ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროში ხელფასების ზრდა ნათლად აჩვენებს, რომ ინვესტიციები განათლებასა და ტექნოლოგიებში შედეგს იძლევა, მაღალი ანაზღაურების მქონე სამუშაო ადგილები იქმნება საქართველოში - ვაკო თურნავა
ეს ზრდა ნიშნავს, რომ საქართველოში იქმნება ახალი, კონკურენტუნარიანი სამუშაო ადგილები, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს უფრო მაღალ შემოსავალს და სტაბილურ მომავალს უზრუნველყოფს, - ასე აფასებს საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დეპუტატი ვაკო თურნავა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.3 პროცენტით (207.1 ლარით) გაიზარდა და 2 212.0 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
⦁ ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4 176.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 5.4 პროცენტით);
⦁ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 732.2 ლარი (გაიზარდა 2.5 პროცენტით);
⦁ მშენებლობა - 3 467.7 ლარი (გაიზარდა 17.7 პროცენტით);
⦁ პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 995.3 ლარი (გაიზარდა 4.3 პროცენტით).
„ინფორმაციისა და კომუნიკაციების სფეროში ხელფასების ზრდა ნათლად აჩვენებს, რომ ინვესტიციები განათლებასა და ტექნოლოგიებში შედეგს იძლევა – მაღალი ანაზღაურების მქონე სამუშაო ადგილები იქმნება საქართველოში“, - ამბობს ვაკო თურნავა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ შუა დერეფანი გავხადოთ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი - შოთა ბერეკაშვილი
სხვა სიახლეები
15.09.2025.16:10
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემამ ზუსტად უპასუხოს „მიმართულებით, - აცხადებს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი, რომელიც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას კვლევისა და განვითარების ცენტრები, ამ პროცესებში მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის ჩართულობაც.
„ეს ნიშნავს იმას, რომ დაწყებული პროფესიული და დამთავრებული სამეცნიერო-საგანმანათლებლო მიმართულებით განათლების სისტემამ უნდა მიაწოდოს შესაბამისი კადრები სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებს. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ჩვენ უაღრესად მდიდარი ვართ ადამიანური კაპიტალით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინოვაციებზე, ხელოვნურ ინტელექტზე, ჩვენ ვგულისხმობთ ქვეყანაში კვლევის და განვითარების ცენტრების შექმნას და განვითარებას. გვაქვს ძალიან დიდი მეცნიერული მოღვაწეობის ისტორია და აუცილებებლია აღნიშნული ადამიანური კაპიტალი განვავითაროთ და გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენ მზად ვართ, მნიშვნელოვანი რესურსის გამოყოფისთვის ამ მმიმართულებთ, ასევე მიმაჩნია, რომ კერძო სექტორმაც უნდა იაქტიუროს და მნიშვნელოვანი თანხები გამოყოს კვლევის და განვითარების ცენტრების შექმნის და განვითარებისთვის. ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მზადდება მნიშვნელოვანი განათლების რეფორმა, რომელიც სწორად უპასუხებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი“, - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.