მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.8
0.0025
flag
AZN 1.5911
-0.0001
flag
CNY 38.179
0.0111
flag
EUR 3.1204
-0.0019
flag
GBP 3.5503
0.0081
flag
KZT 52.19
0.0014
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7052
-0.0004

ინგა ფხალაძემ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორთან საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული ტენდენციები, დაგეგმილი პროექტები და რეფორმები განიხილა

news image

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორს არტურ ლორკოვსკისა და მის თანმხლებ პირებს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებული ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები და რეფორმები.
ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების დირექტორმა კიდევ ერთხელ განაცხადა ორგანიზაციის მზადყოფნა გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა და ხელშეწყობა აღნიშნული პროცესების წარმატებით განხორციელებაში.
ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების პრეზიდენტი ქვეყნის წარმატებულ ჩართულობას, ორგანიზაციის მიერ 2025 წელს განხორციელებულ ღონისძიებებში.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომლითაც საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა ევროპულს დაუკავშირდება.
შეხვედრის დასასრულს აღინიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებას ევროპულ ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან საქართველოს ნორმატიული ბაზის დაახლოებისა და თანამედროვე კონკურენტული საბაზრო პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მიმდინარე წელს FMCG ბაზარი მოსალოდნელზე სწრაფად გაიზარდა - TBC Capital

26.11.2025.16:26

მიმდინარე წელს ჯამური FMCG ბაზარი მოსალოდნელზე სწრაფად გაიზარდა, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში კვლავ ზრდის ტემპის დასტაბილურებაა მოსალოდნელი. აღნიშნულის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. 

მათივე განმარტებით, თანამედროვე ვაჭრობა მზარდია, ტრადიციული ვაჭრობა - 2022 წლიდან უცვლელი. სამწლიან პერსპექტივაში თანამედროვე ვაჭრობის ზომა გადააჭარბებს ტრადიციულს.

„როგორც ადგილმდებარეობის, ისე - კონკრეტული პროდუქციის შერჩევისას მომხმარებლები ყველაზე დიდ ყურადღებას ფასებს აქცევენ.
ტრადიციული FMCG სავაჭრო სივრცეები განსაკუთრებით პოპულარობას ინარჩუნებენ ისეთ პროდუქტებში როგორიცაა ხილ-ბოსტნეული, ყველი და ხორცი.

წლების განმავლობაში თანამედროვე FMCG სეგმენტის ზრდის ტემპი ტრადიციული ბაზრის ზრდას აჭარბებდა. ამ ტრენდის გაგრძელება მოსალოდნელია მოკლევადიან პერსპექტივაში.

მაღალი ინფლაციის ფონზე შედარებით დაბალი ჯამური ზრდის ტემპი რეალური მოთხოვნის მცირედ შენელებაზე მიგვითითებს. შემცირებული LfL გაყიდვების დინამიკა კი მაღალი კონკურენციის ძლიერი ნიშანია.

მიმდინარე პერიოდში თანამედროვე FMCG ბაზრის 87%-მდე უმსხვილეს ხუთ კომპანიაშია თავმოყრილი.

Ძირითადი ხარჯების კატეგორიების დასტაბილურების შემდეგ, ქართული კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში. 
 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა