„ინნ დეველოპმენტის“ საცხოვრებელი კომპლექსი დიდ დიღომში, ნოემბრის ბოლომდე ჩაბარდება - ლანა ბლიაძე
„ინნ დეველოპმენტი დიდი დიღომის“ მშენებლობა დასრულებულია. როგორც Business Insider Georgia-სთან Inn Development - ინნ დეველოპმენტის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლანა ბლიაძემ განაცხადა, კომპანია დაპირებისამებრ ამ პროცესს შემოდგომის ბოლომდე დაასრულებს.
აღსანიშნავია, რომ „ინნ დეველოპმენტი დიდი დიღომის“ პროექტში 2 კვირის განმავლობაში იმოქმედებს აქცია და 1 კვ/მ ფართის ღირებულება 900 დოლარი იქნება.
„შემოდგომის ბოლოს, როგორც ჩვენს ბინადრებს დავპირდით, კომპლექსში ყველა ტიპის მოწყობითი სამუშაოები დასრულებული იქნება, პროექტის ორ კორპუსში ბინადრები უკვე გადმოვიდნენ, ხოლო რაც შეეხება მთლიანად კომპლექსს - ნოემბრის ბოლოსთვის დასრულებულის სტატუსი ექნება. ეზო უკვე მოპირკეთებულია, ტერიტორიაზე არის საბავშვო მოედანი, რეკრეაციული სივრცე, სპორტული მოედანი - ძალიან კარგი და გამწვანებული გარემოა, რაც დამეთანხმებით, ჯანსაღი ცხოვრებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ ბინების 80% უკვე გაყიდულია. შეიძლება იმ ადამიანებს, ვინც ბინას ეძებს, შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს დარჩენილი 20% ნაკლებად კარგად დაპროექტებული ბინებია - პირიქით, ძალიან კარგი გეგმარების ბინებია დარჩენილი, რომელთა ფართი 46 კვ/მ-დან იწყება.
შემოდგომის ბოლომდე ვერ, მაგრამ უახლოესი 2 კვირის განმავლობაში შევინარჩუნებთ ფასს, რომელიც 940 დოლარის ნაცვლად იქნება 900 დოლარი (ექვივალენტი ლარში)“ - აცხადებს ლანა ბლიაძე.
„ინნ დეველოპმენტის“ PR და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, საცხოვრებელი ფართების პარალელურად, პროექტში საკმაოდ მოთხოვნადია კომერციული ფართებიც.
„რაც შეეხება კომერციულ ფართებს, აქაც 80% უკვე გაყიდულია. ამ ფართების შეძენა ცნობილმა კომპანიებმა განახორციელეს, და შესაბამისად, ამ ლოკაციაზე სხვადასხვა ობიექტი განთავსდება. კომპლექსის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იქნება ყველა ის ობიექტი, რაც ადამიანს კომფორტული ცხოვრებისთვის სჭირდება - პროდუქტი იქნება ეს, თუ საყოფაცხოვრებო ნივთები “ - განმარტავს ლანა ბლიაძე.
“ინნ დეველოპმენტი“ - პრემიუმ კლასის დეველოპერული კომპანიაა, რომელიც მრავალი წელია პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე და საზოგადოებას ხარისხიან, კომფორტულ და უნიკალურ საცხოვრებელ სივრცეებს სთავაზობს.
კომპანია წარმატებულად ახორციელებს უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საცხოვრებელ და ბიზნეს პროექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის აღსანიშნავია საცხოვრებელი და ბიზნეს სივრცეები, როგორიცაა, სასტუმროები “ბაკურიანი ინნ”, “ახალციხე ინნ”, “გუდაური ინნ”, “გორი ინნ”, ასევე, საცხოვრებელი კომპლექსები ვაშლიჯვარში “რენესანსი ინნ”, “ბაკურიანი ინნ აპარტამენტები” მიმდინარე პროექტი “ინნ დეველოპმენტ დიდი დიღომი”.
კომპანია “ინნ დეველოპმენტი” წლების განმავლობაში აქტიურად ვითარდება და მომხმარებლებისთვის სანდოობასთან, კომფორტთან, საუკეთესო მომსახურებასა და ყველასთვის მორგებულ პირობებთან ასოცირდება.
2023 წელს კომპანია “ინნ დეველოპმენტი” შვეციარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის მონაცემებით “წლის ლიდერი ბრენდი” გახდა.
სხვა სიახლეები
24.09.2025.19:00
ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს 7 იუსტიციის სახლის მშენებლობა, - აცხადებს იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანია, რომელიც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი თქმით, გარდა იუსტიციის სახლების რაოდენობის გაზრდისა, გაიზრდება მობილური იუსტიციის სახლების რაოდენობაც.
„დღეს საქართველოში ფუნქციონირებს 125 იუსტიციის სახლი, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყველა ცენტრალურ ქალაქს იუსტიციის სახლი ფარავს. შეიძლება ითქვას, რომ პატარა დასახლებებშიც კი ვართ წარმოდგენილი იუსტიციის სახლებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ რადგან ჩვენი მთავარი პრინციპი არის, რომ ყველა სერვისი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, ვსაუბრობთ 500-მდე სერვისზე, რომელიც პერიოდულად იზრდება და ეს ტენდენცია მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება, რადგან ეს სერვისები ყველასთან რაც შეიძლება ახლოს უნდა მივიტანოთ, ბუნებრივია, ჩვენ წავედით ორი მიმართულებით.
ერთი - ეს არის იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესი. მაგრამ ისეთ პატარა დასახლებულ პუნქტებში, სადაც ეკონომიკურად და ფინანსურად არ იქნება გამართლებული, რომ აშენდეს შენობა, იქ ამ ტერიტორიებს ვფარავთ მობილური იუსტიციის სახლებით. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ სოფელში, დასახლებულ წერტილში ჩვენ წარმოდგენილები ვართ იმისთვის, რომ ნებისმიერი სერვისი იყოს ძალიან მარტივად, სწრაფად ხელმისაწვდომი ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება. და ბუნებრივია, როგორც მობილური იუსტიციის სახლების რაოდენობა გაიზრდება, ისე ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ რამდენიმე იუსტიციის სახლი ასევე ავაშენოთ.
ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს 7 იუსტიციის სახლის მშენებლობა. შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მალე, რამდენიმე დღეში გვექნება გლდანის იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონია. მოგეხსენებათ, გლდანი არის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ნაწილი თბილისის. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს რეალურად ვფიქრობთ, რომ ამით ძალიან დიდ პრობლემას მოვაგვარებთ. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შევამციროთ რიგები ცენტრალურ იუსტიციის სახლში, შევამციროთ ლოდინის რეჟიმი, თუმცა ეს ლოდინის პერიოდი არის ძალიან მცირე, თუ განსაკუთრებული აქცია არ არის იუსტიციის სახლში.
ასევე ჩვენი მიმდინარე მშენებლობები არის მცხეთაში. და მოგეხსენებათ, რომ განსაკუთრებით ტურისტული პერიოდი არის ძალიან დატვირთული მცხეთაში. ასე რომ, მცხეთელებს შემდეგ წლის პირველ ნახევარში უკვე ექნებათ ახალი იუსტიციის სახლი, სადაც ყველა იმ სერვისს მიიღებენ, რაც ნებისმიერ სხვა იუსტიციის სახლში ხელმისაწვდომია.
ასევე ვაშენებთ იუსტიციის სახლს ახმეტაში. ამ პერიოდამდე არ გვქონდა იუსტიციის სახლი. აქედან გამომდინარე, ახმეტაშიც განსაკუთრებულად ლამაზი არქიტექტურის შენობა იქნება. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ნებისმიერი იუსტიციის სახლი, რომელსაც ვაშენებთ, იყოს განსხვავებული არქიტექტურის - ლამაზი, ისეთი გამორჩეული, რომ ადამიანს დაამახსოვრდება, როგორც ვიზუალურად, ისე და ყველაზე მთავარი რა თქმა უნდა, სერვისის გაცემის ნაწილია, სადაც ნებისმიერი მოქალაქე უნდა იყოს მაქსიმალურად კმაყოფილი. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი.
ასევე მშენებლობები მიდის ხელვაჩაურში და ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე იქაც დავასრულებთ ამ პროცესს. ზოდში, ტოლებში - ეს მცირე დასახლებებია: ერთი გურიაში, მეორე იმერეთში“, - აცხადებს ვახტანგ ჟვანია.