ინდექსი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, სად დგას სოფლის მეურნეობა დღეს, როგორ იცვლება ის დროში და რა მიმართულებით - ლაშა ქავთარაძე
Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ტელეკომპანია „მასეტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც დარგში არსებულ პროგრესს სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით აფასებს და აჩვენებს, სად დგას სექტორი დღეს და რა მიმართულებით ვითარდება. მისივე განმარტებით, ინდექსი სოფლის მეურნეობის მდგომარეობის და დინამიკის სისტემურ ანალიზს უზრუნველყოფს.
„რაც შეეხება Galt & Taggart-ის მიერ შექმნილ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსს, ფაქტობრივად ეს ინდექსი ზომავს თუ როგორი პროგრესი შეიძლება იყოს ან არ იყოს სოფლის მეურნეობის დარგში. ეს ეფუძნება ფაქტობრივად იმ ინდიკატორებს, რომლებიც ამ ინდექსში არის შესული და ფაქტობრივად ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ თითოეული ინდიკატორის პროგრესი და თითოეული ინდიკატორის პროგრესი ჯამურად გვაძლევს თუ რა სურათი შეიძლება არსებობდეს სოფლის მეურნეობის დარგში. ფაქტობრივად ეს ინდექსი საშუალებას გვაძლევს გავიგოთ თუ სად დგას სოფლის მეურნეობა დღეს, როგორ იცვლება ის დროში და რა მიმართულებით“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.
ირკვევა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი სამი ძირითადი მიმართულებით - პროდუქტიულობა, ფასების სტაბილურობა და ინვესტიციები - განისაზღვრება და ცხრა ინდიკატორზეა აგებული, რომელთა შორის განსაკუთრებული წონა პროდუქტიულობის მაჩვენებლებს ენიჭება.
ლაშა ქავთარაძის თქმით, ინდექსი საჯარო და უწყებრივი მონაცემების საფუძველზე დარგის პროგრესის სისტემურ შეფასებას უზრუნველყოფს.
„ჩვენ პირველ რიგში გამოვედით მონაცემების ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე. დიდწილად საჯარო ინფორმაცია გამოვიყენეთ, თუმცა გვაქვს ასევე სხვა ინფორმაცია, რომელიც მოგვაწოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. ჩვენი ინდექსი აგებული არის შემდეგნაირად: გვაქვს სამი ფაქტობრივად სექცია და თითოეულ სექციაში გვაქვს სამი ინდიკატორი. მაგალითად აღებული გვაქვს პროდუქტიულობის სექცია, მეორე არის ფასების სტაბილურობის სექცია და მესამე არის ინვესტიციების სექცია.
პროდუქტიულობის სექციაში ფაქტობრივად ჩვენ განხილული გვაქვს ერთწლიანი კულტურების მოსავლიანობა თუ როგორი არის ერთ ჰექტარზე. ასევე მასში შედის მეცხოველეობის პროდუქტების წარმადობა და ასევე სამუშაო ძალის პროდუქტიულობა, ანუ ერთი დასაქმებული ამ სექტორში რა რეალურ დამატებულ ღირებულებას ქმნის. ამ სამივეს, ამ სამ ინდიკატორს მაღალი წონა აქვთ.
რაც შეეხება მეორე სექციას, მეორე ქვეინდექსს - ეს არის ფასების სტაბილურობის ქვეინდექსი. და ამ ინდექსში შედის შემდეგი ინდიკატორები: მაგალითად ერთი პროდუქტი რომ ვაწარმოოთ სოფლის მეურნეობის დარგში - შუალედური ხარჯების მოცულობა როგორი არის. ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს აღებული ფასები ფერმის კართან, ანუ პროდუქცია როდესაც შეიქმნა და შემდგომ უნდა გაიყიდოს, რა ფასად იყიდება ის უშუალოდ ფერმერთან.
და მესამე უკვე არის ფასები - როდესაც ის ხვდება შემდგომ საცალო ქსელში, რა ფასად იყიდება. და ამისი რყევები გვაქვს შესწავლილი. ძირითადად ეს არის სურსათის ფასების რყევები წლიურ ჭრილში. ამ ინდექსის სექციაში სურსათის ფასების რყევები და ფასები ფერმის კართან გამოირჩევა უფრო მაღალი წონით, ვიდრე მესამე მაგალითად, შუალედური დანახარჯები ერთი პროდუქციის საწარმოებლად.
მესამე სექციაში ჩვენ გვაქვს ფაქტობრივად ინვესტიციები იქიდან გამომდინარე, რომ სამი ინდიკატორიდან მომდინარეობს. ინვესტიციებს აქვს ყველაზე მაღალი წონა. ანუ ინვესტიციებში შედის კერძო და სახელმწიფო ინვესტიციები, ნათესი ფართობები ერთ ჰექტარზე როგორი არის. და ასევე ორი დამატებითი ინდიკატორი გვაქვს - ეს არის სახელმწიფო სოფლის მეურნეობის პროგრამების შესრულება და ასევე, სოფლის მეურნეობის დაფინანსების წილი ბიუჯეტის მთლიან ხარჯებში. და ეს ცხრა კომპონენტი ქმნის ამ ინდექსს და გვიჩვენებს იმას, თუ როგორი დინამიკა არის თითოეულ კომპონენტში, როგორ იცვლება ეს და ეს ჯამურად როგორ გავლენას ახდენს მერე მთლიან ინდექსზე. ანუ ფაქტობრივად სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი ამ ფაქტორებს აერთიანებს, რომლის წონები არ არის სხვათა შორის ხელოვნურად მინიჭებული. ეს არის სტატისტიკურად შეფასებული და სტატისტიკური მეთოდოლოგიით ხდება ამ წონების მინიჭება და ავტომატურად ასე ვთქვათ ხდება ამის გაკეთება“, - აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.
სხვა სიახლეები
სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი - პრაქტიკული ინსტრუმენტი სექტორის ანალიზისთვის
26.03.2026.10:20
სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსს პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის აგრეგირებულ სურათს აძლევს სექტორზე, ხოლო ინდექსთან ერთად მომზადებული მიმოხილვები საშუალებას აძლევს დეტალურად შეაფასონ თითოეული პროდუქტის მოსავლიანობა, შედარონ სხვა ქვეყნებთან და მიღებული შედეგების საფუძველზე სწორ გადაწყვეტილებებს მიიღონ - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა. მისი განმარტებით, ინდექსი პრაქტიკული ხელსაწყოა როგორც ზოგადი შეფასებისთვის, ისე კონკრეტული პოლიტიკის დაგეგმვისთვის.
ამ ინდექსით ზოგადი სურათი შეგვიძლია დავინახოთ ძალიან კარგად. ყოველთვის ინდექსთან ერთად ვაკეთებთ ხოლმე მიმოხილვას, ანუ ამ სექტორის სხვადასხვა მიმართულებების, სხვადასხვა პროდუქტების დონეზე, რომელიც მაგალითად ახლა როდესაც გავაკეთეთ ეს ინდექსი, ამას თან ახლდა მეორე პროდუქტიც და ფაქტობრივად იქ უფრო გაშლილი იყო და დავინახეთ. თუ ეს აგრეგირებულად ზოგადად უყურებს ყველაფერს სოფლის მეურნეობის დარგში ის ინდიკატორები, რაც ჩვენ გვაქვს ამ ინდექსში ჩართული, შესაბამისად მეორე ნაწილი არის, რომელიც მერე უკვე კონკრეტულად დეტალებში მივდივართ, თითოეულ პროდუქტს ვუყურებთ, მაგალითად ჩვენთან მოსავლიანობა როგორი არის, თითოეულ მარცვლოვან კულტურას შეგვიძლია დავაკვირდეთ, შევადაროთ სხვა ქვეყნებს - რატომ გვისწრებს სხვა ქვეყანა, მეზობელი ქვეყნებიც გვისწრებს გარკვეული მიმართულებით და როდესაც შეიძლება პირობები ერთნაირი გვქონდეს. მაგრამ არის რაღაც ნიუანსები, შემდგომ გამოვიყენოთ ეს ინდექსი, და ამის მიხედვით მოვახდინოთ სწორი გადაწყვეტილებები და ფაქტობრივად ეს არის პრაქტიკული, პრაქტიკულად უნდა შევხედოთ - პრაქტიკულობიდან გამომდინარე არის ძალიან საინტერესო“, - განმარტავს ლაშა ქავთარაძე.
ლაშა ქავთარაძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსის ფარგლებში ზოგიერთი პროდუქტის მიმართულებით უკვე გატარდა დეტალური ანალიზი და მომავალში იგეგმება ამ ანალიზის გაფართოება, რაც საშუალებას მისცემს პერიოდულად გამოაქვეყნონ პროდუქტები, სადაც ბიზნესი უფრო აქტიურად შეიძლება ჩაერთოს.