იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტი მოკლევადიან პერიოდში დასრულდება, შესაძლოა, 2026 წელი უძრავი ქონების ბაზრისთვის უფრო პოზიტიური აღმოჩნდეს - რა წერიაTBC Capital-ის კვლევაში
საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენა დამოკიდებულია საომარი მოქმედებების ხანგრძლივობასა და მასშტაბზე. აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში.
თიბისი კაპიტალის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტი მოკლევადიან პერიოდში დასრულდება, შესაძლოა, 2026 წელი უძრავი ქონების ბაზრისთვის უფრო პოზიტიური აღმოჩნდეს, ვიდრე ეს კონფლიქტამდე არსებულ საბაზისო სცენარში იყო გათვალისწინებული. ეს ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან პოტენციური მიგრაციით შეიძლება იყოს გამოწვეული, რაც დადებითად იმოქმედებს უძრავი ქონების მოთხოვნაზე, როგორც გაქირავების, ისე გაყიდვების კუთხით.
„იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტი გახანგრძლივდება და რეგიონში რისკები გაიზრდება, კონფლიქტის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისთვის შესაძლოა უარყოფითი აღმოჩნდეს. ხანგრძლივ პერიოდში გაურკვევლობა მომხმარებლის მოლოდინებზე უარყოფითად მოქმედებს, რაც ზეწოლას მოახდენს როგორც ბინების გაყიდვებზე, ისე ფასების ზრდის ტემპზე. შედარებით ნეგატიურ სცენარში, ეს შესაძლოა ტრანზაქციების მოცულობისა და ბინების გასაყიდი ფასების შემცირებაშიც აისახოს“, - აღნიშნავენ თიბისი კაპიტალში.
დღის ტოპ 10 სიახლე
საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
სხვა სიახლეები
როგორია საქართველოსა და უნგრეთის მიმდინარე სავაჭრო დინამიკა - TOP 5 პროდუქტი
16.03.2026.19:00
საქართველოდან უნგრეთში ექსპორტი 180%-იან ზრდას, ხოლო იმპორტი 31%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარში საქართველომ უნგრეთში 416.9 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა ექსპორტზე, ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში 166.7 ათასი დოლარის. შესაბამისად უნგრეთში ექსპორტის ზრდა 180%-ის დონეზეა. რაც შეეხება საექსპორტო პროდუქტებს პირველ ადგილზე ავტომატური რეგულირების ხელსაწყოები და აპარატურაა.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო უნგრეთში ყიდის:
რაც შეეხება უნგრეთიდან საქართველოში იმპორტს, მან 2026 წლის იანვარში 4 930.2 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის იანვრის მაჩვენებლებთან 31%-იანი კლებაა. 2025 წლის იანვარში საქართველომ უნგრეთიდან 7 158.4 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა,
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო უნგრეთიდან ყიდულობს: