე ევროპაში მსგავსი შეხვედრა, ყოველთვის ამ ბოლო პერიოდში ვაწყდები იმიტომ, რომ ინტერესი არის ძალიან მზარდი. და ამას აქვს მარტივი ახსნა. საქართველო ამ გლობალური გამოწვევების, მაღალი გაურკვევლობის, ეკონომიკური კრიზისის, რყევების ფონზე წარმოადგენს ძალიან მომგებიან კონტრასტს. და მართლაც თვალსაჩინო მაგალითს, სადაც არის სტაბილურობა, სადაც არის მშვიდობა, მიუხედავად იმისა, რომ ურთულეს რეგიონში ვიმყოფებით. ეს მნიშვნელოვანი წინაპირობაა და სადაც არის სტაბილური მაკროეკონომიკური მდგომარეობა, არის გამორჩეულად მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს არ არის ერთჯერადი ფაქტორი, რაღაცით გამოწვეული. ბოლო 4 წლის განმავლობაში, რომ ავიღოთ ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი 9,4%-ია.  ახლა, რომ ვიყავით ვაშინგტონში ჩასულები სწორედ მაგ დროს გამოქვეყნდა სსფ-ს ბოლო ანგარიში, რომელშიც საქართველო რომ შეხედოთ შედარების ცხრილებს, მეორეა ზოგადად მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზეა რეალური შიდა პროდუქტის ზრდის ტემპით - 10,7%. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ეს რას ნიშნავს ინვესტორისთვის? ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალი მოგება ექნება. ჩვენთან ჩადებულ თითოეულ დოლარზე, ან ევროზე მიიღებს შედარებით უფრო მაღალ უკუგებას ვიდრე სხვაგან, რომელიც იმ რისკებსაც დაფარავს, რომ საქართველო რთულ გარემოცვაში იმყოფება და ბევრ სხვა ფაქტორს გააუმჯობესებს მისთვის“, - აცხადებს ნათია თურნავა.

მისივე თქმით, საინვესტიციო ფონდები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას, ყოველთვის როცა ახალი ფასიანი ქაღალდების გამოშვება იქნება.

„ძირითადად ეს არის პორტფელური ინვესტიციები, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე აქტიურობენ. რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს მარტივად რომ ვთარგმნოთ ნიშნავს იმას, რომ მეტი სავალუტო შემოდინება იქნება ქვეყანაში. ჩვენ ვაკვირდებით რამდენად არის ამ კუთხით გაუმჯობესებული ვითარება, სტაბილურია ჩვენი სავალუტო ბაზარი, ლარი ტრადიციულად როგორც ზაფხულში ახასიათებს მყარდება და ერთ ერთი ფაქტორია რა თქმა უნდა ინვესტიციები. ისევ და ისევ ვამბობ, რომ უყურებენ ისინი, რომ მთელი ამ რამდენიმე წლის განმავლობაში მიუხედავად კოვიდ-პანდემიისა, მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომისა, მიუხედავად სხვა გეოპოლიტიკური გამოწვევებისა, მიუხედავად ბევრი ფაქტორისა საქართველოში ნარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია. დღეს გამოქვეყნდა მარტის ბოლო მონაცემი, მშპ მარტში გაზრდილია 9%-ით. რაც ნიშნავს, რომ ჩვენი წლევანდელი პროგნოზი იქნება გაცილებით უფრო მაღალი, ალბათ, ვიდრე ჩვენ მანამდე ვარაუდობდით. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია. ხოლო ინფლაცია კვლავაც არის მიზნობრივის ირგვლივ. ანუ არ არის მაღალი. წინა წელს საშუალო ინფლაცია იყო 1,1%-ი, წელს არის მიახლოებული მიზნობრივთან, კვლავ დაბალია ინფლაცია და სხვა პარამეტრებიც არის პოზიტიური“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ვინ არის პასუხისმგებელი უცხოური საიტებიდან გამოწერისას - ირაკლი ლექვინაძის განმარტება გადამზიდავების როლზე

16.03.2026.13:00

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის განმარტებით, სააგენტო მომხმარებელთა უფლებების დაცვას 2022 წლიდან ახორციელებს, თუმცა ბოლო წლები მომართვიანობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა, რაც პირდაპირ უკავშირდება როგორც საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, ისე ონლაინ ვაჭრობის დინამიურ განვითარებას, რომელსაც ბუნებრივად ახლავს მომხმარებელთა პრეტენზიების მატება. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ სააგენტოს გადაწყვეტილებების დაახლოებით 90% მომხმარებელთა სასარგებლოდ წყდება, აღნიშნული გარემოება კი უწყების მიმართ ნდობას მნიშვნელოვნად ზრდის.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სააგენტოს აქტიური ჩართულობის შედეგად, მომხმარებლები წლიურ ჭრილში, ჯამურად, ერთ მილიონ ლარამდე ფინანსურ სარგებელს იღებენ. ეს მაჩვენებელი ხაზს უსვამს უწყების ეფექტიანობასა და მის როლს მოქალაქეთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის პროცესში.

„კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო უკვე 2022 წლიდან აღასრულებს ამ ფუნქციას, რასაც მომხმარებელთა უფლებების დაცვა ჰქვია. ბოლო წელი გამორჩეულია იმით, რომ თითქმის გაორმაგებულია მაჩვენებელი მომხმარებელთა მომართვიანობის. ეს ერთის მხრივ უკავშირდება იმას, რომ ცნობიერება უფრო გაზრდილია და უფრო მეტმა იცის საკუთარი უფლებების შესახებ. მეორე არის ის, რომ ზოგადად ვაჭრობის სფერო და ონლაინ ვაჭრობის სფერო საკმაოდ დინამიურად მზარდია და ზრდასთან ერთად ბუნებრივია იზრდება ის საკითხები რაც შეიძლება გარკვეულ პრობლემატიკას თუ მომხმარებლის პრეტენზიას უკავშირდებოდეს მოვაჭრის მიმართ. მე ვფიქრობ ასევე ჩვენი გადაწყვეტილებების უმრავლესობა, დაახლოებით 90% წყდება მომხმარებლის სასარგებლოდ და თვითონ მომხმარებელი ჰყვება შემდგომ თავის წრეში იმ გამოცდილების შესახებ, რომელიც ჰქონდა ჩვენს უწყებასთან და ესეც ვფიქრობ რომ ერთგვარი ნდობის ზრდის შედეგიც არის, იმიტომ რომ ალტერნატივა თუ აქვს მოვაჭრესთან, ერთი ალტერნატივა არის რომ მიმართოს კონკურენციის სააგენტოს, რომელსაც აქვს შეზღუდული ვადა საჩივრის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების, და მეორე ალტერნატივა არის სასამართლო, რომელიც ხარჯიანია და ასევე გრძელდება საკმაოდ ბევრად უფრო მეტხანს ვიდრე მაგალითად ჩვენთან საკითხის განხილვა.

ჩვენთან ყოველგვარი საზღაურის გარეშე, უდანახარჯოდ ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მოგვმართოს ნომერზე -1520 და მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია და განაცხადის წარმოდგენის შემდგომ უკვე ჩვენი თანამშრომლები ერთვებიან საკითხის მოგვარებაში. დაახლოებით წლიურად 1 მილიონ ლარამდეა ის თანხა, რომელსაც მომხმარებელი იბრუნებს ჩვენი ჩართულობის შედეგად. ხშირ შემთხვევაში ეს თანხები ერთეულ შემთხვევაში დიდი არ არის, შეიძლება იყოს 150 ლარი, 200 ლარი, 300 ლარი, ყოფილა 50 ლარიანი შემთხვევებიც, როდესაც მაგალითად პრინციპის საკითხია უბრალოდ რომ მომხმარებელმა საკუთარი უფლება დაიცვას. თუმცა ზოგჯერ მასშტაბი ერთ მოვაჭრესთან მიმართებაში იმხელაა, რომ ის ბევრი 50 და ბევრი 150 ლარია, ამიტომ ჯამში ამ ციფრზე გავდივართ და დაახლოებით 65% მოდის ონლაინ ვაჭრობაზე, იმიტომ რომ ეს სფერო დინამიურად მზარდია და პლუს განსხვავებით ფიზიკური ვაჭრობისგან მომხმარებელს ეს პირადი შეხება ნივთთან არ აქვს და როცა იღებს ნივთს მერე აქვს იმ მახასიათებლებთან შედარების საშუალება რაზეც თავიდან ჰქონდა სურვილი რომ ის მიეღო როგორც სასურველი ნივთი. ძირითადად არის ტექნიკა და ტანსაცმელი, რაც ამ ონლაინ ვაჭრობის ნაწილშიც და ფიზიკური ვაჭრობის ნაწილშიც ხვდება. და ბოლო პერიოდში გაზრდილია მიწოდების სერვისები“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

ირაკლი ლეკვინაძის განმარტებით, ონლაინ შეძენების პროცესში პრობლემები განსაკუთრებით მაშინ წარმოიქმნება, როცა ნივთი უცხოეთში რეგისტრირებული ვებ-პორტალიდან იგზავნება. ასეთ შემთხვევაში მთავარ პასუხისმგებლობას პორტალი და მისი ქვეყნის კანონმდებლობა განაპირობებს, თუმცა ტრანსპორტირების პროცესში ადგილობრივი კომპანიის ჩარევა, ნივთის დაკარგვა, დაზიანება ან ხარვეზით მიწოდება ხშირად წარმოადგენს მომხმარებლის პრეტენზიების მთავარ მიზეზს. მისი თქმით, მიწოდების სერვისების დინამიური ზრდასთან ერთად ასეთი პრობლემატიკაც უფრო აქტუალური ხდება.

„თუ მაგალითად უცხოეთში რეგისტრირებული ვებ-პორტალიდან ხდება ნივთის გამოწერა, უკვე ის გვერდია პასუხისმგებელი და იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც ის გვერდია რეგისტრირებული, თუმცა ტრანსპორტირებისას თუ მას ადგილობრივი კომპანია ემსახურება - ეს ნაწილია უკვე ჩვენი ყურადღების საგანია, იმიტომ რომ ნივთი ზოგჯერ იკარგება, ზოგჯერ ზიანდება, ზოგჯერ გარკვეული ხარვეზით ჩამოდის, რომელიც გადამზიდავის პრობლემაა და ეს სფერო ასევე თავის დინამიურ ზრდასთან ერთად ეს პრობლემატიკაც მზარდია ბოლო პერიოდში“, - ამბობს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა