ინვესტორების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკის მიმართ ძალიან მაღალია - ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი
ინვესტორების დაინტერესება საქართველოს ეკონომიკის მიმართ ძალიან მაღალია - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ლონდონში გამართული საქართველოს საინვესტიციო ფორუმის შეფასებისას.
როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე ინვესტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას და იმ შესაძლებლობებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით.
მან ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ფისკალური პოლიტიკისა და დისციპლინის როლზე, ინვესტორებს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, საშუალოვადიანი პროგნოზები, ასევე მოკლედ შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ საინვესტიციო პროექტებსა და სტრუქტურულ რეფორმებს.
„დაინტერესება საქართველოს ეკონომიკის მიმართ დიდია და მოიცავს სხვადასხვა სფეროსა და მიმართულებას, როგორც საფინანსო, ისე არასაფინანსო სექტორებში. ამ მხრივ, საქართველო გამორჩეულია მსოფლიოში. ქვეყანაში ფიქსირდება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ბოლო 4 წლის განმავლობაში და ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი შეიძლება ითქვას, რომ არის იმ პარამეტრებში, რაც ძალიან მიმზიდველს ხდის საქართველოში ინვესტირებას ბევრ ქვეყანასთან შედარებით", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ლონდონში გამართულ საქართველოს საინვესტიციო ფორუმში სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებიდან და ჯგუფებიდან 180-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
19.05.2025.14:07
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე ეროვნული ბანკის მუშაობას დადებითად აფასებს. როგორც კომიტეტის სხდომაზე სებ-ის 2024 წლის ანგარიშის მოსმენის შემდეგ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, ყველა პარამეტრი და რიცხვი მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული ბანკის მუშაობა წარმატებულია.
„რატომ ვუჭერთ მხარს ეროვნული ბანკის 2024 წლის ანგარიშს? ინფლაცია რამდენიმე წელია უკვე ნორმის ფარგლებშია და უფრო დაბლაც, სავალუტო რეზერვები მატულობს ყოველთვიურად მათ შორის აპრილშიც, რეფინანსირების სესხები მცირედით მაგრამ მაინც მცირდება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ნორმალური დამოკიდებულებაა, ე.წ. ცუდი სესხები მცირდება. ამასთანავე, რაც ალბათ, ჩვენს კომიტეტს ძალიან აინტერესებს 17 %-ით გაიზარდა ეკონომიკის დაფინანსება და ეკონომიკის დაფინასება ხდება ბანკებიდან. ითქვა, ისიც რომ 16 % ით გაიზარდა ფიზიკური პირების დეპოზიტები და 13 % ით იურიდიული პირების. ასევე ევროკავშირთან მყისიერი გადახდების სისტემასთან მიერთება, რომელზედაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. მარტო ეს ჩამონათვალი, სხვა, რომ არაფერი ვთქვა საკმარისია იმისთვის რომ ეროვნული ბანკის მუშაობა წარმატებულად შევაფასოთ.“-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის 2024 წლის ანგარიში დეპუტატებს სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გააცნო.