ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ, რაც დარგობრივი ინვესტორი Aqualia შემოვიდა - გიგა ნადირაძე
საქართველოს წყალმომარაგების სისტემის განვითარების ფარგლებში ინვესტიციები და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, - მიიჩნევს კომპანია GWP-ის ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე.
მისი თქმით, „აქვალიას“ შემოსვლამ მნიშვნელოვნად გაზარდა საინვესტიციო პროექტების მოცულობა და ყოველწლიური საინვესტიციო გეგმების შემუშავებისას კომპანია მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობს, რათა კომუნიკაციების მოწყობა მოხდეს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად.
„რამდენადაც ჩვენ ვართ ისეთი ტიპის სერვისის მიმწოდებელი, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია და წყალმომარაგების გარეშე შეუძლებელია არა თუ ქალაქში არამედ სხვა ტიპის დასახლებაშიც არსებობა, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ის საინვესტიციო გეგმები და პროექტები, რომლებსაც ჩვენ ყოველწლიურად ვახორციელებთ და რომელთა მოცულობაც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც დარგობრივი ინვესტორი "აქვალიას" სახით შემოვიდა საქართველოში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა პირდაპირ კავშირშია ესა თუ ის პროექტი საგზაო სამუშაოებთან ან სხვასთან, ჩვენ ჩვენის მხრივ ვუზიარებთ და მუნიციპალიტეტი ყოველთვის დაინტერესებული არის ჩვენი გეგმებით, რომელიც მიზნად ისახავს სერვისის გაუმჯობესებას, რათა მათ ჰქონდეთ ინფორმაცია და წვდომა იმ პროექტებზე, რომელიც პროექტებიც ემსახურება ამ ყოველივეს. რაც შეეხება ურთიერთთანამშრომლობას კონკრეტული პროექტების დონეზე, შეგვიძლია მარტივად ვთქვათ, რომ ყოველწლიურად როდესაც მომდევნო წლის გეგმა დგება ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ამ საინვესტიციო გეგმებზე, რომელიც ითვალისწინებს მილსადენების შეცვლასთან ერთად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასაც. ეს ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანია და საბოლოო ჯამში მომხმარებელი სარგებლობს იმ წყალმომარაგების სისტემებითაც და იმ საგზაო ინფრასტრუქტურითაც. სარგებელი ამ შემთხვევაში და ეფექტიანობა ერთობლივი მუშაობის გამოხატულია იმაში, რომ როდესაც მუნიციპალიტეტს გადაწყვეტილი აქვს ამა თუ იმ ქუჩაზე განახორციელოს საგზაო სამუშაოები, იქ უმეტეს შემთხვევაში არის მილსადენები, ჩვენი კომუნიკაციები და იმ კომუნიკაციების შესწავლა ხდება სანამ გაკეთდება საგზაო სამუშაოები - თუ საჭიროებს ის რეაბილიტაციას. რა თქმა უნდა ჩვენც ვიგეგმებით პარალელურ რეჟიმში და უმეტესობა პროექტებისა მსგავსი ტიპის მიდგომით ხორციელდება. ხდება ჯერ განახლება მიწისქვეშა კომუნიკაციების და შემდგომ საგზაო საფარის მოწყობა. ერთის მხრივ, როდესაც ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები კარგ მდგომარეობაშია ან განახლებულია, ალბათობა იმისა რომ დაზიანება მოხდეს და შემდგომ უკვე ექსკავაცია გავაკეთოთ და დავაზიანოთ ახლადმოწყობილი საფარი ფაქტობრივად ნულის ტოლია. მეორეს მხრივ, როდესაც ჩვენ საგზაო სამუშაოების პარალელურად ვიგეგმებით კომუნიკაციების შეცვლაზე, რა თქმა უნდა მუნიციპალიტეტი აწესრიგებს საგზაო ნაწილს და ეს საგზაო ნაწილის მოწესრიგება წყალმომარაგების კომპანიას არ უწევს და რა თქმა უნდა ეს უფრო გაცილებით ეფექტიანი არის ხარჯვით ნაწილში და ერთი დანახარჯით სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მონაწილეობით ვიღებთ იმ შედეგს, რომელიც სასურველია თითოეული მხარისთვის“, - აცხადებს გიგა ნადირაძე.
დღის ტოპ 10 სიახლე
Aqualia-ს სრული მზაობა აქვს იმისთვის, რომ საქართველო აქციოს ჰაბად - GWP-ის კომუნიკაციების დირექტორი
სხვა სიახლეები
სემეკში საჯარო სხდომა გაიმართა - რა საკითხები განიხილეს
19.02.2026.13:58
სემეკში საჯარო სხდომა გაიმართა, რომლის დროს კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა.
კომისიის სხდომაზე განიხილეს სალიცენზიო საკითხები. ასევე, საკითხები ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელებსა და წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლების მიერთებისა და ადმინისტრაციული წარმოების ვადების შესახებ.
სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს, მომსახურე კომპანიებთან არსებული სადავო საკითხების არსებობის შემთხვევაში მიმართონ სემეკს.
კონსულტაციების მიღება შესაძლებელია ქოლცენტრის საშუალებით, ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან), ასევე სემეკის Facebook გვერდის საშუალებით.