IMF-მა საქართველოს 2025 წლის უმუშევრობის დონის პროგნოზი 13.9%-მდე შეამცირა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა, რომლის მიხედვითაც 2025 წელს გლობალური ეკონომიკა 2.8%-ით გაიზრდება, ხოლო 2026 წელს 3.0%-ით.
IMF-ის პროგნოზით მოსალოდნელია, რომ გლობალური ზრდა შემცირდება და ამ მიმართულებით რისკები გაძლიერდება. გახანგრძლივებული და უპრეცედენტო შოკების სერიის გადატანის შემდეგ, გლობალური ეკონომიკა, დასტაბილურდა, სტაბილური, მაგრამ არასაკმარისი ზრდის ტემპებით. აღსანიშნავია, რომ ლანდშაფტი შეიცვალა, რადგან მთავრობები მთელს მსოფლიოში აწესრიგებენ პოლიტიკის პრიორიტეტებს და გაურკვევლობამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა.
გლობალური ზრდის პროგნოზები მნიშვნელოვნად შემცირდა 2025 წლის იანვრის მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზის (WEO) განახლების შემდეგ, რაც ასახავს არაპროგნოზირები გარემოს ეფექტს. მოსალოდნელია, რომ გლობალურად ინფლაცია შემცირდება ოდნავ უფრო ნელი ტემპით, ვიდრე მოსალოდნელი იყო იანვარში.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 2025 წელს საქართველოს ეკონომიკურ ზრდა 6%-იან დონეზე მოელის. ხოლო, რაც შეეხება უმუშევრობის დონეს IMF-ი საქართველოს 2025 წლის უმუშევრობის დონის პროგნოზს 14.5%-დან 13.9%-მდე ამცირებს.
სხვა სიახლეები
ჯაჭვში განსაკუთრებული ძალაუფლება საცალო ქსელებს აქვთ, რადგან ისინი არიან საფასო პოლიტიკის განმსაზღვრელი ბაზარზე, ამიტომ სექტორის გამჭვირვალე და ჯანსაღი მართვა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სექტორი იყოს კონკურენტუნარიანი და მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო ფასი - შოთა ბერეკაშვილი
16.03.2026.12:39
უაღრესად მნიშვნელოვანი სხდომაა, რამდენადაც დღევანდელი სხდომით ჩვენ ვასრულებთ ფასწარმოქმნის ჯაჭვის შესწავლას საკვები პროდუქტების და სწრაფი მოხმარების საგნების სექტორში, - განაცხადა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, 4 კომპანია, რომელიც დღეს კომისიის სხდომაზეა მიწვეული წარმოადგენენ ბაზრის მნიშვნელოვან მოთამაშეებს და შესაბამისად მათ გააჩნიათ განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა.
„4 კომპანია, რომელიც არის წარმოდგენილი აქ მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან აღნიშნული სექტორის და თუ ავიღებთ ორგანიზებული ქსელების ნაწილს, ორგანიზებული ქსლების ნაწილში თქვენი ჯამური წილი შეადგენს სადღაც 71 %-ს მთლიანი ორგანიზებული ბაზრის, რაც ჯამურად 2024 წლის მაჩვენებლების მიხედვით შვიდი მილიარდი ლარია, რომელიც ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. აქედან გამომდინარე თქვენი 4 კომპანია, არამარტო ბიზნესსაქმიანობაში არის ჩართული, არამედ თქვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაგაჩნიათ სოციალური, რადგან საქმე ეხება საკვებ პროდუქტებს და სწრაფი მოხმარების საგნებს. აქედან გამომდინარე კომისია იმასაც აცნობიერებს, რომ ეს ფასწარმოქმნის ჯაჭვი მრავალსაფეხურიანია, კერძოდ სამსაფეხურიანია, ეს იწყება მწარმოებლით, იმპორტიორით, დისტრიბუტორით და საბოლოოდ საცალო ქსელის ოპერატორებით, თუმცა ამ ჯაჭვში განსაკუთრებული ძალაუფლება მაინც საცალო ქსელებს აქვს, რადგან ისინი არიან ძირითადი საფასო პოლიტიკის განმსაზღვრელი ბაზარზე, ამიტომ აღნიშნული სექტორის გამჭვირვალე და ჯანსაღი მართვა უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სექტორი იყოს კონკურენტუნარიანი და ჩვენმა მომხმარებელმა მიიღოს საუკეთესო ფასი“,- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.