მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7096.7
-0.0157
flag
AZN 1.5971
-0.0034
flag
CNY 38.246
-0.0083
flag
EUR 3.1621
-0.0119
flag
GBP 3.5898
-0.0367
flag
KZT 51.5
0.0055
flag
TRY 0.0647
-0.0001
flag
USD 2.7154
-0.0058

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ხარისხზე, გამჭვირვალობაზე და ეფექტიან მმართველობაზე დაფუძნებული სისტემურ რეფორმა დაიწყო

news image

ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საქართველოს პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას, ისაუბრა სამინისტროს გაყოფისა და მმართველობითი გუნდის ცვლილების შედეგად,  სამინისტროში განხორციელებულ და დაგეგმილ ცვლილებებზე.

როგორც მინისტრმა აღნიშნა მმართველობითი გუნდის ამოცანა იყო სამინისტროს საქმიანობის გაჯანსაღება, ახალი მართვის სისტემების დანერგვა და ხარისხის კონტროლის გაძლიერება. მინისტრის თქმით, სამინისტრო სრულად გადადის ხარისხზე დაფუძნებულ მმართველობის მოდელზე, რაც მოიცავს, მათ შორის, პროექტირების ეტაპის გამიჯვნას, არქიტექტორების აქტიურ ჩართულობას და კონტროლის მკაცრ მექანიზმებს.

„ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ სამინისტროს სისტემაში შემავალი რამდენიმე უწყება სრული რეორგანიზაციისა და ინსტიტუციური რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდეს თანამედროვე, ეფექტურ და გამჭვირვალე ორგანიზაციებად, რომლებიც ორიენტირებული იქნებიან ინფრასტრუქტურული პროექტების მაღალი ხარისხით მართვაზე,”-აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის ინფორმაციით, უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ინსტიტუციური მოდერნიზაციის პროგრამის შესაქმნელად, რომელიც მოიცავს ორგანიზაციული სტრუქტურის გამარტივებას, ზედამხედველობისა და ფინანსური კონტროლის გაძლიერებას, ციფრული მართვის სისტემების და ადამიანური რესურსების განვითარების ახალი სტანდარტების დანერგვას.

შეიქმნა ახალი სტრუქტურებიც — ტექნიკური ზედამხედველობის, პროექტების მართვის, ხარისხის კონტროლის მიმართულებით.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image Emaar-ის და Eagle Hills-ის ინვესტიციის ფარგლებში, 6-დან 9 თვემდე პერიოდში მშენებლობის პროცესი დაიწყება - პრემიერი

30.10.2025.02:13

ჩვენთვის მთავარია, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპი შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში განაცხადა.
 
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საშუალო ზრდა არის ძალიან მაღალი, თითქმის ორნიშნა ამ 4 წლის განმავლობაში. 
 
„წელსაც მაღალ ტემპს ვინარჩუნებთ, 7.9%. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს ტემპი არ დავაგდოთ. ეს არის მთავარი იმისათვის, რომ სიღარიბე დავძლიოთ, მოსახლეობის სოციალური დონე გავაუმჯობესოთ კიდევ უფრო მეტად, თუნდაც საგარეო პოლიტიკური პოზიციები გავიმყაროთ და ა.შ. ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომავალშიც ეკონომიკის განვითარებას. ამ კუთხით „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან წარმომადგენლობითი. ძალიან მაღალი რანგის,  საინტერესო სტუმრები გვყავდა. ასევე დაემთხვა ამ ფორუმს Emaar-ის და Eagle Hills-ის ინვესტიციის პროცესის დაწყება უკვე ოფიციალურად და ახლო მომავალში დაიწყება  მშენებლობის პროცესი. 6-დან 9 თვემდე პერიოდში უკვე უშუალოდ მშენებლობა დაიწყება. ეს ინვესტიციაც დამატებით წაახალისებს ეკონომიკის ზრდას. პერსპექტივები გვაქვს ძალიან კარგი. ასევე, ეკონომიკის მინისტრთან ერთად განვიხილავთ არაერთ ინიციატივას, რომელმაც უნდა დააჩქაროს ეკონომიკური ზრდის ტემპები. მთლიანად ეკონომიკური გუნდი არის ძალიან ძლიერი ჩვენს მთავრობაში. შესაბამისად, გვაქვს ყველანაირი საფუძველი, რომ ოპტიმისტურად ვიყოთ განწყობილი ეკონომიკის ზრდის ტემპებთან დაკავშირებით", -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა