IMF-ის პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 6%-ით გაიზრდება - როგორია განახლებული შეფასება
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა, რომლის მიხედვითაც 2025 წელს გლობალური ეკონომიკა 2.8%-ით გაიზრდება, ხოლო 2026 წელს 3.0%-ით.
IMF-ის პროგნოზით მოსალოდნელია, რომ გლობალური ზრდა შემცირდება და ამ მიმართულებით რისკები გაძლიერდება. გახანგრძლივებული და უპრეცედენტო შოკების სერიის გადატანის შემდეგ, გლობალური ეკონომიკა, დასტაბილურდა, სტაბილური, მაგრამ არასაკმარისი ზრდის ტემპებით. აღსანიშნავია, რომ ლანდშაფტი შეიცვალა, რადგან მთავრობები მთელს მსოფლიოში აწესრიგებენ პოლიტიკის პრიორიტეტებს და გაურკვევლობამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა.
გლობალური ზრდის პროგნოზები მნიშვნელოვნად შემცირდა 2025 წლის იანვრის მსოფლიო ეკონომიკური პროგნოზის (WEO) განახლების შემდეგ, რაც ასახავს არაპროგნოზირები გარემოს ეფექტს. მოსალოდნელია, რომ გლობალურად ინფლაცია შემცირდება ოდნავ უფრო ნელი ტემპით, ვიდრე მოსალოდნელი იყო იანვარში.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) 2025 წელს საქართველოს ეკონომიკურ ზრდა 6%-იან დონეზე მოელის.
სხვა სიახლეები
იანვარში ექსპორტი 19%-ით გაიზარდა - საქსტატი
13.02.2026.11:37
2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 597.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.2 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 480.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 19.0 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 117.0 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 34.5 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარში 636.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.9 პროცენტია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 თებერვალს.