მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7080.9
-0.0004
flag
AZN 1.5921
-0.0002
flag
CNY 38.012
0.0013
flag
EUR 3.156
-0.012
flag
GBP 3.6328
-0.0061
flag
KZT 50.32
-0.0004
flag
TRY 0.0645
0
flag
USD 2.7076
-0.0003

ინდური კომპანია „ჰინდუსტან სილიჩენ პრაივატ ლიმიტედი" დასავლეთ საქართველოში ნავთობის საბადოების განვითარებისთვის 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

news image

საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და  ინდურ  კომპანია „ჰინდუსტან სილიჩენ პრაივატ ლიმიტედს" შორის პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებში კომპანია არსებული ნავთობის საბადოების განვითარების მიმართულებით მასშტაბურ სამუშაოებს განახორციელებს — დაგეგმილია 7 მოქმედი ჭაბურღილის დაღრმავება-გაბურღვა და 2 ახალი საძიებო ჭაბურღილის ბურღვა  თანამედროვე, მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით.  ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე,  მინისტრის მოადგილე, ენერგეტიკის დარგის კურატორი ინგა ფხალაძე, ინდოეთის ელჩი საქართველოში  სუბუ რამეში, კომპანიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

„ეს შეთანხმება წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოსა და ინდოეთს შორის ეკონომიკური პარტნიორობისა და მეგობრობის განმტკიცების მიმართულებით. ის ხელს შეუწყობს საქართველოს ენერგეტიკული რესურსების განვითარებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას და ნავთობის წარმოების სექტორში თანამედროვე მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვას" - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.  

მინისტრის მოადგილის შეფასებით, აღნიშნული ხელმოწერით საფუძველი ეყრება ახალ ეტაპს, რომელიც გააძლიერებს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ეკონომიკის ზრდისა და რეგიონების განვითარებისთვის.

აღსანიშნავია, რომ პროექტის საინვესტიციო პაკეტის მოცულობა შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში დაახლოებით 50 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე კომპანია სახელმწიფო ბიუჯეტში  4.15 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის.

„Hindustan Silichine Private Limited" წარმოადგენს ინდურ მულტი-ბიზნეს ჰოლდინგს, რომელიც  ნავთობის მოპოვებისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების მიმართულებით საქმიანობს. 

წილობრივი განაწილების ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა,  საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა  ეკატერინე სისაურმა და  კომპანია „ჰინდუსტან სილიჩენ პრაივატ ლიმიტედს"-ის დირექტორმა ხიტიშ კუმარ ნაიაკმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2013-2030 წლების რეალური და მსყიდვეულნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს

21.10.2025.10:48

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2030 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა.  ეკონომიკური კეთილდღეობა იზომება ერთ სულ მოსახლეზე რეალური და მსყიდვეულნარიანი ეკონომიკის (მთლიანი შიდა პროდუქტის) სიდიდით.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2013-2030 წლების რეალური და მსყიდვეულნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს.

1. სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე 2024-2025 წლებში ჯამში 18,7%-ით იზრდება, რითაც მსოფლიოში ორწლიანი ზრდის ტემპით გადის მეორე ადგილზე გაიანას შემდეგ. 

· 2024-2030 წლებში კეთილდღეობის ამ მაჩვენებლის პროგრესით საქართველო ევრაზიაში პირველ ადგილს დაიკავებს. ამ 7-წლიან პერიოდში საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე 52,5%-ით იზრდება. მეორე ადგილზე ზრდის ტემპით ჩვენს კონტინენტზე ინდოეთი გადის, რომლის ეკონომიკა 2024-2030 წლების პერიოდში ერთ სულზე 46%-ით იმატებს. 

· რაც შეეხება ისტორიულ პროგრესს იმ პერიოდიდან, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, (ანუ 2012 წლის შემდეგ), სავალუტო ფონდის შეფასებით, 2013-2025 წლებში ერთ სულზე რეალური ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია, 2013-2030 წლების ხანგრძლივი 18-წლიანი პროგრესით კი მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მკვიდრდება და ევრაზიაში პირველ ადგილზე გადის. სავალუტო ფონდის შეფასებით 2013-2030 წლებში საქართველოს რეალური ეკონომიკა ერთ სულზე მთლიანობაში 160%-ით იმატებს, მას მოსდევს ჩინეთი, რომლის მაჩვენებელი 150%-ით იზრდება. 

2. 2024-2030 წლებში ერთ სულზე მსყიდველუნარიანი (GDP per capita PPP) ნომინალური ეკონომიკის 7-წლიანი ზრდის ტემპით საქართველო ევრაზიაში პირველობს. ამ პერიოდში კეთილდღეობის ეს მაჩვენებელი საქართველოში 75%-ით იზრდება და 2030 წლისთვის 43 560 დოლარს გადააჭარბებს. ევრაზიაში მეორე ადგილზე 7-წლიანი ზრდის ტემპით ინდოეთია, რომლის მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულზე 2024 / 2030 წლებში 67%-ით უმჯობესდება. 

· რაც შეეხება ისტორიულ პროგრესს იმ პერიოდიდან, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, (ანუ 2012 წლის შემდეგ), სავალუტო ფონდის შეფასებით როგორც 2013-2025, ისე 2013-2030 წლებში ერთ სულზე მსყიდველუნარიანი ეკონომიკის ზრდის ტემპით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია, და ამ ხანგრძლივი ისტორიული და საპროგნოზო პროგრესით ევრაზიაში პირველ ადგილს იკავებს. ფონდის შეფასებით 2013-2025 წლებში საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა ერთ სულზე გასამმაგებას განიცდის და 2025 წლისთვის 31 000 დოლარს გადააჭარბებს. 

3. ფონდის შეფასებით, საქართველოს რეალური ეკონომიკა 2025 წელს 7,2%-ით იზრდება, ხოლო ამერიკულ დოლარში ნომინალური ეკონომიკის ზრდის ტემპი ორნიშნა მაჩვენებელი, 10,7% გახდება და ერთ სულ მოსახლეზე ისტორიაში პირველად გადააჭარბებს 10 000 დოლარს. ფონდის პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა ერთ სულზე 10 126 დოლარს მიაღწევს, 2030 წლისთვის კი 13 500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ამ პერიოდიდან მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მოპოვების პერსპექტივას რეალურს ხდის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა